მატჩის დღე! გადაჭედილი "დინამო არენა", ხვიჩას ფაქტორი და მამარდაშვილის საშინაო დებიუტი

AutoSharing Option
ეს დღეც დადგა! საქართველოს ეროვნული ნაკრების ივნისის წარმატებული მატჩების შემდეგ, რასაც ქართველი ფეხბურთელების სერიოზული საკლუბო პროგრესი და მათი კარგი სათამაშო ფორმაც დაერთო, სექტემბრის შეხვედრების მოსვლამდე მართლაც დღეებს ვითვლიდით. ერთგვარი "ვალების დაბრუნება" წარმატებით განვახორციელეთ - ბულგარეთის ნაკრებს, რომელიც ჩვენ დიდი ანგარიშით დამარცხებას არცთუ იშვიათად ახერხებდა, მისსავე მოედანზე დამაჯერებლად (5:2) ვაჯობეთ, ჩრდ. მაკედიანიასაც გასვლაზე (3:0) ვძლიეთ და როგორც ევროპის მომავალ ჩემპიონატზე მონაწილეობის, ასევე "ერთა ლიგაზე" ერთი დივიზიონით დაწინაურებისკენ სერიოზული პრობლემა შევუქმენით. ახლა ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი, მათ უკვე იმ "დინამო არენაზე" უნდა ვაჯობოთ,
სადაც გასული ევროპირველობის საგზური გაიფორმეს.

პირველ ნომრად თამაშსა და ფავორიტობას შეჩვეულნი ჯერ მაინც არ ვართ და ჩვენი ფეხბურთელების კიდევ უფრო "დამძიმებას" არ ვაპირებთ, თუმცა ეს მატჩი უფრო მეტია, ვიდრე შეხვედრა, სადაც უბრალოდ, სატურნირო თვალსაზრისით, ფრე მისაღები შედეგია. ამავდროულად, ემოციების მართვა და გარკვეული პრაგმატიზმი მაინც გვჭირდება, ისე მნიშვნელოვან დაპირისპირებას ვერ ჩაატარებ. ვილი სანიოლის როლი დიდი სწორედ აქაა - გადატვირთული ტრიბუნებისა თუ წარსული შურისძიების სურვილი მხოლოდ პოზიტიურად და სასარგებლოდ გარდასახოს.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებს ახლა ჰყავს ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც უკვე ევროპის მასშტაბით იცნობენ და მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა. ჩრდ. მაკედონია არის მეტოქე, რომელსაც დაცვაში კარგი თამაში და კონტრშეტევებზე შანსის მოძებნა შეუძლია, ეს კი ისაა, რაც თავის მხრივ, სანიოლის ნაკრების საფირმო ნიშანი გახდა. წინა საშინაო მატჩში, უკანა ხაზში მყარად მოთამაშე ბულგარეთთან უპირატესობის გოლად ქცევა გაგვიჭირდა, ახლა ეს გამოცდილება ძალიან უნდა გამოგვადგეს.

ბევრი გულშემატკივარი გულდაწყვეტილია, მატჩზე დასწრებას რომ ვერ ახერხებს, თუმცა მეორე მხრივ, რა ბედნიერებაა, როცა ეროვნული ნაკრების თამაშის მიმართ ისევ ამხელა ინტერესი დაბრუნდა. "ჯვაროსნებს" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (რეკორდი 10 მატჩი გვაქვს) და მისი გაგრძელება ნამდვილად შეგვიძლია. რაც მთავარია, გუნდი ბოლომდე კონცენტრირებული, ერთიანი და კვალიფიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებულია. რა თქმა უნდა, სუსტი წერტილებიც გვაქვს, თუმცა მისი კომპენსირება შესაბამისი მონდომებით უნდა შევძლოთ. წინა სანაკრებო მატჩებში ყველაფერი თავის ადგილას იყო და მისი გაგრძელების იმედი ახლაც გვაქვს. თავდაჯერება კარგია, თუმცა მასაც გარკვეული ზღვარი სჭირდება და ამან მოტივირებაში ხელი არ უნდა შეგიშალოს. გულშემატკივრები ჩვენი კარგი თამაშისა და გამარჯვების მოლოდინში არიან.

Sportall.Ge

რას ველით ბოლომდე სავსე "დინამო არენაზე"? დიდი ალბათობით, კარგ ფორმაში მყოფ "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პირველ თბილისურ მატჩს (ნაკრებში აქამდე მხოლოდ გასვლით შეხვედრებში ითამაშა). სხვა მხრივ, შემადგენლობაში განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველით. სანიოლის ერთ-ერთი მთავარი დილემა იქნებ ის იყოს, ბოლო დროს კარგად ათამაშებულ გიორგი ჩაკვეტაძეს სასტარტოში თამაშის საშუალება თუ მისცეს. საქართველოს ნაკრებში არსებული კონკურენცია და არსებული ტაქტიკური სქემა ამის საშუალებას რთულად იძლევა. ამ ყველაფრის გადაწყვეტის უფლება ფრანგ მთავარ მწვრთნელს მივანდოთ და ყველანი საღამოსთვის მოვემზადოთ - შეხვედრა 20:00 საათზეა.

altსანიოლი: შესაძლოა, იღბლიანი მწვრთნელი ვარ - 18 თვის წინ აქ სხვა მდგომარეობა იყო

altკაშია: მაკედონიასთან ფინალში მარცხის გახსენება არ მსურს - ახლა სხვა განწყობაა

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს თბილისელები მარტო ნაკრების თამაშზე რომ დადიხართ თბილისის დინამოს თამაშზე რატომ არ დადიხართ გვერდში დადუეგით თქვენი ქალაქის გუნდს!!! ლგბტ დროშებს რომ აფრიალებთ თბილისელები მაგას გირჩევნიათ დინამოს თამაშებზე იაროთ!!!
მენგრელა
13:11 23-09-2022
7
ჩაკვეტაძე ალბათ ძირითადში არ იქნება, ტაქტიკიდან გამომდინარე. კვარაცხელია და დავითაშვილი იქნება შემტევი ნახევარმცველები, ხოლო საყრდენად არამგონია ჩაკვე დააყენოს. ვნახოთ, სანიოლს მივენდოთ, რომელიც ძალიან კარგად ართმევს თავს თავის მოვალეობებს. წარმატებები ჩვენს ნაკრებს. მჯერა რომ გაგვახარებენ!
შოთა
11:39 23-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული