"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა

AutoSharing Option
"სიონი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვა. "სიონს" აგრეთვე მწვრთნელის თანაშემწე თამაზ სამხარაძე დაემშვიდობა.

"სიონის" დირექტორმა ლევან სილაგაძემ ფეხბურთელებს ახალი მწვრთნელი, გიორგი ჭელიძე წარუდგინა. ახალგაზრდა სპეციალისტი ბოლნისურ გუნდს სეზონის ბოლომდე დაეხმარება. მას ასისტენტობას გიორგი ოქროპირიძე გაუწევს.

ჭელიძემ დღეს პირველი ვარჯიში ჩაატარა. "სიონი" 33 ტურის შემდეგ 30 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა და 11 ნოემბერს "საბურთალოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
წყალწაღევული ხავსს ეჭიდებოდაო.უაზრო გადაწყვეტილებაა სამი ტურით ადრე მწვრთნელის გაშვება.ესენი ფლეი-ოფსაც წააგებენ ამ გადაწყვეტილებით.
Master
20:08 08-11-2022
1
გიორგი ჭელიძე ორი იყო ( მამის სახელებიც ერთი ქონდათ ).
ეს პაჭელოა?
თავდამსხმელი რომელიც იყო.
მოსკოვის ლოკომოტივში რო თამაშობდა.
თუ მეორე?
ფარსმან სპარი
21:03 08-11-2022
0

სიახლეები პოპულარული