ჩრდილომაკედონიური გამოცემა ekipa.mk მატჩის შესახებ სტატიას აქვეყნებს და დანაკლისის მიუხედავად, დღეს 3 ქულის მოპოვებას ელიან.
"ჩვენს ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის მოსაპოვებლად დღეს მთავარი შეხვედრა ელის, თუმცა ნათელია, რომ 3-ბურთიანი უპირატესობით გამარჯვება მარტივი არ იქნება, რადგან მილევსკის გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს.
მიუხედავად მნიშნვნელოვანი დანაკლისისა, არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს შეუძლია იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე პრობლემები, ამიტომ ფეხბურთელები მოედანზე საბრძოლველად მზად არიან და აცხადებენ, რომ მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებენ" -
შეგახსენებთ, ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფს საქართველოს ნაკრები 10 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციას 7 ქულით ჩრდ. მაკედონია იკავებს, მესამე ადგილზე 3 ქულით ბულგარეთის ნაკრებია, ხოლო მე-4 ადგილზე 1 ქულით გიბრალტარი იმყოფება.
ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოსთან მატჩისთვის "იტალიის კოშმარი" გამოაკლდა
მატჩის დღე! გადაჭედილი "დინამო არენა", ხვიჩას ფაქტორი და მამარდაშვილის საშინაო დებიუტი