საბერძნეთმა ჩრდ. ირლანდია დაამარცხა - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
С2 ლიგის დასკვნით ტურში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიას 3:1 სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი გუნდების პლეი-ოფში С დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა. ასე და ამგვარად, დივიზიონის ყველაზე მაღალრეიტინგული გუნდი საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთი და თურქეთი დაუპირისპირდებიან.

С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების საბოლოო მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
საბერძნეთი - 6 მატჩში 15 ქულა (10:2).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).

ათენი. "გეორგიოს კამარასი"

საბერძნეთი -ჩრდ. ირლანდია 3:1
გოლები: 1:0 პელკასი (14), 1:1 ლეივერი (18), 2:1 მასურასი (55), 3:1 მანტალოსი (80)

მკითხველის კომენტარები / 27 /
მოვლენები ჩვენთვის საუკეთესოდ აეწყო. იღბალი გვაქვს, დანარჩენი ჩვენზეა.
გიორგი
28 სექტემბერი 2022 16:47
0
მაგ დროს უკეთესი ნაკრები უნდა გვყავდეს ჩემი აზრით. კვარა სხვა დონეზე ასევე მამარდა, ლოჩოშვილი, მიქაუტაძე, ზურიკო და იმედია მომდევნო სატრანსფეროზე უკეთეს გუნდებში გადავლენ ნაკრების ფეხბურთელები
რაბუ
28 სექტემბერი 2022 10:35
0
მახსოვს როგორც ვბაქიბუქობდით მაკედონიასთან და რაც გაგვიჩალიჩეს და როგორც ვითამაშეთ..... ასე,რომ არ გვყვავს ის გუნდი ფინალში,რომ საბერძნეთს ტოლსწორად ეთამაშოს! მთელი გუნდი კვარაცხელია,კაშია და მამარდაშვილია,დანარჩენი ტრიპაჩა ბავშვები არიან! ასე,რომ იმ ბავშვებმაც გონებას უნდა მოუხმონ! აბრეზიჩის გასაგონად:საჯარიმოსთან პასების წუწურაქობას თავი დაანებე,ბევრი გოლი დაიკარგა მაგის გამო,ნუ ეგოისტობ,ხვიჩას მიბაძე მაგაში,ხოლო ხვიჩას დონეს მაშინ მიაღწევ თუ ბევრს ივარჯიშებ და არ იეგოისტებ მინდორზე!!!
ზურა
28 სექტემბერი 2022 10:33
0
სიმართლე ვთქვათ მეგონა რომ საბერძნეთი ჩვენთან თამაშს აირჩევდა და არ მოიგებდა ბოლო მატჩს.მაგრამ მოედნის უპირატესობა და თურქეთი არჩიეს.სპორტულმა პრინციპმა იმარჯვა,კარგია.წარმატებები ჩვენს ბიჭებს,იმაზე უკეთესი ვარიანტი რაც გათამაშდა,უბრალოდ აღარ არსებობს.
ალექსი
28 სექტემბერი 2022 10:32
0
ერთი ცნობილი მწვრთნელი ამბობდა, ერთი ფეხბურთელი მომცა რომ გოლს გაიტანსო და მერე თუ გინდ ტყუილად იდგეს მოედანზე მთელი თამაშიო. ჩვენ ხვიჩას გოლიც გააქვს. საგოლე პასსაც აკეთებს, სანახაობასაც ქმნის და მთელი ტამაშიც მიყავს. მეტი რა ქნას ამ პატარა ბიჭმა. ხვიჩა გვყავდეს ჯანმრთელად და ყაზახეთი რომ დამარცხებულია ორი აზრი არ არსებობს.
gio
28 სექტემბერი 2022 10:13
0
Პირველ რიგში ყველა გულშემატკივარს ვულოცავ საქართველოს შედეგს, რომელიც აქამდე ასე გვაკლდა. Პრობლემები არის რა თქმა უნდა და ყოველთვის იქნება, რომ არ იყოს მსოფლოოს მოგებაზეც გვექნებოდა პრეტენზია. Ასე რომ ახლა შევირგოთ ეს გამარჯვენები და ყველანაირად გვერდში დავუდგეთ ბიჭებს!
Irakli
28 სექტემბერი 2022 10:13
0
მოკლედ სულ გვიმართლებს ერთა ლიგაზე.ერთხელ მაინც შევირგოთ უეფას საჩუქარი.
Master
28 სექტემბერი 2022 10:09
0
ანდორას და მალტას ისე უნდა მიუდგე როგორც არგენტინას და ბრაზილიას და საფრანგეთს დ ა.შ. ესააა პროფესინალიზმი უნდა დაიხარჯო ბოლომდე. რა აზრი აქ ვის ეთამაშები მითუმეტეს ოფიცილურ შეხვედრაში. წარმატებები ჩვენს ბიჭებს
ქომაგი
28 სექტემბერი 2022 10:04
0
2024 mde droa da winaswar verafers itkvi,erti egaa kazaxebs koveltvis unda movugot kashia iqneba tu ar iqneba da vinc iqneba tu ar iqneba kidev...
Givi
28 სექტემბერი 2022 09:40
0
ჩვენი კვარა იყოს ხოდზე და ყველაფერი კარგად იქნება)) მგონია რომ ამჯერად გავალთ ევროპაზე!
შოთა
28 სექტემბერი 2022 09:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული