პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას 1:0 ამარცხებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიას 1:0 ამარცხებს.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0), სასურველი დებიუტშივე
დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. მერე ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტიმი 1:0 მოვიგეთ.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ჩრდ. მაკედონია
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, წიტაიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ზივზივაძე

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი, სპიროვსკი, ბარდი, ელმასი, რისტოვსკი, მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 31 /
რა გახდა დინამო არენაზე ნორმალური საფარის დაგება.
ტტტ
23 სექტემბერი 2022 22:14
2
გილოცავთ გამარჯვებას!დიდი ბრძოლით და წვალებით შეძლეს გამარჯვება,ისე მაგარი საცოდაობაა ნაკრებში ნემსაძე-ჯამარაულის შემდეგ კვეკვესკირი-აბურჯანიას ყურება.

lekso
23 სექტემბერი 2022 21:59
0
გუნდი კი არა საბავშვო ბაღი მაგრამ ვიგებთ. როდემდე გაგრძელდება ასე
1
23 სექტემბერი 2022 21:59
2
საზგვარგარეთ რო შევძლოთ ყურება. რაგაცა გააკეთეთ სირცხვილია
15252
23 სექტემბერი 2022 21:57
1
მოედანს რა დედის ხვნა ჭირს???ისე მიკერძოებულად არ ჩამომართვათ მაგრა ბათუმში 20000 უფრო მაგრა ვუჭერთ მხარს ეროვნულს ვიდრე 55000 დედაქალაქში,ნახევარი სტადიონი მზესუმზირის საჭმელადაა მისული
გიუშა
23 სექტემბერი 2022 21:56
0
რაიყოთ ცოტა გაიღიმეთ ცოტა გაიხარეთ მეტი პოზიტივი ხო შეიძლება
Vakho Chkheidze
23 სექტემბერი 2022 21:51
2
80 წუთია 2:0 ვიგებთ და ბუდუმ მაგარი გამაზა
roma bejanidze
23 სექტემბერი 2022 21:41
0
ძაან დაბალ დონეზე თამაშობს ნაკრები, კვარაც კი ისეა თითქოს ეძინება, სიცოცხლე არ ეტყობა. უაზროდ კარგავენ ბურთს კარგი კომბინაციური თამაში ვერ ვნახე, გადაბმულად 3 პასი ვერ გააკეთეს ნორნალურად, იმედია გამოსწორდება შემდეგ თამაშზე
ზურა
23 სექტემბერი 2022 21:39
3
ვიგებთ კარგია, მაგრამ თამაშის ხარისხზე რა ვთქვა, არ მომწონს.
ზურა
23 სექტემბერი 2022 21:25
0
მამარდა კლასნი.
ამ ნახევარდაცვას რამე უნდა ვუშველოთ.
ფაქტიურად არ გვყავს
Las
23 სექტემბერი 2022 21:15
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული