ტრავმის გამო ხვიჩა ნაკრებს ვერ დაეხმარება - მორიგი შანსი ალთუნაშვილს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეიდან წლის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა. მაროკოსთან შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო "ნაპოლის" ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მომდევნო ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებს ბათუმის "დინამოს" წევრი სანდრო ალთუნაშვილი შეურთდა.

დღეს საქართველოს ნაკრები ილია კოკაიას სახელობის სპორტულ ცენტრში პირველ ვარჯიშს გამართავს. საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში 15 ნოემბერს გაემგზავრება და მაროკოსთან მატჩისთვის მოემზადება.

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში 17 ნოემბერს, თბილისის
დროით 20 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
კვარაცხელია ყველას ძალიან გვიყვარს და გვინდ არომ ზევით და ზევით წავიდეს.მაგრა დალოცვილებო ეს სტადია ისე რო დაგედოთ და მთავრ გვერდე საქართველო იტალიის მატჩი გამოგეტანათ არ შეიძლებოდა საქმე ნაკრებს ეხება რომელიც მსოფლი ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვის.პატივი ეცით სხვებსაც.
მოსეხონელი
14:10 14-11-2022
1
ვიცოდი აქამდე მივიდოდა საქმე....იმედია ჩაკვეც არ გამოგვაკლდება.გამოცხადებული მარცხის ქრონიკას გავს.ჯერ მეტოქე ძლივს ვიპოვეთ,მერე მეორე მეტოქე ვერ შევარჩიეთ ამხელა მსოფლიოში,შემადგენლობა გვიან გამოქვეყნდა.ხოჭოლავა და მიქაუტაძე კლუბების გამო არ გამოვიძახეთ,რა თამაშები აქვს კოპენჰაგენს გაგანია სანკრებო სეზონზე საინტერესოა.არანაირ წინასამატჩო შეკრება თითქმის არაა,ახლ კიდე კვარას და ჩაკვეს ტრავმები.ერთი მხრივ არაა ცუდი კვარას გარეშე ვნახოთ რას წარმოადგენს ნაკრები,მაგრამ აშკარად ჩანს ფედერაციის ზერელე დამოკიდებულება ამ სანაკრებო პაუზაზე.არადა კარგი იქნება წლის წაუგებლად ჩამთავრება,ან მეორე თამაში რატომ ვერ უნდა დაგეგმო,ამდენი არაბული ქვეყანაა დუბაის გარშემო.ამხანაგური თამაში ზედმეტი არასდროსაა.
master
12:21 14-11-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული