Brignews: თუ შოტლანდია კვარაცხელიას "დაამუხრუჭებს", საქართველოსთან 6 ქულას მოიპოვებს

AutoSharing Option
შოტლანდიურმა Brignews-მა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საკუთარი ნაკრების შანსები შეაფასა, ჯგუფში მეტოქეები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ თუ ხვიჩა კვარაცხელიას გაანეიტრალებენ, საქართველოს ეროვნულ გუნდთან 6 ქულას მოიპოვებენ.

რატომ გვექმნება ყოველთვის საქართველოსთან პრობლემა?

"2008 წელს შოტლანდიამ საფრანგეთს სასწაულებრივ სძლია სახლშიც და გასვლაზეც იტალიასთან რთულ ჯგუფში, თუმცა შესარჩევი ბარიერი საქართველოსთან 0:1 სამწუხარო წაგების შემდეგ სამარცხვინოდ ვერ გადალახა - ორივე გუნდის შესაბამისი კლასის გათვალისწინებით. 2016 წელს ისტორია განმეორდა, როდესაც შოტლანდიამ შოკისმომგვრელი მარცხი განიცადა (0:1) საქართველოსთან, როცა გორდონ სტრაჩანის გუნდს მოგებით პლეი-ოფის საგზურის მოპოვება შეეძლო.

დღეს ქართველი ფეხბურთელებიდან, ვისაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, უდავოდ ხვიჩა კვარაცხელიაა. "ნაპოლის" 21 წლის ტალანტი, რომელსაც "ქართველი მარადონა" უწოდეს, საგაზეთო სათაურებში მას შემდეგ მოხვდა, რაც ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" გამანადგურებელ მატჩში ტრენტ  ალეკსანდერ-არნოლდს შემმუსვრელი დარტყმა მიაყენა. ამას მალე ამსტერდამში "აიაქსის" ძლევისას (6:1) მისი გოლი და საგოლე გადაცემა მოჰყვა, რაც ნეაპოლში ფანტასტიკური კარიერის დასაწყისი გახდა.

მაშ ასე, შეძლებს შოტლანდია ამჯერად საქართველოს დამარცხებას? თუ ჯგუფში სხვა მეტოქეებს ვნახავთ, მაშინ საქართველოსთან დაკარგული ქულები შეიძლება კვლავ სასიკვდილო გამოდგეს, მაგრამ თუ სტივ კლარკის დაცვა მეტოქის ახალგაზრდა თილისმის "დამუხრუჭებას" მოახერხებს, მაშინ მათთან 6 ქულის აღების ფანტასტიკური შესაძლებლობა ექნება".

მკითხველის კომენტარები / 19 /
შოტლანდიელებს მინდა შევახსენო რომ იქ იმ დროს კარგ ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძეც იქნება და არა მგონია ჩაკვეტაძემ ნკლები დღე აყაროს მათ.ასე რომ ჩაკვეტაძეზე ზრუნვაც მოუწევთ და ალბათ არ გამოუვათ 2-ისეთი ფეხბურთელის დაჭერა როგორებიც კვარაცხელია და ჩაკვეტაძე არიან.
qomagi
20:09 21-10-2022
1
2008-ში 0-1, კი არა 0-2 წააგეთ სკოთებო, ბავშვებმა გათრიეს ყენიამ და მჭედლიძემ, კარშიც ბავშვი მაკარიძე იდგა და ვერაფერი დააკელით.DDD
რრრ
20:34 21-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული