საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა, B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0),
სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:0
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72), კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), წიტაიშვილი (აზაროვი 72), კვარაცხელია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი (სერაფიმოვი 72), მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ბარდი (ელიზი 84), ელმასი, რისტოვსკი (ატანასოვი 73), მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 114 /
აბსოლუტურად არა გვყავს ნახევარდაცვა და რომ გვყავდეს ის კარგი, შეიძლება უუუუდიდესს წარმატებებს მივაღწიოთ.
სტალინი
23 სექტემბერი 2022 22:31
3
მწვრთნელი არა გვყავს მწვრთნელი!!!
qartveli
23 სექტემბერი 2022 22:42
56
ქართველო! ხელი ხმალს იკარ! ეგ მწვრთნელია იმის მიზეზი, ბოლო 10 თამაშიანი წაუგებელი სერია რომ გვაქვს, იცი?
: )))))))
25 სექტემბერი 2022 07:27
0
საყრდენი ნახევარდაცვა ძალიან სუსტი იყო.
გია
23 სექტემბერი 2022 22:30
0
ეს რა იყო? რა ფეხბურთი ითამაშეს? 2-0 მოვიგეთ და მაკედონია უკეთესი იყო
SS
23 სექტემბერი 2022 22:20
5
ჯიგრები ხართ! ( ზოგიერთმა შეირგეთ ეს დღე, რა გჭირთ კი მარა ასეთი?! აი მერე იქ რო გადაგვახევენ და იმან ესე რო გააკეთა და აქ რო ვერ დააყენა და,,, აუუუუ გეყოფათ, ცოტა ცხოვრებას სხვა თვალით შეხედეთ! ძლივს გუნდმა მოიგო ჯახირით და იმის ნაცვლად რო გიხარიდეს პირიქით ცუდათ ხდებიან, და იმით მაშინებენ რო აი მერე ბ ჯგუფში რას გიზამენ!!! ფეხები ვერ მოგვჭამონ ძირში!
Vasili
24 სექტემბერი 2022 00:29
9
საზიზღარად ვითამაშედ...

მარადიშვილი სასწრაფოდ ნაკრებში!
რიკი
23 სექტემბერი 2022 22:23
6
ლობოტკა გვინდააააააააააა
mmm
23 სექტემბერი 2022 22:47
5
Zambo Anguissa.
rao
23 სექტემბერი 2022 23:06
3
მოედნის მორწყვაზე თამაშამდეც ვთქვი და კიდევ ვიტყვი--რომელი იდიოტი არწყვევინებს მოედანს როცა არაა საჭირო @ რაა ეხლაც სიცხე იყო ?? თუ ჩვენებს შიპებიანი ბუცები არ ეცვათ ასე რომ სრიალებდნენ ? იმათგან მარტო მეკარე გასრიალდა ერთხელ და ისიც მოედნის სისველის ბრალი იყო თუ სხვა რამის არ ვიცი !
zura222
23 სექტემბერი 2022 22:19
0
მაგათმა უნდა შეიგნონ რომ 2020 ში საქართველოსთან მოგება იყო მთელი მაგათი ისტორიის პიკი ისიც გამართლებით. მორჩა და გათავდა
Uefa
23 სექტემბერი 2022 22:07
2
მაშინ იმათი მოგება იყო დიდი შეთქმულების ბრალი --უცნაური "კორონით დაავადება" ჩვენი საუკეთესო შემტევების @ დავითაშვილის არ გამოყვანა @ კიდევ რაღავა ნიუანსები და კიდევ მაყურებლის არ შეშვება მაშინ როცა უეფამ მოგვცა უფლება ! იმედია ადრე თუ გვიან გაირჯვევა ვინ და რა იდგა ამ ყველაფრის უკან !
zura222
23 სექტემბერი 2022 22:14
3
მიუხედავად ცუდი თამაშისა მთავარი “ მოგებაა” მეგობრებო, დავტკბეთ გამარჯვებით!!! შოუ გრძელდება!!!
დდ
23 სექტემბერი 2022 22:27
1
საქართველო ის ქვეყანაა სადაც ალექსანდრე მაკედონელი ვერ გავიდა. მაკედონიელობაზე თავს რო დებენ გაახსენეთ მაგ უვიც პარაზიტებს სოფელში ჩამოვედითო რო ეგონათ
qartveli.
23 სექტემბერი 2022 22:10
7
ერთი შესწორება ეს ის მაკედონია არაა, ესენი არიან ციგნები და დაირქვეს უბრალოდ მაკედონია
მარა ღირდა
23 სექტემბერი 2022 22:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული