საქართველოს ნაკრები საემიროებში ჩავიდა - ჩაკვეტაძე გუნდს შეუერთდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მისაღებად არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩავიდა.

შარჯაში გამგზავრებამდე, ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში კვლავ არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. გურამ კაშია, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი აბურჯანია და გიორგი ქვილითაია ეროვნულ ნაკრებს შარჯაში შეუერთდნენ.

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით მატჩის მასპინძელ სტადიონზე 16 ნოემბერს, 18 საათზე ივარჯიშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია),
ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი)

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში შარჯას საფეხბურთო სტადიონზე 17 ნოემბერს, 20 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლორია, საზონოვი,ტაბიძე, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, კვეკვე, კიტე, ბერიძე, დავითაშვილი და რომელიც გნებავთ ქვილითაიას გარდა. არ გაგიკვირდეთ, რომ ამ სასტავით დაიწყოს, რადგან ასეთ შემთხვევაში თუ ვინმე გამოიკვეთა, თან ასეტ გუნდთან, ეეეე, ის იქნება ზუსტად სრულფასოვანი ნაკრების ახალი სენაძენი და დასაყრდენი. 2 ფეხბურთელიც რომ გამოირჩეს, კარGია, მეტი, მაგასარევი. ვნახოთ
ლევან მაღლაკელიძე
16 ნოემბერი 2022 20:56
1
სუფთა ფრეა 2-2!
მწვრთნელი
16 ნოემბერი 2022 17:19
0
ბიჭებო ეროვნული გუნდის მთლიან შტაბს მივმართავ მიუხედავად იმისა რომ ამხანაგური მატჩია გამარჯვებაზე უნდა იგიქროთ და ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოდ თქვენ საქართველოს წარმოადგენთ წარმატებები საქართველოს)
Gio9
16 ნოემბერი 2022 17:10
0
Sazonovma da gagnidzem kargi evropuli gundebi unda monaxon,ragac ar gauchalichoon...imedia gocholeishvilic ar daematebat sadardeblad...warmatebebi bichebs!!!
Givi
16 ნოემბერი 2022 15:35
0
ზურიკო თავდახრილი რომ დარბიხარ ეს რისი გამოძახილია? :–)D
ლაშა
16 ნოემბერი 2022 09:58
3
"ნაპოლის" არ ჩამორჩეთ და აჩვენეთ, რომ კვარასთან ერთად უკეთესი, მაგრამ მის გარეშეც კარგი გუნდი გვყავს. წარმატებები ბიჭებო !!!
დინამოელი
16 ნოემბერი 2022 09:36
0
საზონოვი ჯაშია და ტაბიძე უნდა დააყენოს ცენტრში დანარჩენი მცველები რა მოხელეებიც არიან კი ვიცით
რონი
16 ნოემბერი 2022 09:10
1
ძალიან კარგია საზონოვი რომ დაითრიეს ნაკრებში ! ძალიან მაგარი ფიზიკური მონაცემები აქვს და კოჭებში ეტყობა რომ მაგარი ცენტრალური მცველი გვეყოლება მომავალი 10-15 წლის განმავლობაში !
zura222
16 ნოემბერი 2022 05:33
2
კვარა არ წავიდა ? ქასულიყო მაინც გაესეირნა გუნდთან ერთად თანაც საემიროებს დაათვლირენდა P
zura222
16 ნოემბერი 2022 05:30
5
ხვიჩას გარეშე ამ მოყვარულების ტანჯვას როგორ უნდა უყურო?
სანი
16 ნოემბერი 2022 02:06
48
სვარკას უყურე მაგ დროს
kaka
16 ნოემბერი 2022 10:39
0
არ უყურო ! წადი და უყურე კერლინგს ეგაა საშენო სპორტი
zura222
16 ნოემბერი 2022 05:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული