საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა, B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0),
სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:0
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72), კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), წიტაიშვილი (აზაროვი 72), კვარაცხელია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი (სერაფიმოვი 72), მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ბარდი (ელიზი 84), ელმასი, რისტოვსკი (ატანასოვი 73), მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 114 /
ზივზივაძეს რესპექტი იმ პასისთვის. ბევრი ქართველი ფეხბურთელი არ გააკეთებდა მაგ გადაცემას სამწუხაროდ და მაგალითებიც გვახსოვს. ეს უკვე კარგი და დაღვინებული გუნდის თვისებაა და ისიც, რომ მიუხედავად იმისა მეტოქე თამაშით თუ სტატისტიკით გჯობნის, თამაშს დამაჯერებლად მაინც შენ იგებ.
odala
24 სექტემბერი 2022 09:57
0
ცარიელ კართან ყაზაიშვილის არ გაკეთებული პასი გამახსენდა ანანიძეზე სერბეთთან, თან მაგ დროს 1:0 ს ვიგებდით და მერე 1:3 წავაგეთ
PIRLO
24 სექტემბერი 2022 13:32
0
ბუდუ ბევრად უკეთეს გუნდს და ჩემპიონატს იმსახურებს
გოგა
24 სექტემბერი 2022 09:36
0
ფეხბურთელებს, სამწრთვნელო შტაბს, ფედერაციას და რათქმაუნდა ჩვენ, ყველა გულშემატკივარს ვულოცავ გამარჯვებას.
მაკედონელები მაქსიმუმს აკეთებდნენ, რომ ეჩვენებინათ თავისი გულშემატკივრისთვის, რომ უკეთესები არიან. პრაგმატულად მოვიგეთ და ამ ეტაპზე, ყველაფერი გარკვეულია.
მინდა დავამატო, რაღაც მომენტებში ბიჭები პასს აგვიანებდნენ, ან საერთოდ არ აძლევდნენ უკეთეს მდგომარეობაში მყოფ გუნდელს. ეს ეხება ხვიჩას, ბუდუს და ზურიკოს. (ბუდუს პასზე ხელებს ვწევ, მაგ მომენტში გოლის გატანა, უფრო ადვილი მგონია იქნებოდა). ეს ერთი კუთხით, თუ შევხედავთ ცუდი არ არის, ბიჭებს თავდაჯერება აქვთ, მაგრამ მთლიანობაში მინდა პროფესიონალიზმი და გუნდის გამარჯვება.
სულ გამარჯვებით გევლოთ, ყველას.

100%
24 სექტემბერი 2022 09:16
0
ანუ ახალ თუ საბერძნეთი და თურქეთი შესარჩევიდან გავა ჩვენ ავტომატურად ვართ ერვოპაზე ხო?ღმერთმა დგვიფაროს და ფლეოფი რომც წავაგოთ?მთავრი ყაზახეთი ან ჩვენ დავამრცხოთ ან იმათმა.მოკლედ უმარავი შანსია პლიუს ჩვენი შესარჩევი დროა მოვიგოთ 30 წელი ვცდილობთ.ამ გუნდით შეიძლება
მოსეხონელი
24 სექტემბერი 2022 08:28
0
გილოცავთ ყველას საქართველოს ნაკრების გამარჯვებას!
ბიჭებო, კვლავაც მრავალჯერ გაგეხარებინოთ ჩვენი გულები !
SOS!!!
24 სექტემბერი 2022 08:14
0
ბუდუმ დაგლიჯა დღეს. ჩემი აზრით საუკეთესო იყო ჩვენ გუნდში.
დათო
24 სექტემბერი 2022 05:30
0
აბურჯანიამ გამაკვირვა.. ბრავო
ილია
24 სექტემბერი 2022 05:07
2
სწორედ აბურჯანიაზე იყო დამოკიდებული შეტევის აქტიურობა, რასაც სამწუხაროდ თავი ვერ გაართვა. ფიზიკურადაც აშკარად უჭირს. ერთი სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბრავოსგან მისი თამაში ნამდვილად შორსაა
: )))))))
24 სექტემბერი 2022 12:11
1
დიდი მადლობა ბიჭებს. რთულ თამაში იყო და კლასის ხარჯზე აჯობეს. რაც შეეხება მოედნის საფარს - როგორ შეიძლება ასეთ მოედანზე პროფესინალური ფეხბურთის თამაში. ორმოები, ბურთი დაცანცარებდა მინდოზე, მინდორის ნაფლეთები ყველგან, ასე ჰო შეიძლება ფეხბურთელმა უმძიმესი ფეხის დაზიანება მიიღოს. გაოგნებული ვარ. ნუთუ არ შეიძლება მინდორის საფარის კეთილმოწობა? ბიჭებმა თავისი შესაძლებლობების ნახევარიც ვერ უჩვენეს იმიტომ, რომ მინდორი იყო მთლიანად განადგურებული. კიდევ ერთხელ დიდი მალობა ჩვენს ბრილიანტ ბიჭებს. დიდი მადლობა ვილის.ყველას გილოცავთ ბ ლიგაში აღზევებას.
TanoLife
24 სექტემბერი 2022 04:09
3
სპალეტი რომ ამბობს გუნდი იგებს თამაშსო და არა ერთი ფეხბურთელიო. აბა ბატონო ერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა თამაშის ბედი. თამაშზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. მეტს მოველოდი.
დავით 67
24 სექტემბერი 2022 03:44
18
მამარდაშვილიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!ნომერ პირველი!!!!!
მწრთვნელი
24 სექტემბერი 2022 02:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული