საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა, B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0),
სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:0
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72), კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), წიტაიშვილი (აზაროვი 72), კვარაცხელია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი (სერაფიმოვი 72), მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ბარდი (ელიზი 84), ელმასი, რისტოვსკი (ატანასოვი 73), მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 114 /
საზიზღარად ვითამაშედ...

მარადიშვილი სასწრაფოდ ნაკრებში!
რიკი
23 სექტემბერი 2022 22:23
6
ნოპოლში წასვლამდე უფრო ნაკრებში შრომისუნარიანი იყო აი ჩემი შთაბეჭდილება. დღეს კვარა არა ნაკრებში არამედ ნაპოლში მოთამაშე მეგონა. დარწმუნებული უკანა ხაზელების და მომენტს რომ ელოდება. ვფიქრობ მეტად უნდა გაისარჯოს. ნაკრები ნაპოლი არ არის
ჯუბა
23 სექტემბერი 2022 22:23
22
ბუდუ კლასია. კვარა არა კვატი ბუდუს გაუმარჯოს
ბუდუ
23 სექტემბერი 2022 22:45
26
რას წერ ?დღეს კვარა რო არ გვყოლოდა კაი ჩიტსაც დავიჭერდით ..მიმხვედრი მიხვდება .
goga
23 სექტემბერი 2022 22:31
2
ლობოტკა სჭირდება საქართველოს ნაკრებს. ნახევარდაცვა სუსტი გვყავს. პრესინგი საერთოდ თამაშს იგებს უმეტესს შემთხვევაში. შუა ხაზზე კონკურენციაა საჭირო. გილოცავთ ყველას. ბუდუ დაფრინავს და როცა ვეღარ დაფრინავს შეგცვლიან რაც სწორია. თავდადების გარეშე ვერაფერს მოვიგებთ ვერასდროს, გილოცავთ........
გიო
23 სექტემბერი 2022 22:22
2
კიტე
1
23 სექტემბერი 2022 22:45
0
ეს რა იყო? რა ფეხბურთი ითამაშეს? 2-0 მოვიგეთ და მაკედონია უკეთესი იყო
SS
23 სექტემბერი 2022 22:20
5
მოედნის მორწყვაზე თამაშამდეც ვთქვი და კიდევ ვიტყვი--რომელი იდიოტი არწყვევინებს მოედანს როცა არაა საჭირო @ რაა ეხლაც სიცხე იყო ?? თუ ჩვენებს შიპებიანი ბუცები არ ეცვათ ასე რომ სრიალებდნენ ? იმათგან მარტო მეკარე გასრიალდა ერთხელ და ისიც მოედნის სისველის ბრალი იყო თუ სხვა რამის არ ვიცი !
zura222
23 სექტემბერი 2022 22:19
0
როცა გუნდში კვარაცხელია გყავს უკვე წარმატების ნიშანია მაკედონია უტევდა მარა ცალი თვალი უკან ქონდა .გილოცავთ ყველას .პ.ს ზივზივაძე ბრწყინვალე იყო .
zurabi
23 სექტემბერი 2022 22:15
1
ადრე ვამბობდით კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთო....ახლა უნდა ვთქვათ ცუდად ვითამაშეთ მაგრამ მოვიგეთ
Gogi
23 სექტემბერი 2022 22:14
1
ეგაა უკვე კლასი .რამდენ დიდ გუნდთან ვითამაშეთ კარგად წარსულში მაგრამ წავაგეთ .
vova
23 სექტემბერი 2022 22:17
2
კარგი იყო, გილოცავთ... კარგი გუნდი გვყავს და ეხლა უკვე დიდ გუნდობაზე ოცნებაც შიძლება...მეკარე არავიზე ნაკლები, ცენტრალური დაცვა ლოჩოშვილის ჩათვლით მშვენიერი...ფლანგის მცველებიდან აზაროვმაც უნდა მოუმატოს და კაკაბაძემაც...კიტე უნდა მოვიდეს ფორმაში, პრობლემურია შემქმნელი ნახევარმცველის პოზიცია, კვეკვე და აბუ კარგი ბიჭები არიან, მაგრამ კონურენცია უნდა იყოს დიდი. წინ მშვენიერი სიტუაციაა, კვარას თამადობით.
კიდევ ბევრი მოგვეგოს
zaz197
23 სექტემბერი 2022 22:11
2
საქართველო ის ქვეყანაა სადაც ალექსანდრე მაკედონელი ვერ გავიდა. მაკედონიელობაზე თავს რო დებენ გაახსენეთ მაგ უვიც პარაზიტებს სოფელში ჩამოვედითო რო ეგონათ
qartveli.
23 სექტემბერი 2022 22:10
7
ერთი შესწორება ეს ის მაკედონია არაა, ესენი არიან ციგნები და დაირქვეს უბრალოდ მაკედონია
მარა ღირდა
23 სექტემბერი 2022 22:28
0
მოგება ცუდი თამაშიით ! თურმე ასეთებიც არსებობს ( მთელი თამაში იმათ ქონდათ ბურთი და თითქოს 2-3 მოთამაშით მეტნი იყვნენ ! მოედნის ყველა მონაკვეთზე უპირატესობებს ქმნიდნენ კიდევ კარგი თავდასხმაში არ ყავდათ უკეთესი შემსრულებლები თორეეეეეეემ (((((((((
zura222
23 სექტემბერი 2022 22:10
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული