საქართველოს ნაკრების მეკარის რთული და სევდიანი ისტორია - საამაყო მომენტში ყველაზე დიდი გულშემატკივრის გარეშე...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგაზე" წარმატებით გამოვიდა - ერთი დივიზიონით დაწინაურდა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა პლეი-ოფიდანაც შეუძლია. ვილი სანიოლის გუნდის ბოლოდროინდელი თამაშის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მწვრთნელის მოთამაშეებთან კარგი ურთიერთობის გარდა, საკადრო რესურსის მაქსიმალურად ყურადღებით შერჩევაა. აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არსებობს, თუმცა ფრანგი სპეციალისტი ობიექტურობას ნამდვილად არ უჩივის და შანსს ფაქტობრივად, ყველა ის ფეხბურთელი იღებს, ვინც ამას იმსახურებს.

Sportall.Ge

იყო დრო, საქართველოს ნაკრებში კარის დარაჯის პრობლემაზე ღიად საუბრობდნენ, შემდეგ კი აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია გვინახავს. ახლანდელ კიპერზე, გიორგი ლორიაზე რომ ვისაუბროთ, მან ერთგან თქვა,
რომ ნუკრი რევიშვილთან კონკურენცია მისთვის კარიერაში ყველაზე რთული იყო. ვეტერან ლორიას გვერდიგვერდ ნაკრებში ახლა "ვალენსიას" სასტარტო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია, რომელსაც მართლაც საოცარი პროგრესი აქვს. სანიოლი მესამე მეკარის საკითხსაც კი მთელი სერიოზულობით უყურებს. ამ რანგით ახლა გუნდში წყალტუბოს "სამგურალის" წევრი, ლევან შოვნაძე იყო. მას ფართო გულშემატკივრები ნაკლებად იცნობენ და შესაძლოა, სიაში მისი ხილვა ბევრს გაუკვირდა კიდეც.

არადა, გასაკვირი არაფერია. მოკრძალებული რესურსების მქონე "სამგურალი" ეროვნულ ლიგაში მშვენივრად გამოიყურება და უკვე ნაკრების მეკარეს კლუბში 10 შეხევდრაში გოლი არ გაუშვია. შოვნაძისგან ბევრი დასამახსოვრებელი "სეივი" გვინახავს, ამავდროულად, ის ცდილობს, თანამედროვე მოთხოვნებს ალღო აუღოს, ფეხით თამაში და პასის კულტურა მუდმივად გააუმჯობესოს. ეს კი ისაა, რასთანაც სრულფასოვნად ადაპტირება გამოჩენილ კიპერებსაც კი უჭირთ.

Sportall.Ge

შოვნაძისთვის სანაკრებო გარემო უცხო მაინც არ ყოფილა. ბათუმის "დინამოში" თამაშისას, როცა ეს გუნდი ელიტაში დარჩენისთვის იბრძოდა, ლევანი გამორჩეული იყო, ტურის მეკარედაც ასახელებდნენ და სიმბოლურ ნაკრებშიც შეყავდათ, მაშინ გია ცეცაძემ 21-წლამდელებში მიიწვია და აზერბაიჯანელ თანატოლებთან ამხანაგურ შეხვედრაში შანსიც მისცა.

რაც შეეხება ბათუმის "დინამოსა" და შოვნაძის ურთიერთობას - 19 წლის მეკარემ თამაშის საშუალება მაშინ მიიღო, როცა სასტარტო კიპერი (უკრაინელი ტიმოფეევი) ტრავმირებული იყო და მან მართლაც მშვენიერი შეხვედრები ჩაატარა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძირითადი მეკარე დაბრუნდა და როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, თერთმეტეულში ადგილიც დაიბრუნა. ცოტა ხანში ბათუმურ კლუბში სერიოზული ცვლილებები დაიწყო და ლევანს გუნდის დატოვება მოუხდა.

Sportall.Ge

მშობლიური ქალაქიდან წასვლა მეკარისთვის იოლი ნამდვილად არ იყო. 17 წლისა ხომ უკვე ამ გუნდის განაცხადში მოხვდა. თანაც, ხსენებულ პერიოდს პირადი ტრაგედიაც დაერთო, ლევანს დედა გარდაეცვალა და ამხელა სტრესის მიუხედავად, პროგრესი არ შეუწყვეტია. ყველას ოცნება ხომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაა..ახალგაზრდა მეკარეც ამ ნატვრას ატარებდა და ახლა აიხდინა კიდეც, სამწუხაროა, რომ მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, დედა, ამ დღეს მასთან ერთად არ იყო...

შოვნაძისთვის ფეხბურთი ბათუმში, "არდაგანში" თამაშისას დაიწყო, სადაც 13 წლის ბიჭი თბილისის "დინამომ" შეამჩნია და დაახლოებით 3 წლის განმავლობაში ის თბილისური გრანდის ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა. ერთგვარი ქრონოლოგია იქ შეგვიწყდა, როცა შოვნაძემ ბათუმელთა რიგები დატოვა. ის ქუთაისის "ტორპედოში", სადაც გამოცდილი როინ კვასხვაძე გამოდის და ბოსნიელი დინო ჰამზიჩიც თამაშობდა, ძირითადი მეკარის სტატუსით არ მიუწვევიათ, თუმცა ლევანმა მოახერხა და არა თუ სასტარტოს წევრი გახდა, მისი დიდი დამსახურებაც იყო, ქუთაისელებმა ელიტაში ადგილი რომ შეინარჩუნეს. ამ კლუბშიც დიდი ცვლილებები განხორციელდა და ნაკრების მეკარეს წყალტუბოს "სამგურალმა" და მათმა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ აგრძნობინეს, რომ მათი დიდი იმედი ჰქონდათ. ნდობამ შოვნაძეზეც კარგად იმოქმედა და იმერულ კლუბში ჯანსაღი სიტუაცია სატურნირო ცხრილშიც აისახა...

შოვანაძე ახლა ეროვნულ ლიგაში გააგრძელებს თამაშს და თუკი ასევე წარმატებით გამოვა და ნაკრებში მიწვევა მოტივაციას კიდევ უფრო გაუზრდის, ნოემბერში მოაზრებულ ამხანაგურ მატჩებში ის კვლავ "ჯვაროსნების" რიგებში უნდა ვიხილოთ.

altვინ იყო საუკეთესო? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება

მკითხველის კომენტარები / 6 /
შოვნაძემ დაუღალავი შრომით მიაღწიაამ შედეგს,მახსოვს ძალიან უჭირდა ოჯახს,მალევე დედაც არაჩვეულებრივი გარდაეცვალა და ბიძამ დედის ძმამ ლევანიმ აიღო თავზე ყველანაირი მზრუნველობა და შედეგიც დაიდო.წარმატებებს უსურვებ დიდ სარბიელზე ლევანს,ნინოს სული ხარობს ზეცაში,უფალი გფარავდეს!
მინდია
29 სექტემბერი 2022 23:20
2
წარმატებები ლევანს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს!
თემური
28 სექტემბერი 2022 20:36
0
კარგი ბიჭი ჩანს,

ვუსურვებ წარმატებებით გამოწვეულ ულევ სიხარულს და მამარდაშვილივით სადმე გრანდში კარიერის გაგრძელებას
თამაზი
28 სექტემბერი 2022 18:30
0
წარმატებები ლევანს!
Irakli
28 სექტემბერი 2022 16:30
0
Aleqsandre dges qartulu fexburtis warmatebis ukan 70 % xvichas damsaxurebaa. 20 % mamardasi, xolo darchenili 10% danarchenebis
Tato
07 ოქტომბერი 2022 08:13
0
ასე არ ჯობია? სულ ხვიჩაზე წერას. ემოციური იყო
ალექსანდრე
28 სექტემბერი 2022 15:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული