ტრავმის გამო ხვიჩა ნაკრებს ვერ დაეხმარება - მორიგი შანსი ალთუნაშვილს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეიდან წლის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა. მაროკოსთან შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო "ნაპოლის" ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მომდევნო ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებს ბათუმის "დინამოს" წევრი სანდრო ალთუნაშვილი შეურთდა.

დღეს საქართველოს ნაკრები ილია კოკაიას სახელობის სპორტულ ცენტრში პირველ ვარჯიშს გამართავს. საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში 15 ნოემბერს გაემგზავრება და მაროკოსთან მატჩისთვის მოემზადება.

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში 17 ნოემბერს, თბილისის
დროით 20 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
მე როგორც გულშემატკივარი ეგოისტი ვარ სულ მინდა ხვიჩამ ითამაშოს, ვინც კარგად თამაშობს იმისი ნახვა მინდა აბა ვინც ფაფხურობს იმას კი არ დავეძებ. ამ დროს საკუთარ თავზე ვფიქრობ რადგან შოუს ნახვა მინდა :)
ეგ სრულიად ნორმალურია თუმცა, გულშემატკივარს უნდა გვეყოს იმის შეგნება, რომ ყველგან შეთქმულების თეორიები არ ვეძიოთ და ნორმალურად მივიღოთ ტრავმის ფაქტორიც.
როცა დასჭირდა ნაკრებს, ყველა თამაშზე თავი არ დაუზოგავს ხვიჩას. ერთა ლიგის ჯგუფიდან ფაქტობრივად მარტომ გაგვიყვანა და რომელ ასპექტში არ დაუდგა ნაკრებს გვერდით?!
იქნებ ამხანაგურის გამოტოვება გადავიტანოთ როგორმე და რაღაც აბსურდები არ ვაბრალოთ ან მწვრთნელს და ან ფეხბურთელს.
მწვრთნელს რომ არ ნდომოდა არც წინა სანაკრებოებზე გამოუშვებდა.
Skeleton
18:16 14-11-2022
1
უფრთხილდება უკვე ფეხებს? აღარ უღირს ნაკრებში თამაში?
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული