"ფეოლას" "გაგიჭირდებოდათ" არ შედგა - რა აკლია და სჭირდება საქართველოს ნაკრებს?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მოლოდინისამებრ, გიბრალტარში (2:1) გაიმარჯვა და "ერთა ლიგაში" გამოსვლა ერთი ლიგით დაწინაურებით დაასრულა, თუმცა, ეს არ ყოფილა "ფეოლაში" (გენიალური ფილმი) ნათქვამი "გაგიჭირდებოდათ", ვილი სანიოლის გუნდს გამარჯვების შენარჩუნება აუტსაიდერ მეტოქესთან მართლაც გაუჭირდა.

უსაიმოვნო ბოლო წუთები მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელიას გასვლას დაემთხვა. დაემთხა? - საკითხავი სწორედ ესაა. არ გვინდა დავიჯეროთ, რომ "კვარას" გარეშე ჩვენს ნაკრებს არა თუ შეტევასა და შემოქმედებაში, ფსიქოლოგიურადაც აღარაფერი გამოუვიდა. ივნისის სანაკრებო მატჩებისას "ნაპოლის" მაშინ ჯერ კიდევ მომავალი ფეხბურთელი ფრანგმა დამრიგებელმა ყველა იმ შეხვედრაში დაასვენა, სადაც "კვარამ" თამაშის
ბედი მნიშვნელოვნად გადაწყვიტა და ვიმარჯვებდით, თუმცა მაშინ ამას გართულებები არ მოჰყოლია.

Sportall.Ge

ახლა მაინც ის უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს ნაკრებმა, მისმა გარკვეულმა ნაწილმა მაინც, სუსტ მეტოქესთან არამხოლოდ კონკრეტული მატჩი, მთელი ციკლი დასრულებულად ჩათვალა და ფიქრებით კლუბებისკენ გადაერთო. ასეთ დროს მწვრთნელის ჩარევა მნიშვნელოვანია, სანიოლის ცვლილებებმა კი ვერ გაამართლა და ეს მან თავადაც აღიარა. ამაზე ბევრჯერ დაგვიწერია, რომ "ჯვაროსნების" წინამორბედ თავკაც ვაისისგან განსხვავებით, დღევანდელი მთავარი მწვრთნელი ახალი ფეხბურთელების შემოსვლას გაცილებით ხარისხიანად იყენებს, ახლა კი ასე არ მოხდა.

ხვიჩა კვარაცხელია მართლაც საოცარ სვლაზეა და რთული წარმოსადგენია, ქართულ ფეხბურთში რაიმე რეკორდი დარჩეს, რომელსაც ის ვერ დაამყარებს. ბოლოს "რუბინში" რომ დამარცხდა, იმის შემდეგ როგორც ნაკრებში, ასევე ბათუმის "დინამოსა" და "ნაპოლიში" (32 მატჩში) არ წაუგია და ყველა შეხვედრაში მისგან ღირებულს და დასამახსოვრებელს ვხედავთ. ბედნიერებაა ასეთი ლიდერის არსებობა, თუმცა როგორც მთავარმა მწვრთნელმა, ასევე მთელმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, "კვარას" ირგვლივ წარმართულ ამ წარმატებულ პერიოდში მაქსიმალურად ყველას როლი გამოიკვეთოს და ვინმემ ეს "ერთი კაცის გამარჯვებად" არ ჩათვალოს. რა თქმა უნდა, ფეხბურთში ასე ვერასდროს იქნება, ყველას თავისი როლი და დანიშნულება აქვს, თუმცა არის პერიოდები, როცა გულშემატკივრებს ასე ეფიქრებათ...

Sportall.Ge

რა ვნახეთ გიბრალტარში? - გიორგი წიტაიშვილის გაქანების ფეხბურთელი "ლეხის" სათადარიგოთა სკამზე არ უნდა იჯდეს და მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ახლა მეტოქე სუსტი გვყავდა. ამ ბიჭმა რამენაირად უნდა მოახერხოს და საკლუბო ფეხბურთი უკეთ დაალაგოს. 2023 წლის მარტში, როცა შესარჩევი ეტაპი დაიწყება, სხვა სათამაშო პრაქტიკაში მყოფი წიტაიშვილი გვჭირდება.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მინდვრის ცენტრში სიახლეები აუცილებლობამდეა მიყვანილი. მეტოქესთან, რომლებიც პრესინგს ნაკლებად მიმართავდა, ნიკა კვეკვესკირი მშვენივრად გამოიყურებოდა, გრძელი პასებით თანაგუნდელებს ხიფათს აქმნევინებდა, თუმცა შუა ხაზში მეტი იმპროვიზაცია და კრეატივი გვჭირდება. ოთარ კიტეიშვილის სტაბილური თამაში და ჯანმრთელობა ისაა, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. შესაძლოა, ვინმემ ჩათვალოს, რომ სულ მომავალში ვიხედებით, თუმცა მთავარი ახლა სწორედ ესაა, კარგად გავაანალიზოთ, რა გვაკლია, რომ 6 თვის შემდეგ, სრულყოფილებას მივუახლოვდეთ. დღეისთვის კი ბიჭებს მხოლოდ მადლობა ეკუთვით, რომ B ლიგაში ვართ და თუკი შესარჩევიდან ვერ მოვახერხეთ, გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას "ერთა ლიგის" პლეი-ოფიდანაც ვცდით.

მსოფლიოს ჩემპიონატის მზადებისა და მიმდინარეობის დროს ნაკრებებს, რომლებიც იქ არ მონაწილეობენ, მაქსიმალურად ბევრი ამხანაგური მატჩის ჩატარების შესაძლებლობა თუ მიეცემათ, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. როგორც ახალი მოთამაშეების, ასევე ტაქტიკური სქემებისა გამოცდა და გარკვეული ექსპერიმენტები ისევ განსახორციელებელია, რათა შესარჩევ ეტაპზე, სადაც მეტოქეები 9 ოქტომბერს გაირკვევა, მაღალი მიზნები თამამად დავისახოთ.

სანიოლი საკუთარი გუნდის რესურსებსა და შესაძლებლობებს იდეალურად აფასებს, შესაფერის სქემასაც მიაგნო. მართალია, როცა მეტოქე მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, იქ რთულია ზუსტი ტაქტიკური ნიუანსებით მოქმედებდე, თუმცა ახლა ხშირად ჩვენი გუნდი მთლიანად მოწინააღმდეგის ნახევარზე იდგა და შესატევად იშლებოდა, თუმცა სანიოლისგან, ზოგიერთ შემთხვევაში, ტრადიციული, 3-მცველიანი სქემა არ გვინახავს და ის დაახლოებით 4-5-1-ად ტრანსფორმირდებოდა. ოთარ კაკაბაძეს თამაშს სწორედ ის პლუსი აქვს, რომ მას ნებისმიერი განლაგების დროს დაეყრდნობი, თუმცა დაცვის ცენტრში საკადრო საკითხების მოგვარების შემდეგ, ის მაინც უფრო ფლანგელია და ალბათ, ფრანგი თავკაცი მომავალში მანდაც წარმოიდგენს.

Sportall.Ge

ბოლო ორი მატჩის თვალშისაცემი სიახლე გიორგი მიქაუტაძის მარჯვენა ფლანგიდან აქტივობებია. ის სწრაფი, მოძრავი და ტექნიკურად და კარგია, რომ ისე არ ვიყენებთ, როგორც მისი სანაკრებო დებიუტის დასაწყისში, როცა მაღალი გადაცემების ამარა ვტოვებდით. ის ალბათ, ერთადერთი იყო, ვინც შეცვლაზე შემოსულებიდან თამაში გაამწვავა, თუმცა განცდა რჩება, რომ ბოლომდე გასახსნელად, რაც ბუდუ ზივზივაძემ უკვე გაიარა, ჯერ კიდევ ნაბიჯები აქვს გადასასვლელი.

თუკი მომავალზე ვმსჯელობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ფეხბურთელები, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ, რათა ეროვნულ გუნდში საკუთარი ადგილი და როლი ჰქონდეთ. ლუკა ლოჩოშვილის პროგრესი აშკარაა, თუმცა მისი სიხისტე შესაძლოა, ძვირად დაგვიჯდეს, ხოლმე. გიბრალტარშიც, როცა ის დაჯარიმდა, გადავრჩით და გოლი არ გაგვიშვია. სტანდარტული მდგომარეობიდან ხიფათებს ხომ ისედაც რთულად ვიგეირიებთ.

ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ჩვენ თვალწინ პროგრესირებს, მაგრამ ანზორ მექვაბიშვილს კიდევ უფრო მეტი სჭირდება, რათა როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფაზაში სასარგებლო იყოს. მან წიტაიშვილს საგოლე პასი გაუკეთა, თუმცა აქ უფრო გოლის ავტორის ინდივიდუალური ოსტატობა ვნახეთ. ამ საკითხებზე მწვრთნელი მას უფრო მეტს ეტყვის...

ვილი სანიოლსა და მის ნაკრებს მომავალ ოფიციალურ შეხვედრებამდე 6 თვე აქვს. ფრანგ სპეციალისტს მუშაობა, დაკვირვება და მსჯელობა ნამდვილად არ ეზარება და დაეწუნება, მთავარია ამის შედეგები პრაქტიკაში სრულად ვნახოთ. რესურსი ნამდვილად არის, მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძის ოპტიმალურ ფორმაში წარმოდგენა შეიძლება და ახალგაზრდა მოთამაშეებიც პროგრესირებენ.

alt"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]

altსანიოლი: ვთქვი, რომ "ჩაეძინათ" - ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს

მკითხველის კომენტარები / 22 /
გილოცავთ! შეტევის ამწყობი კვარას გარდა ვინ გვყავს? კიტეიშვილს სულ ტრავმა აქვს, ანუ კუნთები სუსტი აქვს. 10-ჯერ მეტი უნდა ირბინოს და 10-ჯერ მეტი დრო უნდა დახარჯოს ჯიმში. იგივე ეხება ჩაკვეტაძეს. როდემდე შეიძლება ფეხბურთის თამაში ბალეტივით, იმის იმედად, რომ მეტოქე არ შეგეხება?
გიორგი
28 სექტემბერი 2022 11:26
5
რაის-პასი-გაუკეთა-მექვაბიშვილმა-წიტაიშვილს-თვალები-სადა-გაქვს-ერტი-ნახე-გამეორებაზე-რა-პასი-გაუკეტა-მექვაბიშვილმა-მაგ-ქვაბს-პასების-გაკეთება-რომ-შეეძლოს-მისთვისაც0კარგი-იქნებოდა-მექვაბიშვილი-ბურთს-კარგავდა-როცა-გიორგიმ-გაიტაცა-ბურთი-და-გოლი-გაიტანა-სანამ-რამეს-დაწერ-ჯერ-თვალები-გამოიქექე-განმეორებით-რამდენჯერმე-გადაახვიე-კადრი-თვალები-კარგად-გაახილე-და-მერე-იძახე-პასი-მისცაო-რაის-პასი-მისცა
agmsarebeli
28 სექტემბერი 2022 07:47
3
ფეოლაო ვიძახით და რა ფილოსოფიური ფილმია, იგივეა, რაც ფილმი პელე - ლეგენდა. სანამ ამ ფილმებს არ გავითავისებთ, მანამდე არ გვეყოლება ბევრი კვარა... ასეა, ღარიბ ბავშვებს გაცილებით მეტი მონდომება აქვთ. უნდა შევიგნოთ, რომ ფულის ჩადება სუბიექტში გაცილებით მომგებიანია, თუგინდ ერთ კაცში, ვიდრე მთელს სტადიონში. დაუფიქრდით ამას. ის ბიჭები, ფეოლაში რომ არიან, უყურებდნენ რა მამების ოფლს და ჯაფას, ასმაგად იხარჯებოდნენ მითუმეტეს, როდესაც თამაში სიამოვნებას ჰგვრიდათ.
ლაშა
27 სექტემბერი 2022 23:07
0
მტავაია არ აგივარდეტ ტავსი მამი
kaka
27 სექტემბერი 2022 20:55
1
არ შეიძლება ხვიჩას შეცვლა, რადგან არსებობს შეუცვლელი ფეხბურთელის ცნება... ანუ ტერმინი რადგან არსებობს ე. ი. მისი ცვლილება მიზანშეწონილი არ არის, როგორც ლიდერის. სხვა კიბატონო, მაგრამ არა ის. ხვიჩას კვალობაზე არავის არ ვაკნონებ, მაგრამ ის ლიდერია, როგორც მარადონა. ის ფენომენია და წერტილი. იგი შეუცვლელი უნდა იყოს და ეს ჩემი აზრია.
ლაშა
27 სექტემბერი 2022 20:33
1
მოფრთხილება არა? რკინის ხომ არ არის?
გიორგი
28 სექტემბერი 2022 11:19
1
ეგეთ ბრილიანტს გაფრთხილება უნდა და არა ბოლომდე გაწურვა.

2-0ს უგებ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდს, თან ხელოვნურ საფარიან მოედანზე, ნამდვილად არ ღირდა დატოვება იმის რისკად, რომ გატრამვულიყო ან რამე მსგავსი. (ერთი იმიტომ მინდოდა დარჩენილიყო, რომ კიდევ ერთი გოლი გაეტანა და ოთხივე ლიგაში საუკეთესო ყოფილიყო გოლს+ასისტებით (ჰალანდს დაეწეოდა და გადაასწრებდა ასისტების წყალობით :) )
nk
28 სექტემბერი 2022 00:27
0
არ შეიძლება საყრდენი ნახევარმცველი, დღევანდელ სწრაფ ფეხბურთში იყოს ისეთი ნელი როგორიც კვეკვესკირია,კვეკვესკირს პიროვნულად არაფერს ვერჩი, მაგრამ ტიპი 2 თამაში დადიოდა მინდორზე, კინაღამ გავგიჟდი მისი შემხედვარე, დავიჯერო ამას მწვრთნელები ვერ ხედავდნენ..ბურთის ართმევაზე ასევე ძალიან სუსტია, ასევე ვერ მოძრაობს, პასის გაკეთება კი იცის მაგრამ, ვინ გაცლის სწრაფი ფეხბურთის შემთხვევაში პასის გაკეთებას,თუ არ იმოძრავე და იბრძოლე, მარტო ამიტომ არ უნდა თამაშობდეს კაცი ნაკრების ძირითადში რო პასის გაკეთება იცისო, ვითუმეტეს საყრდენი ნახევარმცველი ბევრს უნდა მოძრაობდეს და ართმევაზე უნდა იყოს ძალიან მაგარი ისეთი როგორიც კანკავა იყო ,მიახლოვებული მაინც.გამოჩნდა რო წიტაიშვილი შეტევაში ძალიან ეფექტურია ვიდრე მარცხენა მცველად, ეს საერთოდ არ არის მისი პოზიცია ის ნახევარმცველია და შეტევაში უნდა იყოს.ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი ძალიან აკლია ნახევარდაცვის ცენტრს,კიტეიშვილს საყრდენად ძალიან მაგრად შეუძლია ითამაშოს, იმედია მალე დაბრუნდება,მარადიშვილზე უნდა იფიქრონ აუცილებლად იქნებ მოხერხდეს მისი ჩამოყვანა ნაკრებში, ის ძალიან მოძრავი და მაგარი საყრდენი ნახევარმცველია.კიდევ ერთი არ შეიძლება მეტოქის ზემოდან ყურება, ეს კვარას და რამოდენიმე ფეხბურთელს არ ეხება, ეს ფეხბურთია და ამის გულისთვის აუცილებლად დაისჯები,თუმცა გავიმართლა და გიბრალტართან გადავრჩით,არადა რა მნიშვნელობის თამაში იყო მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც კარგად უნდა ცოდნოდათ,მოგება ხო ყაზახეთს გვახვედრებდა თბილისში, რადგან დიდი ალბათობით საბერძნეთი მოუგებს ჩრდილოეთ ირლანდიას და ისიც სახლში ითამაშებს თურქეთთან,ასე რომ თურქეთს და საბერძნეთს ავცდებოდით, კიდევ ვამბობ ეს მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც კარგად უნდა გეცნობიერებიათ,შემტევი შემადგენლობა კი იყო მაგრამ, ზოგზოგიერთი ზემოდან დაყურებდნენ გიბრალტარის ფეხბურთელებს და ამიტომაც გაუჭირდათ მოგება.საქართველოს ნაკრებმა პირველ ნომრად და შეტევაში თამაში უნდა ისწავლოს, ამას კი დიდი შრომა და მუშაობა ჭირდება.სხვანაირად როგორც B-ლიგაში ისე ფლეიოფებშიც გაგვიჭირდება, რადგან მხოლოდ მეტოქეზე მომლოდინე რო იქნებ მათ შეცდომები დაუშვან არაფერი გამოვა, რადგან მაღალი კლასის გუნდები ასეთ შეცდომებს არ უშვებენ თითქმის, ვგულისხმობ იმას რო გუნდამა შეტევაში თამაში უნდა ისწავლოს.ასე რომ სამუშაო ძალიან ბევრია ნაკრებში, განსაკუთრებით ნახევარდაცვის ცენტრში.კარგი რომ ჯგუფი მოვიგეთ მაგრამ წინ გაცილებით რთული თამაშები ელის ნაკრებს.
qomagi
27 სექტემბერი 2022 19:24
1
გილოცავთ გამარჯვებას და შესანიშნავ შედეგს... 16 ქულა 6 თამაშში. სუპერ შედეგია!!! მადლობა ბიჭებს!!!
tngh
27 სექტემბერი 2022 19:03
1
ვეთანხმები ყველას ვინც ფიქრობს რომ სანიოლი ვერ ერკვევა და არ იცის როგორ მომზადოს გუნდის სწორი და შედეგიანი შეტევა და ის უფრო კვალიფიცირებული მწვრთნელითაა შესაცვლელი სანა ურემი ჯერ კიდევ არ გადაბრუნებულა.
თეიმურაზ რეხვიაშვილი
27 სექტემბერი 2022 17:19
15
ცხადია ბ ში გადასვლა მოსალოცია და მიღწევაა მაგრამ უფრო დიდი მიზნებს რაც შეეხება ამ წაუგებელმა სერიამ აჩვენა პირველ ნომრად თამაში რჩება ჩვენს მთავარ სუსტ ადგილად გიბრალტართანაც კი. კადრების სიმწირეა ამის მიზეზი პირველ რიგიში და ამას ვერც ერთი მწვრთნელი ვერ შეცვლის. ზოგადად თუ არ ზრდის ქვეყანა ფეხბურთელებს უფრო დიდი მიზნების დასახვას საფუძელი არ გააჩნია. ასე რომ მომავლს ძალიან ფრთხილად ვუყურებ და დიდ მოლოდინებ არ ვიქმნი. მით უფრო, ახლო მომავალში ჩვენი უშუალო მოწინააღმდეგეების მწვრთნელებს და სპეციალისტებს ასეთ მარტივი რამის შემჩნევა არ გაუჭირდებათ.რაც ვნახე, დიდ მიზნებთან დაკავშირებით, მამარდაშვილის, კვარაცხელიას, წიტაიშვილის იმედი უკვე მაქვს, ასევე კიტეიშვილის, როცა ჩადგება ფორმაში. დავითაშვილმა ბოლო ორ თამაშში იმედები გამიცრუა პოტენციალურად საგოლე პასები არ მისცა თანაგუნდელებს, თავისთვის ითამაშა და არა გუნდისთვის და ვერაფერი გააკეთა. ჩაკვეტაძეს იმედიც შეიძლება და უნდა გქონდეს კაცს, მაგრამ ეს თვითონ მასზეა აწი დამოკიდებული.
გიორგი
27 სექტემბერი 2022 16:55
0
კიდევ გილოცავთ კარგად ჩატარებულ ციკლს. და კვლა დავამატებ რომ შUა ხაზი არის გასაძლიერებელი. ამის გამოა რომ ჩავრდნებია. მეურვეობა უფრო ახლოს უნდა ხდე3ბოდეს და ბურთის მიღებამდე. ადვილად აღებინებენ ბურთს ყველას უბრძოლელად. ესეთი გოლი საერთOდ არ უნდა გაუშვას დაცვამ ჩაეძინათ. მექვაბიშვილს პასი არ გაუკეთებია კიტეიშვილისთვის, ბურთს კარგავდა და წიტაიშვილმა აართვა და გააგრძელა. მექვაბიშვილს ფიზიკურად ბევრი მომზადება სჭირდება. წიტაიშვილს ძალიან კარგი ფეხბურთელია და რატომ არ ათამაშებენ ლეხში და სხვა გუნდებშიც? რადგან ტანად პატარაა. დღევანდელ ევროპილ ფეხბურთში უფრო ტანმაღელ ფეხბურთელებს აძლევენ უპირატესობას ყველა ადგილზე. სხავას მე დასაწუნს წიატაიშვილს ვერ მოვუძებნი. სანამ ფიზიკირად ძლიერი შუა ხაზი არ გვეყოლება გუნდი ასევე იქნება კავარაცხელიას გარეშე უსუსური რაც მისი გაყვანის მერე კიდევ გამოჩნდა. შანიოლმა დიდი ხანი გაატარა საქართველოში უკვე და მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს შიდა ჩემპიონატს, რადგან ერთი ორი პერსპექტიული მოთამაშე თითქმის ყველა გუნდშია. ამას გარდა დროა შეეშვას ნაკარნახევით ფეხბურთელების აყვანას. თუ ამ შესვენების პერიოდში არ მოხდა შუა ხაზის მოთამასეების დაკომპლექტება შემდეგ ხციკლში ჩავიციკლებით. ჩაკვე შუა ხაზის ცენტრში მარცხნოიდან უნდა თამაშობდეს და ზურიკო მარჯვნიდან მაგრამ ორი ჩამშლელი ფეხბურთელია შუა ხაზში დასამატებელია რადგან არც ჩაკვე და არც ძურიკო მაგის გამკეთებლები არ არიან. კანკავას მაგვარი ფეხბურთელი ძლიერი დარტყმით და ყოველთვის დაცვაში სწორი პოზიციის შერჩევით. კვეკვესკირი ვერ ქაჩავს. ვაკოც გასაშვებია უკვე. არიან ახალგაზრდები, გაგნიძე ამ ნაკრებში უკვე უნდა თამაშობდეს. დინამო მოსკოვში ვინც მაგას ხელი მოაწერინა იმას გაუხმეს ხელი კიდევ.
simartle
27 სექტემბერი 2022 16:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული