"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა

AutoSharing Option
"სიონი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვა. "სიონს" აგრეთვე მწვრთნელის თანაშემწე თამაზ სამხარაძე დაემშვიდობა.

"სიონის" დირექტორმა ლევან სილაგაძემ ფეხბურთელებს ახალი მწვრთნელი, გიორგი ჭელიძე წარუდგინა. ახალგაზრდა სპეციალისტი ბოლნისურ გუნდს სეზონის ბოლომდე დაეხმარება. მას ასისტენტობას გიორგი ოქროპირიძე გაუწევს.

ჭელიძემ დღეს პირველი ვარჯიში ჩაატარა. "სიონი" 33 ტურის შემდეგ 30 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა და 11 ნოემბერს "საბურთალოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
წყალწაღევული ხავსს ეჭიდებოდაო.უაზრო გადაწყვეტილებაა სამი ტურით ადრე მწვრთნელის გაშვება.ესენი ფლეი-ოფსაც წააგებენ ამ გადაწყვეტილებით.
Master
08 ნოემბერი 2022 20:08
1
გიორგი ჭელიძე ორი იყო ( მამის სახელებიც ერთი ქონდათ ).
ეს პაჭელოა?
თავდამსხმელი რომელიც იყო.
მოსკოვის ლოკომოტივში რო თამაშობდა.
თუ მეორე?
ფარსმან სპარი
08 ნოემბერი 2022 21:03
0
მემგონი მამის სახელი ერთნაირი არ ქონდათ, გავდა პროსტა ძაან.
თუ სწორად მახსოვს ერთუ იყო გიორგი ნოდარის ძე ჭელიძე და მეორე გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე :))

პ.ს. რამდენი უსარგებლო ინფორმაციით მაქ ტვინი გამოტენილი :(
Superman
08 ნოემბერი 2022 22:29
0
ახალი ცოცხის ეფექტის იმედად! პ.ს. გუნდია ძალიან სუსტი, ძმები ხორხელების გარდა უსუსტესი შემადგენლობაა, მოკლეს ბოლნისში ფეხბურთი.
ნერაძური
09 ნოემბერი 2022 09:05
1
უბრალოდ გაუგებარია უჩას რას ერჩიან როგორი გუნდი ჩაიბარა და რამდენი კარგი გააკეთა გუნდისთვის ლიდერებს მოუგო და ბევრი კარგი თამაშები ჩაატარა კალენდარი ცუდი არ ქონდა ბოლო თამაშების მოიგებდა კიდეც მაგრამ უმადურობა საზღვარი არ აქვს ასე მოექცნენ წყალტუბოშიც
ბაჩო
09 ნოემბერი 2022 08:53
1

სიახლეები პოპულარული