ჩრდ. ირლანდია, ლიხტენშტაინი... - საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები ნოემბერში

AutoSharing Option
ნოემბერი დაიწყო და ქართველი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე(ებ)ს ამხანაგური შეხვედრების ფანჯარაში, რომელთა ჩატარების შესაძლებლობა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, 20 ნოემბრამდეა შესაძლებელი. ყველაფერი ეს უმოკლეს დროში უნდა გაცხადდეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილია, რომ ვილი სანიოლის გუნდი გრანდს არ დაუპირისპირდება. მან იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რაც სპარინგპარტნიორის შერჩევას უშლის ხელს. ერთ-ერთი ასეთი მატჩის შორს, დუბაიში გამართვის შესაძლებლობაა, რაც ბევრ ხარჯსა და დიდხნიან მგზავრობას უკავშირდება. კობიაშვილმა ისიც თქვა, რომ თუკი შეხვედრა საქართველოში შედგება, დიდი ალბათობით, ის ბათუმის სტადიონზე
ჩატარდება. მართალია, ინფორმაცია ჩვენი დამრიგებლის თანამემამულეების, საფრანგეთის ნაკრებთან შესაძლო დაპირისპირებაზეც გავრცელდა, თუმცა ეს ფედერაციის თავკაცის ნათქვამს ეწინააღმდეგება.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, Sportall.ge-მ მაქსიმალურად განიხილა და გააანალიზა ევროპული არაგრანდი ნაკრებების ნოემბრის გეგმები. გამორიცხული არაა, სპარინგმატჩი არაევროპულ ნაკრებთანაც გაიმართოს, თუმცა მეტი ალბათობა მაინც ალბათ თანაკონტინენტის წარმომადგენლებთან არსებობს.

Sportall.Ge

ჩრდ. ირლანდიის ნაკრები ისაა, რომელსაც ჩვენი არ იყოს, ჯერ უახლოესი მეტოქე არ გაუხმაურებია. თუკი იმაზე ვისაუბრებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე "ჯვაროსნების" მოწინააღმდეგე შოტლანდიის ნაკრები უნდა იყოს, ეს სპარინგი ცუდი ნამდვილად არ უნდა გამოდგეს.

ლიხტენშტაინის ნაკრებს ჯერჯერობით დაგეგმილი მხოლოდ 16 ნოემბრის თამაში აქვს (გიბრალტართან). საკმაოდ დიდია შანსი, მოლაპარაკებები მათთანაც მიმდინარეობდეს. ევროპაში კიდევ ორი ნაკრებია, რომლებიც ერთმანეთს 16 ნოემბერს, ბალტიის თასზე შეხვდებიან, ლატვია და ესტონეთი, სხვა სპარინგი კი არ დაუგეგმავთ.

არავინ ამტკიცებს, რომ საქართველის ნაკრები ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეხვდება, თუმცა ერთი შეხედვით, მათი კალენდარი თავისუფალი ჩანს, სხვა ევროპულ ნაკრებთა უმრავლესობას კი 2 მოწინააღმდეგე უკვე შერჩეული ჰყავს.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მომავალი წლის მარტში დაიწყება, პირველ მატჩში კი ნორვეგიის ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

altმოულოდნელი პრობლემა საქართველოს ნაკრებში - ვის გამოიძახებს სანიოლი?

altკობიაშვილი ამხანაგურ მატჩებზე საუბრობს - დუბაი თუ ბათუმი?

altინგლისი, საფრანგეთი, ბრაზილია - ვის შეიძლება დაუპირისპირდეს საქართველოს ნაკრები?

altვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ნოემბერში? - ექსპერიმენტების საშუალება სანიოლისთვის

მკითხველის კომენტარები / 23 /
Memgoni am tveshi agar moeswreba,aseti matchebi tveebit adre igegmeba...
Givi
12:18 02-11-2022
0
ასე, აბა რა. ხომ არ უნდა წავაგოთ.(გიბრალტართან, როგორ გაგვიჭირდა, მალე დამთავრებას ვნატრობდით).საინტერესოა, კაშიას თუ ათამაშებენ, რომ კობიაშვილს გადაასწროს, თამაშების რაოდენობით.
დიმა
09:07 02-11-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული