ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია (2:0) დაამარცხა, "ერთა ლიგის" B დივიზიონში აღზევდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშიც გაინაღდა. თბილისში გამართულ შეხვედრას "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ფეისბუქპოსტით" გამოეხმაურა:

"მოკლედ, გუშინდელმა თამაშმა ნათლად გამოაჩინა, რომ საქართველს ნაკრებს აქვს ერთი ყველაზე სუსტი რგოლი და ეს საყრდენი ნახევრმცველების ზონაა.

სხვა ყველა რგოლში გვვყავს მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ფეხბერთელები და გვაქვს კონკურენციაც. შეტევაში ამ მხრივ მშვნეიერი სიტუცაიაა . იგივეა დაცვაშიც - აქაც არიან მაღალი კლაისის ფეხბურთელები. ასევე არაგვიშავს ფლანგებზე. აი, ცენტრალური ზონა კი ჩავარდნილია.

ბერვს კი ეგონა,
რომ ნაკრებმა სპეციალურად აირჩია გუშინ მეორე ნომრად თამაში და სპეციალურად დათმო ცენტრი, მაგრამ სანიოლმა პრესკონფერნციაზე ნათლად თქვა, საერთოდ არ ვგეგმავდით ცენტრის დათმობასო ანუ დაგვათმობინეს. ეს კი, პირველ რიგში, ჩვენი ცენტრის ჩაავრდნის შედეგია.

ჩვენ თუ ამ ზონაში კონკურენცია არ გავზარდეთ, არაფერი გამოგვივა უფრო მაღალ დონეზე. მარტო ხვიჩა ყველა თამაშს ვერ მოიგებს. ერთი კიტეიშვილია, ვინც შეიძლება აქ სიტუაცია გამოაწოროს, მაგრამ სულ ტრავმა აქვს და კიდევ გვჭირდება რამდენიმე მისი დონის საყრდენი, ვისაც ართმეავც შეუძლია, ბურთის დაჭერაც და შეტევაში სწრაფად გადასვლაც . ბევრს ლუკა გაგნიძის ეიმედება, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდულში თამაშობს.

ამიტომ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: თამამი ექსპერიემტები ჩავატაროთ და რამდენიმე ფეხბურთელს ამპლუა შევუცვალოთ. რადგან შეტევაში ბევრი გვყავს მაღალი კლასიის ფეხბურთელი, სწორედ იქ მოვძებნოთ ისეთები, ვინც შეიძლება საყრდენობასაც გაართვას თავი. თორემ ვიღებთ სიტუაციას, როცა რამდნეიმე მაღალი დონის ფეხბურთელი სკამზე გვიზის, რადგან შეტევაში დიდი კონკურენციაა. ამის ფუფუნება კი ჩვენ ნამდვილად არ გვავქს.

იგივე ჩაკვეტაძე ავიღოთ, მაგალითად. ვინც "სლოვანის" თამაშებს თვალს ადევნებს, ნახავდა, რომ ნელ-ნელა ფორმაში შედის. ძველ კონდიციამდე ბევრი უკლია, მაგრამ 90 წუთი უკვე ჩვეულებრივად თამაშობს. ახლა სიცხეს რომ არ მიეცა, სად უნდა დაეყენებინა სანიოლს? მარცხნივ მის ადგილზე ხვიჩა თამაშობს, ცენტრში ათიანის პოზიცია სანილის ტაქტიკურ სქემაში, 3-4-3 საერთოდ არაა. მარჯვნივ ზურიკო დგას კარგად. ანუ სკამზე უნდა დაესვა. გვაქვს კი ჩვენ იმის ფფუნება, რომ ჩაკვეტაძის დონის ფეხბურთელი სკამზე გვეჯდეს? ან ლობჟანიძის? საყრდენ ზონაში მოთამაშე რომელი ფეხბურთელია მათი დონის?

Sportall.Ge

ამიტომ თუნდაც ისეთ მეტოქესთან, როგორიც გიბლალტარია, ღირს ექსპერიმეტის ჩატარება და საყრდენებად ჩაკვეტაძის და ლობჟანიძის მოსინჯვა. ლობჟანიძე სწრაფი და თავდაუზოგავი მოთამაშეა და დარწმუბული ვარ, სადაც უნდა დააყენო, ყველგან გაამართლებს. "ჩაკვეზე" უფრო შეიძლება იყოს კითხვები, მაგრამ "სლოვანში" ვიასი მას უკვე სტაბილურად აყენებს ცენტრში, მართალია უფრო ათიანის პოზიციაზე, მაგრამ უკნიდანაც ხშირად უწევს თამაში და ურიგოდ არ გამოიყურება. იგივე შეიძლება ამ პოზიციაზე "ბათუმელი" მამუჩაშვილის მოსინჯვაც.

ვარიანტები არის, მხოლოდ საჭიროა თამამი გადაწყვეტილებები. არ დაგავიწყდეთ, რომ არც ანანიძე იყო საყრდენი, ვიდრე ის კახა ცხადაძემ არ მოსინჯა ამ პოზციაზე და გახსოვთ, თავისი საუკეთესო თამაში ჩაატარა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაღალი დონის საყრდნების გარეშე, გუნდი სრულყოფილი ვერ იქნება და მაკედონიაზე ცოტა უკეთესი გუნდიც კი წელში გადაგვტეხავს."

შეგახსენებთ, ჯგუფის უკანასკნელ მატჩს ორშაბათს, 26 სექტემბერს, გიბრალტარში ჩავატარებთ.

altსაქართველოს ნაკრები - დაწინაურება ორი ლიგით და პრეტენზიები თამაშის ხარისხზე

მკითხველის კომენტარები / 59 /
საყრდენ ზონაში ნამდვილად გვაქვს პრობლემები, მაგრამ ჩაკვეტაძე სიტუაციას ვერ გამოასწორებს. ვერ შეძლებს - საყრდენი ორთაბრძოლებში უნდა იყოს ძლიერი, რაც ჩაკვეს არ ახასიათებს. იქნებ დავითაშვილი ეცადა, მაგრამ ბურთის დაჭერა მისი ძლიერი მხარე არ არის, უფრო გარღვევები ეხერხება.
კარგი დონის საყრდენია კონსტანტინე მარადიშვილი და იქნებ ამ სიტუაციაში, როცა რუსეთს პერსპექტივა არა აქვს და არც მას იძახებენ ნაკრებში, ფედერაციამ შეძლოს მისი გადმობირება.
ეროვნულ ჩემპიონატში არც ერთია ძლიერი საყრდენი ლეგიონერი, ნატურალიზაციაზე რომ იფიქროს ფერერაციამ.
ლუკა გაგნიძის მართლა მეიმედება, ქოჩორაშვილი და აბუაშვილი ვერ გაიზარდნენ, პრობლემები ნამდვილად არის.
არჩი
24 სექტემბერი 2022 20:22
1
საყრდენად, უფრო რომელიმე მცველს (მაგ. ლოჩოშვილს) განვიხილავდი
დათო
24 სექტემბერი 2022 19:53
8
მერაბ, ასე არ გამოვა ძმაო! ჯერ ვახო სანაიასთან შეათანხმე. თუ "დაბროს" გეტყვის მერე გააჟღერე სხვა წინადადებები!
Naturali Guruli
24 სექტემბერი 2022 19:37
12
კაცმა დაძლია კრიზისი… მიაგნო გარკვეულ სქმემას… შედეგი სახეზე გვაქვს და 27 - ნულის წინააღმდეგ რომ მივუთითებთ რაღაცის მოგონებაზე, ეს ნორმალურია?! - იქნებ ვილიზე მეტის მნახველები ვართ ფეხბურთში და მე მეშლება???
ირაკლი
24 სექტემბერი 2022 19:34
2
ვეთანხმები მერაბს, მაგრამ საბა ლობჟანიძე არა მგონია საყრდენად გამოდგეს. ის უფრო ფლანგელია და ამ ექსპერიმენტმა ის შეიძლება საერთოდ გააქროს მოედნიდან. ეგ სანიოლმაც კარგად იცის, თორემ ცენტრში შემტევის სტილის საყრდენად აბურჯანიას არ დააყენებდა - ის ფიზიკურად ვერ თამაშობს 90 წუთს და გუშინაც მის ნაცვლად მექვაბიშვილი შემოიყვანა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ სტილის ფეხბურთელი არა გვყავს
: )))))))
24 სექტემბერი 2022 19:25
2
ყაზაიშვილი იდეალური იქნება ცენტრალურ ზონაში
უვიცი
24 სექტემბერი 2022 19:02
9
ვინ "დანიშნა" მერაბ მეტრეველი ფეხბურთის სპეციალისტად? და ვის აინტერესებს სანიოლს რას მოუწოდებს?
კოტე
24 სექტემბერი 2022 18:34
9
სწორია მერაბი. გუნდში არ იყო ფეხბურთელი, რომელიც შუა ზონიდან ბურთს წამოიღებდა...სანიოლს პირველი ტაიმის შემდეგ უნდა გამოეყვანა ლობჟანიძე ერთ ერთი საყრდენის ნაცვლად და დაეყენებინა ზურიკოს ადგილზე და ზურიკო კი დაეწია უკან...როგორ შეიძლება რომ ლობჟანიძე იყოს სათადარიგო...და ერთ რამეს დააკვირდით, რას ფიქრობს საერთოდ სანიოლი მე არ ვიცი...ნახევარდაცვის ოთხივე ფეხბურთელი ვინც გუშინ მინდორზე იყო, ვერ ხვდებიან თავიანთი კლუბების ძირითად შემადგენლობაში და თან საშუალოზე დაბალი რანგის კლუბებში და საერთოდ რა ხარისხზე შეიძლება რომ გვქონდეს ლაპარაკი...კაკაბაძე- კრაკოვი, წიტაიშვილი- კვეკვესკირი- ლეხი, აბურჯანია- ჟილ ვისენტე.
ქუთაისი
24 სექტემბერი 2022 18:28
4
ზურიკო დავითაშვილი და კიტეიშვილის საყრდენობა გაამართლებს მაგრად, მათ წინ ჩაკვე. ფლანგებზე კვარა და ლობჟანიძე
Semi
24 სექტემბერი 2022 18:26
2
ასე ჯობია, სპორტულ ჟურნალისტად უკეთესი ხარ აშკარად.
....
24 სექტემბერი 2022 18:23
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული