საქართველოს ნაკრების შანსები, უპირატესობები და პრობლემები - მომავლის ვარსკვლავები ერთ ჯგუფში

AutoSharing Option
შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსებს ყოველთვის აქტიურად განვიხილავთ, შესაძლო მოსაპოვებელ ქულებს ვითვლით, იოლ და სუსტ მატჩებს წარმოვიდგენთ. სამწუხაროდ, შედეგის თვალსაზრისით, დროთა განმავლობაში ბევრი არაფერი იცვლებოდა, თუმცა სიახლეები იყო მოლოდინებში, მწვრთნელებსა თუ თამაშის სტილში...

ვილი სანიოლის გუნდი, რომელიც ევროპის მომავალ ჩემპიონატზე გასვლას, "ერთა ლიგიდან" მოხვედრილ პლეი-ოფამდე, შესარჩევი ეტაპიდან ეცდება, რთული მეტოქეების წინაშეა. თუმცა წინასწარ როდის დავნებებულვართ, მით უმეტეს, "ჯვაროსნების" ამჟამინდელი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ჩვენმა ნაკრებმა შედეგის მოპოვება ისეთ მეტოქეებთანაც უნდა შეძლოს, რომლებიც მათთან შეხვედრაში ფავორიტები იქნებიან.

Sportall.Ge

ლიდერები და გუნდურობა

ესპანეთის ნაკრებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მათი ძალა და შესაძლებლობები მშვენივრად ვიცით. წინა შესარჩევ ეტაპზე, თბილისში ჩატარებულ შეხვედრაში, "ფურია როხას" მართლაც არაფერი დავუთმეთ, ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებით "კაშკაშებდა" და საბოლოოდ, მაინც უფრო ცუდი ფიზიკური მომზადებისა და ინდივიდუალური შეცდომების გამო (1:2) დავმარცხდით. ამ მატჩმა დაგვანახა, რომ თუკი, ლიდერების კარგი თამაშის პარალელურად, გუნდურობა მაღალ ხარისხში გვექნება აყვანილი, შესაბამისი სტრატეგიით კონკრეტულ დაპირისპირებებში წარმატების მიღწევა ყოველთვის შეიძლება.

ინდივიდუალურობაზე როცა ვსაუბრობთ, ნორვეგიის ნაკრებს დღეისთვის, შესაძლოა, ევროპაში საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელი ერლინ ჰოლანი ჰყავს. გუნდში "არსენალის" კაპიტანი მარტინ ოდეგორიცაა, მაგრამ ის, რომ ნორვეგიელები თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ, დიდწილად იმას უნდა მივაწეროთ, რომ კოლექტიური მექანიზმების სათანადოდ ამოქმედების გარეშე, მხოლოდ ცალკეული გვარებით მიზნის მიღწევა რთულია. ვხედავთ, ჰოლანი ბურთით მოძრაობასაც ახერხებს, აჩქარებასაც და საგოლე პასი გაკეთებასაც, თუმცა მისი მთავარი ღირსება საგოლე ეპიზოდების ცივსისხლიანად დასრულებაა, ნორვეგიის ნაკრებში ("სიტისგან" განახვავებით) კი კევინ დე ბრუინის მსგავსი "მხატვრები" არ არიან.

ჰოლანის ნაკრები "ერთა ლიგის" B დივიზიონში ბოლო 2 შეხვედრაში (სლოვენია და სერბეთი) დამარცხდა და საუკეთესოებში დაწინაურება ვერ მოახერხა.  "სიტის" გოლეადორს გოლი-გოლზე გააქვს და არც "ერთა ლიგა" ყოფილა გამონაკლისი. იმისთვის, რომ ერლინმა გაიტანოს, ნაკრებში ამაში ხელს "სოსიედადელი" ალექსანდრ სორლოში, "ფეიენოორდელი" ფრედრიკ ბროკანი თუ "საუთჰემპტონელი" მუჰამედ ელიონოუსი უწყობენ. გუნდურობის გარდა, ამ დონის კლუბებში მოთამაშეების შესაჩერებლად, რათა მათ თუნდაც შედეგიანი პასების შესრულება ვერ შეძლონ, საქართველოს ნაკრების წევრების კარგი საკლუბო პრაქტიკა გვჭირდება, რათა ფიზიკურად ბოლომდე მზად ვიყოთ. ეს ის საკითხია, რაც ხშირად პრობლემური გვაქვს.

Sportall.Ge

ცუდი სტატისტიკა უნდა გაუმჯობესდეს!

სამწუხაროდ, ბევრი არ არის ისეთი ქვეყანა, რომელთა ნაკრებთანაც ჩვენს ბიჭებს დადებითი სტატისტიკა ჰქონდეთ. ახლა ზუსტად ის დროა, როცა რაღაცების შეცვლა უნდა დავიწყოთ. ნაკრებში იმ დონის ფეხბურთელები არიან, ამის ამბიცია და რესურსი ნამდვილად აქვთ. შორს რომ არ წავიდეთ, ბულგარეთის ნაკრებს, რომელიც მუდამ ახერხებდა, დიდი ანგარიშით დავემარცხებინეთ, მისსავე მოედანზე დამაჯერებლად (5:2) ვძლიეთ. "ვალში" არც ჩრდილომაკედონიელები დაგვრჩენია.

შოტლანდიის ნაკრები ჩვენთვის თითქოს ყოველთვის რთულ მეტოქედ მიიჩნეოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან დროს ვაჯობეთ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში ხელი სატურნირო მოტივაციის გარეშე (ამ სტატუსით თამაში უფრო გვიმარტივდება) დარჩენილებმა შევუშალეთ. 2007-ში ეს "თითისტოლა" ბიჭებით (მაკარიძე, ყენია, მჭედლიძე) შევძელით. 4 მატჩში 2 გამარჯვება და ამდენივე მარცხი. დანარჩენ სამ მეტოქესთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს, ნორვეგიელების ძლევა კი ერთხელაც ვერ მოვახერხეთ (3 წაგება).

Sportall.Ge

ქეცბაიას ფაქტორი

განგებას ხანდახან უყვარს ისეთი სიტუაციების შექმნა, განსაკუთრებულ ინტერესს რომ იწვევს. ასეთი თემურ ქეცბაიას საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში ნამდვილადაა, რაც ამაღელვებელი მომენტია. თუმცა ახლა კვიპროსის ნაკრებს სხვა კუთხით შევეხებით.

გვახსოვს ქეცბაიას საქართველოს ნაკრები, ვიცით კვიპროსელთა რესურსის შესახებ და დარწმუნებული ვართ, თემური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, მისი გუნდი ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის რთულად დასამარცხებელი იყოს, საკუთარი კარის დაცვას დიდ ყურადღებას დაუთმობს. ეს, ერთი მხრივ, რთული იქნება სანიოლის გუნდისთვის, თუმცა დიდია იმის შანსიც, კონკურენტებმა ქულები დაკარგონ.

ჰოლანი, კვარაცხელია, პედრი - მომავლის ვარსკვლავები ერთ ჯგუფში იწყებენ!

altქეცბაიას წინააღმდეგ - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

alt"ერთი რამ ნათელია... ჩვენს სიტყვას ვიტყვით!" - სანიოლმა წილისყრა შეაფასა

მკითხველის კომენტარები / 26 /
მომკალით და ამ ჰალანდს ვერ ვიტან, რაღაცნაირად უშნო ტიპია. კი ბურთები გააქვს, მარა, როგორც ფეხბურთელს ვერ აღვიქვამ, მინდორს არ უხდება ესეთი ტიპაჟები! მე მომწონს შემომმქნედი ფეხბურთელები, რომლებიც დიდხანს გამახსოვრებენ თავს და ვერ ივიწყებ, მაგალითად: მარადონა, მესი, როლანდინიო, ნეიმარი, მართლა ჯადოქრები!
ლაშა
10 ოქტომბერი 2022 11:11
7
ყველას გუშემატკივარს, ჩვენი საფეხბურთო გემოვნება გვაქვს, ზოგს ცივსისხლიანი მოსწონს, ზოგს ტექნიკური და ლამაზი ფეხბურთის შემსრულებელი ფეხბურთელი, მე ყოველთვის მეორეს ვუჭერ მხარს. რას ვიზავთ გემოვნების ამბავია. /ლაშა.
ABC.ABC-s
11 ოქტომბერი 2022 12:06
0
ჰალანდს, ლევანდოვსკის და ეგეთებს გოლები გააქვთ, მარა სხვა რითი გამახსოვრებენ თავს? არაფრით! აგერ რაღა შორს მივდივართ ჩვენი ხვიჩა, გოლებსაც იტანს, დრიბლინგიც აქვს და ძალიან ტექნიკურიც არის, ერთი სიამოვნებაა მისი ყურება. მესი რატომ მოგვწონს? გოლებსაც იტანს და სანახაობრივ ფეხბურთსაც გვიჩვენებს. მარადონა ავიწყდება ვინმეს? არა და არა! ისე, რომ ფეხბურთის ჯადოქრებს არავინ ივიწყებს!
იკას
11 ოქტომბერი 2022 14:56
1
ყველა გამოხმაურება
რაღა თავმდაბლობა? საერთოდ რატო უყურებთ კვარას არასრულყოფილად მაინც? რაღაცნაირად? კაცი ნაპოლიში თამაშობს. კაცმა ჩემპიონთა ლიგაზე გოლი შეაგდო. ყველა მატჩში გოლს იტანს, პენალტს იკიდებს. მთელი მსოფლიოს ცნობილი ფეხბურთელები, მწვრთნელები და გამოცემები კვარაცხელიაზე წერენ და რაღა თავმდაბლობა? კარლო ანჩელოტიმ თქვენ გახსენოთ, თქვენ გაიტანეთ ლიგაზე გოლი, ნაპოლიში თქვენ ითამაშეთ თუ შეგიძლიათ? მერე ვილაპარაკოთ. კვარაცხელია რო ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია დღესდღეობით სსაქართველოს და რეგიონის მასშტაბით ეჭვი ვის ეპარება? ფაქტები კი სახეზეა.
ოეეე
11 ოქტომბერი 2022 17:41
2
დიდება უფალს ქეც წარმატებები ჯიგარო წარმატებები კვიპროს წარმატებები საქარტველოს.................
pepe
10 ოქტომბერი 2022 11:12
0
ჯერ ერთი, ამ ფოტოთი უეფამ დააყენა გვერდიგვერდ. მერე, ახლანდელი ხვიჩა და ნაპოლი არავისზე ნაკლები არაა, მათ შორის, ბარსელონაზეც. დიახ, მომავლის ვარსკვლავებია - მესის, რონალდოს, დე ბრუინის ეპოქის შემდეგ
გოლიათს
11 ოქტომბერი 2022 15:22
1
მეც მიკვირს ეგ. მაინც არ უყურებენ კვარას როგორც სინამდვილეშია. გასაგებია რო ბევრი ფეხბურთელი გვყავდა წარმატებული და ზოგს მილანი ეპატიჟებოდა და ზოგს ბარსელონა ან მათ აკადემიაში თამაშობდა მაინც, მარა დღეს ესეა საქმე. კვარაცხელია უნიკალურია. მე მიმაჩნია, რომ ევროპის 10 საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელში იქნება მალე. და ბევრ ჩემპიონთა ლიგებს მოიგებს.
იკა
11 ოქტომბერი 2022 17:46
0
ალბათ ხვიჩას უყურებენ, როგორც შემთხვევით ფეხბურთელს. შემთხვევით მოხვედრილს იტალიაში. ნაპოლი 1-2 წელი აკვირდებოდა რა შემთხვევით გადასულია? პირადად კარლო ანჩელოტი აკვირდებოდა თავად თქვა ეს. რა შემთხვევითობა რის შემთხვევითობა?
სიმართლე
11 ოქტომბერი 2022 19:02
0
შეტევა ასე თუ ისე გვყავს და გაგვაქვს გოლები სანიოლმა უნდა იზრუნოს რომ დაცვა ჩამოაყალიბოს სანიმუშო თორემ დაცვის გარეშე არაფერი გამოგვივა.
Ucxo
11 ოქტომბერი 2022 13:12
0
ფიზიკურად თუ მოუმატებენ და თავიანთ გუნდებში სტაბილურად ითამაშEბენ გავალთ ამ ჯგუFიდან 14 ქულა საკმარისი იქნება
beqa
11 ოქტომბერი 2022 11:57
0
ისე, ესპანეთს, არ ყავს ისეთი გამოკვეთილი ვარსკვლავი როგორებიც ჰალანდი და კვარაცხელიაა. იქნებ ესპანეთს რამე მოვუხერხოთ. მაინცდამაინც საშიში გუნდი აღარ არის როგორც ადრე იყო.
იკა
11 ოქტომბერი 2022 13:03
7
ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძე გვჭირდება ამ ჯგუფში,ჩაკვატაძე ის კაცია ვისაც შემტევი ფებურთის შეუძლია ათამაშოს საწართველოს ნაკრები,ასევე არანაირი წიტაიშვილის მარცხენა მცველობა ეს ბიჭი შემტევია თან ძალიან სწრაფი და ტექნიკური საცოდაობაა მისი მცველობა,წიტაიშვილს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში,ასევე კვარა მარცხენა შემტევად,ლობჟანიძესთან კონკურენციაში წიტაიშვილი მარჯვენა გარემარბად,გამთამაშებლად-ჩაკვეტაძე-მარცხნიდან კი კვარაცხელია-მათ წინ ფორვარდათ ზივზივაძე ან მიქაუტაძეხო წარმოგიდგენიათ მეტოქეებს რა დღეში ჩააგდებენ, ამით იმას ვამბობ რო დღეს საქართველოს ნაკრებს ძლიერი შემტევი ხაზი ყავს და ასეთი გუნდი 5-მცველით არ უნდა თამაშობდეს, რადგან ამ ჯგუფში 5-2-2-1 ტაქტიკა შედეგს ვერ მოიტანს რადგან აქ გაცილებით ძლიერი მეტოქეები არიან ვიდრე ერთა ლიგის ჯგუფი იყო,ესპანეთი გასაგებია,ნორვეგიასთან შოტლანდიასთან და კვიპროსთან ნკრებმა შემტევი ტაქტიკით ანუ 4-2-3-1 უნდა ითამაშოს რადგან საქართველოს ნაკრებს შემტევი პოტენციალი აშკარად მეტი აქვს ვიდრე განვლილ თამაშებში აჩვენა,4-2-3-1 უნდა გამოცადონ ამხანაგურ თამაშებში, შეიძლება გუნდმა თავიდან ვერ აჩვენოს ხარისხი მაგრამ ამ ფორმაციის ნაკრებს შეუძლია ამ ტაქტიკით ითამაშოს, შეტევაში თამაშის უნარები საქართველოს ნაკრებს დღეს აქვს
qomagi
11 ოქტომბერი 2022 14:30
1
ურთულესი ჯგუფია!!! თუმცა უშანსოდ არ ვართ... მთავარია, ჩვენი ყველა ფეხბურთელი თამაშებისთვის ფიზიკურად ჯანმრთელად იყვნენ... მაქსიმალური ყურადღებით და გონიერი სიფრთხილით კონტრ-შეტევებზე ყოველთვის გვექნება შანსი.
tngh
11 ოქტომბერი 2022 15:05
1
ისე ცოტა მოკრძალება და თავდაბლობაც არ გვაწყენდა, პედრი,ჰოლანდი და კვარა ერთ სიბრტყეში დააყენო და მომავლის ვასკვლავი უწოდო ცოტა ზედმეტი ხომ არ არის?, ხვიჩა გასაგებია, ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს ევროპულ ფეხბურთში, რაც მშენივრად გამოსდის კიდეც,მაგრამ........ 19 წლის პედრი უკვე ესპანეთის ნაკრების და ბარსელონას მომავალი კი არა ჩამოყალიბებული ვასკვლავია, ჰოლანდი კი თითქმის კვარას ასაკში, დღეიასვის ულაპარაკოდ საუკვეთესო 10-იანი და მეგოლე სუპერვასკვლავია. თუ ტრაბახია, ტრაბახი იყოს და ბარემ დავითაშვილი,აზაროვი,მიქაუტაძე ჟორჟი და ბუდუც მომავლის ვასკლავებათ მოვიხსენიოთ, ჩვენი რა მიდის როოო..
გოლიათი
11 ოქტომბერი 2022 15:17
21
ჰალანდი მან სიტიში თამაშობს და კვარა ნაპოლიში ასტრონომიული განსხვავებებია. კვარას რო სიტიში ეთამაშა და ჰალანდს ნაპოლიში შედარება მერე გაგეკეთებინა.
იკა
11 ოქტომბერი 2022 19:05
1
ეხა მაგ თვალსაზრისით არგენტინაშიც და პორტუგალიაშიც უამრავი ნიჭიერი და ტალანტი ფეხბურთელია მარა მესი და რონალდუ ყველა არ არის.
321
11 ოქტომბერი 2022 18:59
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული