საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნულ ნაკრებში მაროკოსთან მატჩისთვის 22 ფეხბურთელია გამოძახებული.
შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - 21 წლამდელთა ნაკრების წევრები გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგური მატჩისთვის მოემზადებიან. 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი თბილისში შეიკრიბება. 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრება.
გიორგი მიქაუტაძე და
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი)
დაცვა: გურამ კაშია ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია ("ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი ("კრემონეზე", კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე ("ჰათაისპორი", ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია ("პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო", თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია ("ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი ("ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი ("საბურთალო", თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი ("საბაჰი", ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი)
საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00 საათზე, ქალაქ შარჯაში გაიმართება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
14 ნოემბერს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მოახლოებულ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. სასტუმრო "შერატონში" პრესკონფერენცია 15:00 საათზე დაიწყება.
Nakrebi
ყოველი მოგება ავტომატურად ბიჭების დიდი კლუბების ინტერესის სფეროში მოქცევას ნიშნავს...