სანიოლი: ვთქვი, რომ "ჩაეძინათ" - ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს

AutoSharing Option
გიბრალტარში რთული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ვილი სანიოლმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"თქვენ მკითხეთ - მეორე ტაიმში ნაჩვენები ცუდი თამაში მხოლოდ მოედნის ხელოვნური საფარის ბრალი იყო, თუ მოთამაშეების მხრიდან მობილიზების ნაკლებობის? მატჩის დაწყებამდეც ვიცოდით, რომ ხელოვნურსაფარიან მოედანზე რთული მატჩი გველოდა. ასევე ვიცოდით, რომ განაღდებული გვქონდა ქვეჯგუფში პირველი ადგილი.

პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, გიბრალტარის ნაკრებს შანსი არ ჰქონია, თუმცა, სამწუხაროდ, ცვლილებაზე შესულმა მოთამაშეებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს. აქამდე გამართულ თამაშებში, ჩვენი პლუსი სწორედ ის იყო, რომ მოედანზე თუნდაც
5-10 წუთით შესული ფეხბურთელებიც პროფესიულად უდგებოდნენ საქმეს და ბოლომდე იხარჯებოდნენ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენს თამაშობენ, არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეთამაშებიან, ყველა მოწინააღმდეგე სათანადოდ უნდა დააფასო.

საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ, თანაც, C ლიგის ოთხივე ჯგუფს შორის საუკეთესო მაჩვენებლით და ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებს ჩვენს მოედანზე ვუმასპინძლებთ.

რაც შეეხება ლორიას მდგომარეობას, გიორგიმ მუხლი დაიშავა, თუმცა, ამ ეტაპზე, დაზიანების სირთულის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს. უახლოეს დღეებში, მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება და მედიკოსების დასკვნა მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ცნობილი. დიდი იმედი გვაქვს, რომ სერიოზული არაფერია და გიორგი ნოემბერში ჩვენთან ერთად იქნება.

დიახ, არ მოგესმათ - მატჩის ბოლო წუთებზე ჩემს მოთამაშეებზე მართლა ვთქვი, რომ „ჩაეძინათ“. კონკრეტულ ფეხბურთელებს ვგულისხმობდი, მათ ვინაობას თქვენ არ გაგიმხელთ, მაგრამ დღეს, სანამ მართლაც დაიძინებენ, ჩემგან შეიტყობენ - ვის ვგულისხმობდი".

რატი შელეგია, sportall.ge-სთვის - გიბრალტარიდან

მკითხველის კომენტარები / 18 /
მგონი ყაზაიშვილზე ამბობს
roma bejanidze
27 სექტემბერი 2022 10:25
1
ო ო ოოო. სანიოლი ბიძია გაბრაზდა?
roma bejanidze
27 სექტემბერი 2022 08:30
1
ჩაეძინა კი არა რატო გამოიძახე
[[[სანიოლი არ არის მწვრთნელი]]]
27 სექტემბერი 2022 10:36
31
Chaedzinat kakabadzes,kashias,meqvabishvils,kazaishvils,magram is jarima msajma moigona xocholavaze saidanac mere goli gagvitanes...
Givi
27 სექტემბერი 2022 11:39
1
Kazaishvili
Oqri
27 სექტემბერი 2022 09:29
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული