ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მიერ ჩრდილოეთ მაკოდონიის დამარცხებას უკრაინული UA-Футбол-ი გამოეხმაურა, რომლის ჟურნალისტმა იგორ საიმონმა "ჯვაროსნებსა" და ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მოუწონა.
"ნაპოლის" ბრილიანტი საქართველოს ჩრდ. მაკედონიის ძლევაში დაეხმარა
"ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა მსოფლიოს დონის ვარსკვლავი (გორან პანდევი) დაკარგა. საქართველოს ეროვნულ გუნდში კი მსოფლიოს დონის ვარსკვლავი თამაშობს - ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" გოლების გატანით სერია A ააფეთქა. ამჯერად მორიგი გოლი საქართველოს ნაკრებში გაიტანა. ავტოგოლიც, რომლითაც საქართველო დაწინაურდა, კვარაცხელიას აქტიურობის შედეგად შედგა.
ვილი სანიოლის გუნდში ყველაფერი ისე მუშაობდა, როგორც საჭირო იყო. მონდომებულმა ბუდუ ზივზივაძემ
ამ მოგების შედეგად საქართველომ ჯგუფი ვადამდე მოიგო და B დივიზიონში დაწინაურდა".