უმნიშვნელოვანეს წილისყრამდე საათები რჩება - დღეს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა

AutoSharing Option
დღეს თბილისის დროით 14:00 საათზე გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დაიწყება, სადაც სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა.

ჩვენი გუნდი მე-4 კალათაშია, გთავაზობთ სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალსა და კალათებს:

ერთა ლიგის კალათა: ხორვატია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი I კალათა: ბელგია, დანია, პოლონეთი, პორტუგალია, შვეიცარია, უნგრეთი

II კალათა: საფრანგეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი, შოტლანდია, ფინეთი.

III კალათა: უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი.

IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერები,
ჩრდ. მაკედონია.

V კალათა: სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია, კვიპროსი, ბელარუსი, ლიეტუვა, გიბრალტარი, ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა, მალტა.

VI კალათა: ანდორა, ლიხტენშტაინი, სან მარინო.

აქვე გეტყვით, რომ 53 ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდება. 7 ჯგუფში 5 გუნდს ვიხილავთ, 3 ჯგუფში კი - ექვსს. ჯგუფში ორი საუკეთესო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს, მათ სამი გუნდი ერთა ლიგიდან და პლუს, მასპინძელი გერმანია დაემატება.

უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 23 მარტს დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 47 /
ორი ჩვენზე ძლიერი გუნდი აუცილებლად შეგვხვდება, მაგრამ თუ გვინდა ევროპაზე გასვლა, იმ ორიდან ერთს მაინც უნდა ვაჯობოთ, ჩვენი დონის და ჩვენზე სუსტებთან არ უნდა დავკარგოთ ქულები,ნუ ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ უნდა ვცადოთ
გოგა
08 ოქტომბერი 2022 11:48
0
მე მჯერა რომ ჩვენი ნაკრები ამ ჯგუფიდანაც გავა:

ნიდერლანდები
ინგლისი
რუმინეთი
საქართველო
ლატვია
gio
08 ოქტომბერი 2022 00:14
16
და ამ დისლაიკებს რომ წერთ რა არ მოგწონთ.
ადამიანმა თავისი აზრი დააფიქსირა.
მოგწონს ლაიკი დააფიქსირე და არ მოგწონს გაატარე.
მაგრამ უმეტესობა ეგეთია არაფერი მოწონს, ფიქრობს რომ მხოლოდ თავის აზრია ერთადერთი უნაკლო და აბსოლიტური ჭეშმარიტება :)
las
09 ოქტომბერი 2022 12:58
1
პოლონეთი
უელსი
სომხეთი
საქართველო
მალტა
სან მარინო
სულ1ა
07 ოქტომბერი 2022 22:30
3
იდეალური იქნებოდა
baggio
08 ოქტომბერი 2022 10:23
0
რას ამოიჩემეთ ეგ ფინეთი არ არის ეგ გუნდი ვარსკვლავების მაგრამ ფიზიკურად ძან ძლიერი და დაბალანსებული გუნდია რომლებაც არც თუ ისე ცუდად ითამაშეს ევროპის ჩემპიონატზე …და თან ჩვენ სულ გვიჭირდა ეგეთ გუნდებთან თამაში ( ბეი ბეგი რასაც ქვია ) 90 წუთი პრესინგი და მაღალი სისწრაფეები …ასევე უნგრეთიც ძაან ძლიერი ნაკრებია 3-4 მაგარი ფეხბურთელით … პირველი კალათიდან ჩვენთვის ყველას შვეიცარია სჯობს თვითონაც თამაშობს და შენ გაცლის თანაც ასე თუ ისე ვიცნობთ მეორე კალათიდან კი ან ავსტრია ან უელსი ორთავეს კრიზისი აქვთ … მესამე კალათიდან ძველი ნაცნობი ირლანდია ახლა გვაქვს შანსი დავუბრუნოთ ძველი ვალები …რაც შეეხება სომხეთს არც ზედმეტად ანგაჟირებული სიტუაცია მინდა და თან სომხებს ახლა უკეთსი ნაკრები ყავთ ვიდრე ამის წინა ერთა ლიგაზე სადაც კიც მოგვიგეს და ჯგუფშიც გადაგვასწრეს მაშინ მარტო მხითარიანი ყავდათ და სხვა არავინ ახლა კი 4-5 ფეხბურთელი არც თუ ისე ცუდი ყავთ … მეხუთე კალათიდან არ გვინდა სლოვაკეთი ჩრდ.ირლანდია და მითუმეტეს კვიპროსი ვაცალოთ რა ქეცბას მას თავის გზაზე გაუმარჯოს ჩვენ ჩვენსაზე …))) კარგი იქნებოდა მოლდოვა ( ძველი ვალები) და ან ისევ გიბრალტარი …ანუ ეგეთი ჯგუფი გვინდა რა : შვეიცარია , ავსტრია ან უელსი , ირლანდია ან რუმინეთი,საქართველო ,მოლდოვა ან გიბრალტარი !!! 100% დან 75% გასული ვართ !!!! რასაც გილოცავთ წინასწარ !!!!
მდააა
07 ოქტომბერი 2022 21:59
1
ევროპაზე რას ვიზავთ ეგეც მიგეწერა ბარემ
გი
09 ოქტომბერი 2022 15:07
0
იტალია.ფინეთი.მონტენეგრო.საქართველო.ლიტვა.სან მარინო.გავალთ აქედან.მეორეზე...
ლევანი.
07 ოქტომბერი 2022 21:46
3
უნგრეთი, ფინეთი, სომხეთი, საქართველო, გიბრალტარი, სან მარინო - ვისურბენდი მე
Me ar var Roboti
07 ოქტომბერი 2022 20:50
2
და სან მარინო გავა))
G
07 ოქტომბერი 2022 21:46
3
Xorvatia,shotlandia,shvedeti,kviprosi da chven.am jgufs visurvebdi.pirveli sami damarcxebuli gvyavs tbilishi da shemtevs tamashoben,roca chven kontratakas vtamashobt idialuria.kviprosi kide qezbas pontshi dagvexmareba.
Gia
07 ოქტომბერი 2022 20:34
9
ერთი სურვილი მაქვს ინგლისი , სომხეთი ჩვენთან
გფფ
07 ოქტომბერი 2022 20:29
1
ხორვატია - უელსი - შვედეთი - საქართველო - ბელარუსი - ანდორა
კონსტანტინე
07 ოქტომბერი 2022 19:48
8
ვიტალი დარასელიას დაბადების დღეს რომ იმართება წილისყრა, ამიტომაც ძალიან უნდა გაგვიმართლოს! მეტი სუსტი გუნდი და ნაკლები ძლიერი უნდა შეგვხვდეს (ასე ვფიქრობ და ამის იმედი მაქვს...).
Maxo
07 ოქტომბერი 2022 19:30
0
არ გვინდა გაყალბებულ თარიღთან აფილირება. ვიტალი დარასელია 9 იანვარს დაიბადა, 9 ოქტომბერი კი გადაკეთებული თარიღია, რაც სპორტში ხშირად ხდება და ხდებოდა ხოლმე.
იბერია
08 ოქტომბერი 2022 09:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული