საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა, B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0),
სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:0
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72), კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), წიტაიშვილი (აზაროვი 72), კვარაცხელია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი (სერაფიმოვი 72), მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ბარდი (ელიზი 84), ელმასი, რისტოვსკი (ატანასოვი 73), მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 114 /
ზივზივაძეს რესპექტი იმ პასისთვის. ბევრი ქართველი ფეხბურთელი არ გააკეთებდა მაგ გადაცემას სამწუხაროდ და მაგალითებიც გვახსოვს. ეს უკვე კარგი და დაღვინებული გუნდის თვისებაა და ისიც, რომ მიუხედავად იმისა მეტოქე თამაშით თუ სტატისტიკით გჯობნის, თამაშს დამაჯერებლად მაინც შენ იგებ.
odala
24 სექტემბერი 2022 09:57
0
ცარიელ კართან ყაზაიშვილის არ გაკეთებული პასი გამახსენდა ანანიძეზე სერბეთთან, თან მაგ დროს 1:0 ს ვიგებდით და მერე 1:3 წავაგეთ
PIRLO
24 სექტემბერი 2022 13:32
0
ვიჯახირეთ,მაგრამ მთავარია მოვიგეთ,აი ძაან ცუდი იყო ნახევარდაცვა,მამარდა მხეცია,კვირკველია კარგი იყო,კაშია,ხოჭოლოვა არა უშავს,წიტაიშვილს რატო არ ათამაშებენ ლეხში?!აზაროვი მოაშორეთ,კაკაბაძე სუსტია ძაან,ზურიკო მაგრა იბრძვის,სასიამოვნოდ გამაოცა ბუდუმ,კვარაცხელია ნაკრების გულია...კიტეიშვილი დროზე გვინდა,ამ აბურჯანიას გვილია სჯობს,ძველი ჩაკვე გვჭირდება,გაგნიძეს მოსინჯვაც ღირს და იქნებ მარადაშვილიც დავითრიოთ და დალაგდება ნაკრები,მიქაუტიძე,ქვილითაია...აი ფლანგებზე რა ჯანდაბა ვქნათ არ გვყავს არავინ... P.S. ლუზერებს (ინგლისს) ვულოცავ B ლიგაში დაბრუნებას მაგათი ადგილი მანდაა კიდე:):):)მეორე ლუზერი ღრუსეთი C-ში ქვეითდება თუ D-ში?!
ნიკო
24 სექტემბერი 2022 01:07
7
შენ ეტყობა აბურჯანიას პირადი ქომაგი ხარ,ზანტია,ზანტი გაიგე,ანელებს შეტევას,კვეკესკირი არც კი შევაფასე იმდენად ცუდად ითამაშა...
ნიკო
24 სექტემბერი 2022 13:21
0
არა აბურჯანიას გვილი ჯობს რომამბობ და 7 ლაიკი გაქ სხვა თამშს უყრეთ??აბურჯანიამ მაგრად ითამაშა ბუდუ მამარდა ხვიჩა და აბურჯანია და ზურიკელა კაი იყო.კვეკესკირმა ჩააგდო. მადლობა ბიჭებს.გამრჯვებუკებს არ სჯიან ნათქვამია.
მოსეხონელი
24 სექტემბერი 2022 08:50
4
ვულოცავ ბიჭებს მოგებას!!! ფლეი-ოფში ვის ვხვდებით, გადაწყვეტილია უკვე?
ქომაგი
23 სექტემბერი 2022 22:49
5
ეს რა კოშმარი იყო ????
დონ ვიტო
23 სექტემბერი 2022 22:28
18
ბუდუ ბევრად უკეთეს გუნდს და ჩემპიონატს იმსახურებს
გოგა
24 სექტემბერი 2022 09:36
0
ბუდუმ დაგლიჯა დღეს. ჩემი აზრით საუკეთესო იყო ჩვენ გუნდში.
დათო
24 სექტემბერი 2022 05:30
0
ჭანკვეტაძე თუ შევა ფორმაში შეიძლება გვეშველოს
გია
23 სექტემბერი 2022 22:33
13
ჭანკვეტაძე რომელი, ნინელი?)))
შოთა
23 სექტემბერი 2022 22:51
2
გილოცავთ მოგებას, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ნაკრები ისევ ინდივიდუალისტთა კრებული მგონია, ვიდრე გუნდური სულით მოთამაშე ნაკრები. ისევ ხვიჩას აქტიურობამ გადაწყვიტა მატჩის ბედი, ასევე ბუდუ მინდა შევაქო აქტიურობისათვის და ქართული რეალობისათვის წარმოუდგენელი პასისათვის. და რასაკვირველია მამარდაშვილი. დაცვას არა უშავდა, მაგრამ დანარჩენები ეზოს ფეხბურთს თამაშობდნენ. არავითარი გააზრებული მოძრაობა, არავითარი უბურთოდ გადაადგილება ხელსაყრელი და თავისუფალი პოზიციებისკენ. ნუ დროული პასის გაკეთება ჩვენების ქრონიკული დაავადებაა. მართლა, როდემდე უნდა ათრიოთ ბურთი და მერე მთელი გუნდის ნაწვალევი, ერთბაშად ჩაყაროთ წყალში? პერსპექტიული მოთამაშეა დავითაშვილი, მაგრამ რაც მაგან სტადიონზე აკეთა, პასს არავის აძლევდა, ამას ღორობა ჰქვია. აღარ მინდა ყველას სახელი ჩამოვთვალო, ვისაც ელემენტარული პასის კულტურა არა აქვს, რადგან ასეთები მთელი გუნდია. ამ თამაშით მაღალი დონის გუნდებთან შანსი არ გვაქვს.
და ბოლოს, რა გახდა ეს ყანა მოედანი? სარკესავით კრიალა მინდვრებზე გაიმართა გუშინ თამაშები. ფეხბურთელებთან ჩასვლა და მილოცვა კარგია, მაგრამ უფრო ღირებული კალაძისგან მოედნის მოწესრიგებაა, ან კობახიძეს და მდინარაძეს არ შერცხვა ამ მოედანზე გამოჩენა?
კოკო
24 სექტემბერი 2022 09:57
4
როგორც სანიოლი ამბობს: დღეს უნდა ვიზეიმოთ!
გილოცავთ ყველას!
ნერვების თამაშში გამართლება ჩვენს მხარეს იყო...
იმედი ვიქონიოთ ბოლო ორ თამაშს, სანიოლი და მთლიანად გუნდი კარგად გაარჩევს და რაც ხარვეზები იყო გამოასწორებს!
წარმატება ბიჭებს!
თემური
24 სექტემბერი 2022 11:56
0
ფეხბურთელებს, სამწრთვნელო შტაბს, ფედერაციას და რათქმაუნდა ჩვენ, ყველა გულშემატკივარს ვულოცავ გამარჯვებას.
მაკედონელები მაქსიმუმს აკეთებდნენ, რომ ეჩვენებინათ თავისი გულშემატკივრისთვის, რომ უკეთესები არიან. პრაგმატულად მოვიგეთ და ამ ეტაპზე, ყველაფერი გარკვეულია.
მინდა დავამატო, რაღაც მომენტებში ბიჭები პასს აგვიანებდნენ, ან საერთოდ არ აძლევდნენ უკეთეს მდგომარეობაში მყოფ გუნდელს. ეს ეხება ხვიჩას, ბუდუს და ზურიკოს. (ბუდუს პასზე ხელებს ვწევ, მაგ მომენტში გოლის გატანა, უფრო ადვილი მგონია იქნებოდა). ეს ერთი კუთხით, თუ შევხედავთ ცუდი არ არის, ბიჭებს თავდაჯერება აქვთ, მაგრამ მთლიანობაში მინდა პროფესიონალიზმი და გუნდის გამარჯვება.
სულ გამარჯვებით გევლოთ, ყველას.

100%
24 სექტემბერი 2022 09:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული