შოტლანდიურმა Brignews-მა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საკუთარი ნაკრების შანსები შეაფასა, ჯგუფში მეტოქეები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ თუ ხვიჩა კვარაცხელიას გაანეიტრალებენ, საქართველოს ეროვნულ გუნდთან 6 ქულას მოიპოვებენ.
რატომ გვექმნება ყოველთვის საქართველოსთან პრობლემა?
"2008 წელს შოტლანდიამ საფრანგეთს სასწაულებრივ სძლია სახლშიც და გასვლაზეც იტალიასთან რთულ ჯგუფში, თუმცა შესარჩევი ბარიერი საქართველოსთან 0:1 სამწუხარო წაგების შემდეგ სამარცხვინოდ ვერ გადალახა - ორივე გუნდის შესაბამისი კლასის გათვალისწინებით. 2016 წელს ისტორია განმეორდა, როდესაც შოტლანდიამ შოკისმომგვრელი მარცხი განიცადა (0:1) საქართველოსთან, როცა გორდონ სტრაჩანის გუნდს მოგებით პლეი-ოფის საგზურის მოპოვება შეეძლო.
მაშ ასე, შეძლებს შოტლანდია ამჯერად საქართველოს დამარცხებას? თუ ჯგუფში სხვა მეტოქეებს ვნახავთ, მაშინ საქართველოსთან დაკარგული ქულები შეიძლება კვლავ სასიკვდილო გამოდგეს, მაგრამ თუ სტივ კლარკის დაცვა მეტოქის ახალგაზრდა თილისმის "დამუხრუჭებას" მოახერხებს, მაშინ მათთან 6 ქულის აღების ფანტასტიკური შესაძლებლობა ექნება".