საქართველოს ნაკრების შანსები, უპირატესობები და პრობლემები - მომავლის ვარსკვლავები ერთ ჯგუფში

AutoSharing Option
შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსებს ყოველთვის აქტიურად განვიხილავთ, შესაძლო მოსაპოვებელ ქულებს ვითვლით, იოლ და სუსტ მატჩებს წარმოვიდგენთ. სამწუხაროდ, შედეგის თვალსაზრისით, დროთა განმავლობაში ბევრი არაფერი იცვლებოდა, თუმცა სიახლეები იყო მოლოდინებში, მწვრთნელებსა თუ თამაშის სტილში...

ვილი სანიოლის გუნდი, რომელიც ევროპის მომავალ ჩემპიონატზე გასვლას, "ერთა ლიგიდან" მოხვედრილ პლეი-ოფამდე, შესარჩევი ეტაპიდან ეცდება, რთული მეტოქეების წინაშეა. თუმცა წინასწარ როდის დავნებებულვართ, მით უმეტეს, "ჯვაროსნების" ამჟამინდელი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ჩვენმა ნაკრებმა შედეგის მოპოვება ისეთ მეტოქეებთანაც უნდა შეძლოს, რომლებიც მათთან შეხვედრაში ფავორიტები იქნებიან.

Sportall.Ge

ლიდერები და გუნდურობა

ესპანეთის ნაკრებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მათი ძალა და შესაძლებლობები მშვენივრად ვიცით. წინა შესარჩევ ეტაპზე, თბილისში ჩატარებულ შეხვედრაში, "ფურია როხას" მართლაც არაფერი დავუთმეთ, ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებით "კაშკაშებდა" და საბოლოოდ, მაინც უფრო ცუდი ფიზიკური მომზადებისა და ინდივიდუალური შეცდომების გამო (1:2) დავმარცხდით. ამ მატჩმა დაგვანახა, რომ თუკი, ლიდერების კარგი თამაშის პარალელურად, გუნდურობა მაღალ ხარისხში გვექნება აყვანილი, შესაბამისი სტრატეგიით კონკრეტულ დაპირისპირებებში წარმატების მიღწევა ყოველთვის შეიძლება.

ინდივიდუალურობაზე როცა ვსაუბრობთ, ნორვეგიის ნაკრებს დღეისთვის, შესაძლოა, ევროპაში საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელი ერლინ ჰოლანი ჰყავს. გუნდში "არსენალის" კაპიტანი მარტინ ოდეგორიცაა, მაგრამ ის, რომ ნორვეგიელები თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ, დიდწილად იმას უნდა მივაწეროთ, რომ კოლექტიური მექანიზმების სათანადოდ ამოქმედების გარეშე, მხოლოდ ცალკეული გვარებით მიზნის მიღწევა რთულია. ვხედავთ, ჰოლანი ბურთით მოძრაობასაც ახერხებს, აჩქარებასაც და საგოლე პასი გაკეთებასაც, თუმცა მისი მთავარი ღირსება საგოლე ეპიზოდების ცივსისხლიანად დასრულებაა, ნორვეგიის ნაკრებში ("სიტისგან" განახვავებით) კი კევინ დე ბრუინის მსგავსი "მხატვრები" არ არიან.

ჰოლანის ნაკრები "ერთა ლიგის" B დივიზიონში ბოლო 2 შეხვედრაში (სლოვენია და სერბეთი) დამარცხდა და საუკეთესოებში დაწინაურება ვერ მოახერხა.  "სიტის" გოლეადორს გოლი-გოლზე გააქვს და არც "ერთა ლიგა" ყოფილა გამონაკლისი. იმისთვის, რომ ერლინმა გაიტანოს, ნაკრებში ამაში ხელს "სოსიედადელი" ალექსანდრ სორლოში, "ფეიენოორდელი" ფრედრიკ ბროკანი თუ "საუთჰემპტონელი" მუჰამედ ელიონოუსი უწყობენ. გუნდურობის გარდა, ამ დონის კლუბებში მოთამაშეების შესაჩერებლად, რათა მათ თუნდაც შედეგიანი პასების შესრულება ვერ შეძლონ, საქართველოს ნაკრების წევრების კარგი საკლუბო პრაქტიკა გვჭირდება, რათა ფიზიკურად ბოლომდე მზად ვიყოთ. ეს ის საკითხია, რაც ხშირად პრობლემური გვაქვს.

Sportall.Ge

ცუდი სტატისტიკა უნდა გაუმჯობესდეს!

სამწუხაროდ, ბევრი არ არის ისეთი ქვეყანა, რომელთა ნაკრებთანაც ჩვენს ბიჭებს დადებითი სტატისტიკა ჰქონდეთ. ახლა ზუსტად ის დროა, როცა რაღაცების შეცვლა უნდა დავიწყოთ. ნაკრებში იმ დონის ფეხბურთელები არიან, ამის ამბიცია და რესურსი ნამდვილად აქვთ. შორს რომ არ წავიდეთ, ბულგარეთის ნაკრებს, რომელიც მუდამ ახერხებდა, დიდი ანგარიშით დავემარცხებინეთ, მისსავე მოედანზე დამაჯერებლად (5:2) ვძლიეთ. "ვალში" არც ჩრდილომაკედონიელები დაგვრჩენია.

შოტლანდიის ნაკრები ჩვენთვის თითქოს ყოველთვის რთულ მეტოქედ მიიჩნეოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან დროს ვაჯობეთ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში ხელი სატურნირო მოტივაციის გარეშე (ამ სტატუსით თამაში უფრო გვიმარტივდება) დარჩენილებმა შევუშალეთ. 2007-ში ეს "თითისტოლა" ბიჭებით (მაკარიძე, ყენია, მჭედლიძე) შევძელით. 4 მატჩში 2 გამარჯვება და ამდენივე მარცხი. დანარჩენ სამ მეტოქესთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს, ნორვეგიელების ძლევა კი ერთხელაც ვერ მოვახერხეთ (3 წაგება).

Sportall.Ge

ქეცბაიას ფაქტორი

განგებას ხანდახან უყვარს ისეთი სიტუაციების შექმნა, განსაკუთრებულ ინტერესს რომ იწვევს. ასეთი თემურ ქეცბაიას საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში ნამდვილადაა, რაც ამაღელვებელი მომენტია. თუმცა ახლა კვიპროსის ნაკრებს სხვა კუთხით შევეხებით.

გვახსოვს ქეცბაიას საქართველოს ნაკრები, ვიცით კვიპროსელთა რესურსის შესახებ და დარწმუნებული ვართ, თემური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, მისი გუნდი ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის რთულად დასამარცხებელი იყოს, საკუთარი კარის დაცვას დიდ ყურადღებას დაუთმობს. ეს, ერთი მხრივ, რთული იქნება სანიოლის გუნდისთვის, თუმცა დიდია იმის შანსიც, კონკურენტებმა ქულები დაკარგონ.

ჰოლანი, კვარაცხელია, პედრი - მომავლის ვარსკვლავები ერთ ჯგუფში იწყებენ!

altქეცბაიას წინააღმდეგ - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

alt"ერთი რამ ნათელია... ჩვენს სიტყვას ვიტყვით!" - სანიოლმა წილისყრა შეაფასა

მკითხველის კომენტარები / 26 /
მომკალით და ამ ჰალანდს ვერ ვიტან, რაღაცნაირად უშნო ტიპია. კი ბურთები გააქვს, მარა, როგორც ფეხბურთელს ვერ აღვიქვამ, მინდორს არ უხდება ესეთი ტიპაჟები! მე მომწონს შემომმქნედი ფეხბურთელები, რომლებიც დიდხანს გამახსოვრებენ თავს და ვერ ივიწყებ, მაგალითად: მარადონა, მესი, როლანდინიო, ნეიმარი, მართლა ჯადოქრები!
ლაშა
11:11 10-10-2022
7
რაღა თავმდაბლობა? საერთოდ რატო უყურებთ კვარას არასრულყოფილად მაინც? რაღაცნაირად? კაცი ნაპოლიში თამაშობს. კაცმა ჩემპიონთა ლიგაზე გოლი შეაგდო. ყველა მატჩში გოლს იტანს, პენალტს იკიდებს. მთელი მსოფლიოს ცნობილი ფეხბურთელები, მწვრთნელები და გამოცემები კვარაცხელიაზე წერენ და რაღა თავმდაბლობა? კარლო ანჩელოტიმ თქვენ გახსენოთ, თქვენ გაიტანეთ ლიგაზე გოლი, ნაპოლიში თქვენ ითამაშეთ თუ შეგიძლიათ? მერე ვილაპარაკოთ. კვარაცხელია რო ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია დღესდღეობით სსაქართველოს და რეგიონის მასშტაბით ეჭვი ვის ეპარება? ფაქტები კი სახეზეა.
ოეეე
17:41 11-10-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული