საქართველოს ნაკრები გიბრალტარში ჩაკვეტაძის გარეშე ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ბოლო შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენმა გუნდმა თბილისიდან მალაგაში ჩარტერული რეისით იმგზავრა, შემდეგ კი გიბრალტარში ჩავიდა.

ვილი სანიოლის გუნდი გიბრალტარში 22 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. მაღალი ტემპერატურის გამო გიორგი ჩაკვეტაძე გიბრალტარში გუნდთან ერთად ვერ გაემგზავრა და ბოლო ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

25 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარში პირველ ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, მთავარი მწვრთნელის ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა C დივიზიონის მეოთხე ჯგუფი მეხუთე ტურში, ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხების
შემდეგ მოიგო და ამ დროისთვის 13 ქულა აქვს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი)

25 სექტემბრის განრიგი (თბილისის დროით)

12:00 გიბრალტარის ნაკრების ვარჯიში

13:15 გიბრალტარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

19:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

20:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში

გიბრალტარსა და საქართველოს შორის მატჩი 26 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 18 /
ეეეე აიღე და ნელა დადეე!!!! ფაიფური!!!
?!
25 სექტემბერი 2022 09:14
5
ისე ურიგო არ იქნებოდა გოლის აღნიშვნის დრის რომ რაიმე ჟესტით ეჩვენებინათ ჩაკვეტაძეს ეძღვნებაი ან რაიმე ეგეთი, გუნდს შეკრულს გამოაჩენდა
აი ია
25 სექტემბერი 2022 08:52
11
xo kai ideaa kuchis asjlis rame jesti rom echvenebinat
კუ კობსონი
25 სექტემბერი 2022 11:15
1
ჰო, ასო ,,ჩ" უნდა გამოსახონ თითებით :))
გივი
25 სექტემბერი 2022 10:47
1
უი,ახალი ამბავი
uiii
25 სექტემბერი 2022 05:04
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული