საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას მაროკოს წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში 17 ნოემბერს შედგება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნულ ნაკრებში მაროკოსთან მატჩისთვის 22 ფეხბურთელია გამოძახებული.

შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - 21 წლამდელთა ნაკრების წევრები გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგური მატჩისთვის მოემზადებიან. 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი თბილისში შეიკრიბება. 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრება.

გიორგი მიქაუტაძე და
დავით ხოჭოლავა საკლუბო მატჩების გამო წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი)

დაცვა: გურამ კაშია ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია ("ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი ("კრემონეზე", კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე ("ჰათაისპორი", ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია ("პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო", თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია ("ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი ("ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი ("საბურთალო", თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი ("საბაჰი", ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი)

საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00 საათზე, ქალაქ შარჯაში გაიმართება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

14 ნოემბერს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მოახლოებულ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. სასტუმრო "შერატონში" პრესკონფერენცია 15:00 საათზე დაიწყება.

Nakrebi
მკითხველის კომენტარები / 44 /
რაის ქვილითაია ბიჯოოო :)))))))))))))))))))))))))
kllaus
10 ნოემბერი 2022 15:08
6
ბარემ კაჭარავაც გამოეძახა ან დვალიშვილი იქვეა.დდდდდდდ
ggg
10 ნოემბერი 2022 17:17
3
კარგი იქნება და მე ვიტყოდი გასაოცარი თუ რეიტინგში 22-ე ადგილზე მყოფ მაროკოს მოვუგეთ!
ყოველი მოგება ავტომატურად ბიჭების დიდი კლუბების ინტერესის სფეროში მოქცევას ნიშნავს...
ლაშა
10 ნოემბერი 2022 15:04
1
გამიხარდა ჩაკვეტაძის,კიტეიშვილის,შენგელიას და ტაბიძის დაბრუნება ნაკრებში,წარმატებები!!
ირაკლი
10 ნოემბერი 2022 15:54
0
ქვილითაიას რაუნდა ნაკრებში სირცხვილია
dato
10 ნოემბერი 2022 18:25
9
სამრცხვინო შენი კომენტარია იმის მაგივრად რომ გაამხნევო სისულეებს წერ . სანიოლის ვერავინ ასწავლის ვინ გამოიძაზოს და ვინ არა .
gio9
14 ნოემბერი 2022 01:17
0
მივესალმები ტაბიძის დაბრუნებას ნაკრებში. ტრამვის შემდეგ დაიკარგა, იმედია ახლა ძველ ფორმასც აღიდგენს და უფრო მეტადაც განვითარდება. გოჩოლეიშვილი და ბერიძეც მაინტერესებს ნაკრებში. ზივზივაძე თუ არ გვყავს მჯერა ვოლკოვი გვასახელებს, მას მონდომება არ აკლია. ქვილიათაია ალბათ ზივზივაძის და მიქაუტაძის არ ყოფნის გამო მოიწვია. უკეთესი იქნებოდა სხვა მოესინჯა ვილის.
G.LA
10 ნოემბერი 2022 16:47
3
კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია მაინტერესებს ერთად!!! იმედია დააყენებს, იმიტომ რომ იმსახურებენ სასტარტოს. ძველი ჩაკვე ბრუნდება და ძააან მიხარია!
ზურა
10 ნოემბერი 2022 15:34
0
ქვილითაიას გამოძახებას ნოდარ სიმსივე გამოგეძახებიათ ჯობდა ფორმაში მყოფი ქვილითაია ძელია და უთამაშებელი რაიქნება რათუნდა ცოდნა! ჯოვინო გესინჯათ
beqa
10 ნოემბერი 2022 14:57
3
რა მამუჩაშვილი ხო არ გაუბერეთ? Ბურთების მომწოდებლად მიგყავთ?ან ქვილითაია სად იპოვეთ? Ბარემ დაუშვილი გამოიძახეთ და ხუბუტია კიდევ. Კარში ალავიძე დააყენეთ არ დაგავიწყდეთ.
jordan beli
10 ნოემბერი 2022 15:50
7
'გიორგი მიქაუტაძე და დავით ხოჭოლავა საკლუბო მატჩების გამო, წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.'

დავითაშვილიც მიქაუტაძეს ლიგაში არ თამაშობს?! :დდდ

დაიწყო ტყუილები.....
რიკი
10 ნოემბერი 2022 14:59
5
მამარდას ფასი 25 მლნ გახდა ტრანსფერმარკტზე
25 მლნ
10 ნოემბერი 2022 16:52
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული