იყო დრო, საქართველოს ნაკრებში კარის დარაჯის პრობლემაზე ღიად საუბრობდნენ, შემდეგ კი აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია გვინახავს. ახლანდელ კიპერზე, გიორგი ლორიაზე რომ ვისაუბროთ, მან ერთგან თქვა,
არადა, გასაკვირი არაფერია. მოკრძალებული რესურსების მქონე "სამგურალი" ეროვნულ ლიგაში მშვენივრად გამოიყურება და უკვე ნაკრების მეკარეს კლუბში 10 შეხევდრაში გოლი არ გაუშვია. შოვნაძისგან ბევრი დასამახსოვრებელი "სეივი" გვინახავს, ამავდროულად, ის ცდილობს, თანამედროვე მოთხოვნებს ალღო აუღოს, ფეხით თამაში და პასის კულტურა მუდმივად გააუმჯობესოს. ეს კი ისაა, რასთანაც სრულფასოვნად ადაპტირება გამოჩენილ კიპერებსაც კი უჭირთ.
შოვნაძისთვის სანაკრებო გარემო უცხო მაინც არ ყოფილა. ბათუმის "დინამოში" თამაშისას, როცა ეს გუნდი ელიტაში დარჩენისთვის იბრძოდა, ლევანი გამორჩეული იყო, ტურის მეკარედაც ასახელებდნენ და სიმბოლურ ნაკრებშიც შეყავდათ, მაშინ გია ცეცაძემ 21-წლამდელებში მიიწვია და აზერბაიჯანელ თანატოლებთან ამხანაგურ შეხვედრაში შანსიც მისცა.
რაც შეეხება ბათუმის "დინამოსა" და შოვნაძის ურთიერთობას - 19 წლის მეკარემ თამაშის საშუალება მაშინ მიიღო, როცა სასტარტო კიპერი (უკრაინელი ტიმოფეევი) ტრავმირებული იყო და მან მართლაც მშვენიერი შეხვედრები ჩაატარა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძირითადი მეკარე დაბრუნდა და როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, თერთმეტეულში ადგილიც დაიბრუნა. ცოტა ხანში ბათუმურ კლუბში სერიოზული ცვლილებები დაიწყო და ლევანს გუნდის დატოვება მოუხდა.
მშობლიური ქალაქიდან წასვლა მეკარისთვის იოლი ნამდვილად არ იყო. 17 წლისა ხომ უკვე ამ გუნდის განაცხადში მოხვდა. თანაც, ხსენებულ პერიოდს პირადი ტრაგედიაც დაერთო, ლევანს დედა გარდაეცვალა და ამხელა სტრესის მიუხედავად, პროგრესი არ შეუწყვეტია. ყველას ოცნება ხომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაა..ახალგაზრდა მეკარეც ამ ნატვრას ატარებდა და ახლა აიხდინა კიდეც, სამწუხაროა, რომ მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, დედა, ამ დღეს მასთან ერთად არ იყო...
შოვნაძისთვის ფეხბურთი ბათუმში, "არდაგანში" თამაშისას დაიწყო, სადაც 13 წლის ბიჭი თბილისის "დინამომ" შეამჩნია და დაახლოებით 3 წლის განმავლობაში ის თბილისური გრანდის ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა. ერთგვარი ქრონოლოგია იქ შეგვიწყდა, როცა შოვნაძემ ბათუმელთა რიგები დატოვა. ის ქუთაისის "ტორპედოში", სადაც გამოცდილი როინ კვასხვაძე გამოდის და ბოსნიელი დინო ჰამზიჩიც თამაშობდა, ძირითადი მეკარის სტატუსით არ მიუწვევიათ, თუმცა ლევანმა მოახერხა და არა თუ სასტარტოს წევრი გახდა, მისი დიდი დამსახურებაც იყო, ქუთაისელებმა ელიტაში ადგილი რომ შეინარჩუნეს. ამ კლუბშიც დიდი ცვლილებები განხორციელდა და ნაკრების მეკარეს წყალტუბოს "სამგურალმა" და მათმა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ აგრძნობინეს, რომ მათი დიდი იმედი ჰქონდათ. ნდობამ შოვნაძეზეც კარგად იმოქმედა და იმერულ კლუბში ჯანსაღი სიტუაცია სატურნირო ცხრილშიც აისახა...
შოვანაძე ახლა ეროვნულ ლიგაში გააგრძელებს თამაშს და თუკი ასევე წარმატებით გამოვა და ნაკრებში მიწვევა მოტივაციას კიდევ უფრო გაუზრდის, ნოემბერში მოაზრებულ ამხანაგურ მატჩებში ის კვლავ "ჯვაროსნების" რიგებში უნდა ვიხილოთ.
ვინ იყო საუკეთესო? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება
ვუსურვებ წარმატებებით გამოწვეულ ულევ სიხარულს და მამარდაშვილივით სადმე გრანდში კარიერის გაგრძელებას