საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა, B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0),
სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:0
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72), კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), წიტაიშვილი (აზაროვი 72), კვარაცხელია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი (სერაფიმოვი 72), მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ბარდი (ელიზი 84), ელმასი, რისტოვსკი (ატანასოვი 73), მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 114 /
ᲒილოცავᲗ ყველას. Ევროფორუმზე Შეხვედრამდე
რომა
23 სექტემბერი 2022 21:59
1
მართლაც მთავარი მოგებაა და გილოცავთ ყველას !!!მაგრააამ აი ზუსტად ამ ტურნირზე ბევრჯერ გაგვიმართლა ცუდი თამაშით არა თუ წაგება არამედ ვიგებთ ….უბრალოდ საინტერესო ის არის რა იქნება ამ ტურნირის შემდეგ …თუ ბურთის დაჭერა და კონტროლი არ ვისწავლეთ შესარჩევში ისევ დაგვახევენ ბურთს თავზე …და არ მგონია მერე ვინმეს გაახსენდეს სანიოლის “გენიოსობა” ….ჯერ რა სასტავი დააყენა მერე როგორ ათამაშა ( კიდევ კარგი წიტაიშვილი კარებში არ დააყენა) მხოლოდ 3 ფეხბურთელი შეტევისკენ 8 დაცვის …მართლაც იღბალაა რიკოშეტმა გატეხა თამაში თორემ უეჭველი წავაგებდით…..მაგრამ დღევანდელ დღეზე მოგებულებს არ ასამართლებენო !!!რა ვი აბაა კარგი ჩაკვე და კიტე არ იყო მაგრამ ლობჟანიძე სკამზე და წიტა დაცვაშიი…?! რაა მცველები არ გვყაავს ?? მითუმეტეს როდესსც შემტევები გვაკლია…ჯანდაბას ჩავიგდებ ენას თუ კიდევ გააგრძელებს ეგრე მიგებებს )))
მთავარია
23 სექტემბერი 2022 23:07
26
ძალიან კარგი შედეგია, ყველას ვულოცავ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ რომ კიდე ვნახავთ გამარჯვებებს....
მაგრამ ერთიც უნდა ავღნიშნო, 60-65 წუთის მერე გუნდი "ჩაჯდა", ფიზიკურად ვერ უძლებენ. ეს ჩვენი ყველაზე სუსტი ადგილია.
თემო
23 სექტემბერი 2022 22:07
1
მადლობა ბიჭებს მაგრამ დღეს ბუდუ განსაკუთრებული იყო,ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა ფაქტიურად ნახევარდაცვიდან თამაშობდა და იმიტომ დაიღალა ძალიან, ნახევარდაცვის რგოლი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. ისე საზიზღარი ფეხბურთი ითამაშეს, ეს მოედანი მორწყული კი არა გადარწყული იყო ატალახებამდე.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
23 სექტემბერი 2022 22:40
1
მადლობა კვეკვესკირს და აბურჯანიას ნაკრებში გაწეული თავდადრბისთვის. ვუსურვებ მათ სამომავლოდ ბევრ წარმატებას პირად კარიერაში.
რეალი მაკვირდება
23 სექტემბერი 2022 23:19
9
Centrshi burtis damcheri da zusti pasis mimcemi aklia dges chven nakrebs da imitom wvalobdnen,madloba gmerts kvelaferi kargad damtavrda...
Givi
23 სექტემბერი 2022 22:24
0
მოგება გამიხარდა.ჩვენი თამაში არ მომეწონა.ბუდუ და მამარდა საუკეთესოები იყვნენ.კვარამ რამდენჯერმე პასი დააგვიანა.არავინ წერს, რომ დასაწყისში ჩვენს კარში უეჭველი პენალტი მსაჯმა არ დადო.
,დიმა
23 სექტემბერი 2022 23:20
29
სპალეტი რომ ამბობს გუნდი იგებს თამაშსო და არა ერთი ფეხბურთელიო. აბა ბატონო ერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა თამაშის ბედი. თამაშზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. მეტს მოველოდი.
დავით 67
24 სექტემბერი 2022 03:44
18
მაკედონია უტევდა ოღონდ ფრთა შეკვეცილი .. რატომ ?
dato
23 სექტემბერი 2022 22:28
0
იმიტომ რომ მოედანზე იყო კვარა .
ტარიელი
23 სექტემბერი 2022 22:34
0
მადლობა კვარაცხელიას, მის მწვრთნელებს და მატჩის კოლორიტს ბუდუს!
1.2.3.4.5.6.
24 სექტემბერი 2022 11:05
0
ჩვენ გუნდში ბუდუს და ხვიჩასთან ერთად
მამარდაშვილიც საუკეთესო იყო მაგარი ბურთები აიღო
dato
24 სექტემბერი 2022 12:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული