საშინელი პირველი ტაიმი - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან მარცხდება

AutoSharing Option
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ მაროკოსთან 0:2 მარცხდება.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას
და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30)

მაროკო: ბუნუ, საისი, აგერდი, ჰაკიმი, ატიატ-ალა, ზიეში, ამალა, ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი, კიტეიშვილი, ვოლკოვი

მკითხველის კომენტარები / 51 /
რამ გაგაბრაზათ ხალხო ამხანაგური თამაშია. თან ნახევარი გუნდი არ გვყვავს და მეორე ნახევარი საშინელ ფორმაშია. ამ თამაშით სანიოლი დაინახავს ოფიციალური თამაშებისთვის ვისი გამოძახება ღირს და ვისი არა.
აკო
17 ნოემბერი 2022 21:16
18
ქართულად დავწერე მემგონი ხოოო. პასუხგასაცემი მეტი კომენტარი ვერ ნახეე არაა.. ვიმხიარულოთ და ვიზეიმოთ მეთქი სად წაიკითხეე?? ის დავწერე ამხანაგური თამაშია და არ ღირს გაბრაზება და ესეთი აგრესიული კომენტარები რაც წავიკითხე.. არც მაროკოზე დამიწერია რამე.. ვხედავთ ყველა რომ ამ თამაშში ჩვენზე გაცილებით მაღლა არიან.. ამ თამაშში მხოლოდ.. მაგრამ ზიზღისა და აგრესიის მეტს მაინც ვერავისში ვერ გამოიწვევ აქ. მესმის გაჭირვებული ქვეყანა ვართ და ნერვები ხელით დაგვაქვს მაგრამ კომენტარებში მაინც ნუ გამოხატავთ ესეთ ზიზღს არ შეიძლება? კაის დაწერ რამეს ყველა გლანძღავს.. ცუდს დაწერ ყველა გლანძღავს.. ერთმანეთს პატივი ვცეთ და ესეთი ირონიული და ქილიკური კომენტარები აღარ დავწეროთ რაა
აკო
17 ნოემბერი 2022 21:41
5
ნახევარ გუნდში ალბათ კვარა იგულისხმე.
მდააა...
17 ნოემბერი 2022 21:31
1
ყველა გამოხმაურება
თუ იცით ვინმემ, აზაროვმა რა დააშავა, არც სერბეთში ათამაშებენ, არც ნაკრების მესამე შემადგენლობაში. ჯარში ხომ არ წაიყვანეს?
საინტერესოა
17 ნოემბერი 2022 22:32
0
კვეკვესკირი,ვოლკოვი ,კვირკველია, ქვილითაია გასაშვები არიან ნაკრებიდან . რა უნდა საერთოდ გუნდს , ვინმემ გაიგეთ ? უკან პასი იცოდნენ ადრე , იმასაც ვერ აკეთებენ . შეტევაში არაფერი ხელის მოსაჭიდი. , სირბილი არ შეუძლიათ , სისწრაფე არა , ფიზიკა არა . რაღა დარჩა ? ერთი უეჭველი პანალტი არ დადეს ჩვენს კარში . მამარდაშვილი კი იყო წინ გამოსული , მაგრამ მე კაშიას ვაბრალებ ამ ბურთს და სხვისი არ ვიცი . ამხელა სტაჟის ფეხბურთელი რომ ესეთ უაზრო რაღაცას აკეთებ , რაღა უნდა ვთქვა ? ადრეც ვწერდი და ახლაც ვიტყვი , ამ დონის გუნდში მისწრებაა ისეთი შემტევი, სწრაფი ფეხბურთელი , როგორიც კირკიტაძეა . სულ რომ არაფერი , გრძელ , გადაგდებულ პასზე მცველის გასწრების დიდი შანსი აქვს და უყურადღებოდ ვერ დატოვებენ . ნაგინები აქვს ხიზანიშვილზე თუ რა ხდება არ ვიცი . ასევე არ ვიცი სადაა ბუდუ ? მოკლედ , არანაირი გეგმა , მონახაზი , ტაქტიკა აქ არ ჩანს . დამაწყდა ნერვები .
zaza
17 ნოემბერი 2022 22:20
1
გეთანხმები კაშიას შეცდომას მოჰყვა მეორე გოლი. გიორგი რას წარმოიდგენდა რომ კაშია ასე უაზრო პასს გააკეთებდა და წინ იყო. გურამს ჩაუჭრეს და ეგრევე კარში დარტყმა მოყვა. რაც შეეხება კირკიტაძე კი დარბის მაგრამ კლასი აკლია როგორც ლობჟანიძეს. ზივზივაძეს მხარზე ოპერაცია გაუკეთეს დაიმტვრა.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
17 ნოემბერი 2022 22:40
0
გიორგი კაჭკაჭიშვილი

კლასი როგმ აკლია გეთანხმები გიორგი , მაგრამ დღეს მოედანზე მყოფი თავდამსხმელებიდან რომელს აქვს კლასი ? კირკიტაძეს სისწრაფე მაინც აქვს . ამათ ,რომელიმეს აქვს სისწრაფე ? ესეც არა აქვთ და მათთან შედარებით იმითაა სასარგებლო , რომ გაქცევა შეუძლია და მეტოქის მცველები უყურადღებოდ არ ( ვერ) დატოვებენ ფეხბურთელს , რომელიც ასე სწრაფად მიიწევს საჯარიმოსკენ და ,,პრასტრელს " აკეთებს . ხშირად უმისამართოს , მაგრამ მაინც სახიფათოს . ამით გამოვარჩიე , თორემ მბაპე რომ არ არის , მეც ვიცი .
zaza
18 ნოემბერი 2022 02:14
0
არადა, ძლივს გავუსწარით ბანგლადეშს და კომორის კუნძულებს.
აფსუს
17 ნოემბერი 2022 21:44
1
კარგი გუნდია მაროკო
pepe
17 ნოემბერი 2022 21:25
2
ფეხბურთი ამას არ ქვია, ეს უფრო სპორტის სხვა სახეობაა მაგრამ კომენტატორება აშკარად ჯობს. მართლა პირველი არხი
ბექა
17 ნოემბერი 2022 21:23
0
საყრდენები სად იმალებიან ვერ ვხვდები ხომ არ ჯობს აბურჯანია მოიხსნას კიტემ უკან დაიწიოს და ყველა ბურტი მან წამოიღოს?
ანტა
17 ნოემბერი 2022 21:07
1
მორჩა როგორც ჩანს გიბლარტარები და გუბერნიას უცე მიუჩინეს მისი ადგილი .
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
17 ნოემბერი 2022 21:41
7
მამარდაშვილზე დაყრდნობა არ შეიძლება.მაგარ ბურთებს კი იღებს მაგრამ ისეთ შეცდომებს უშვებს, გადაგახაზინებს ყველაფერს.
Status quo
17 ნოემბერი 2022 21:18
20
კაშიას ჩ----ს მამარდას ნუ ტენი. გიორგი იქ იდგა სადაც უნდა მდგარიყო, რომ საჭიროების შემთხვევაში პასი მიეღო.
რრრ
17 ნოემბერი 2022 21:22
3
რათქმაუნდა. რა მეკარეა ის ვინც თავისი თანაგუნდელისგან თავზე გადაგდებას არ ელოდება
გოგა
17 ნოემბერი 2022 21:26
1
გავისიპრენიტ ნეტა
kaka
17 ნოემბერი 2022 21:08
0
გავიშიფრ-გამოვიშიფრეთ და მივიშიფრ-მოვიშიფრეთ, მაგრამ ასე სამ-ოოთხ ციკლს კიდევ იშიფრავებს სანიოლი და სასტავი.
ვინ დაუშლის რო?
17 ნოემბერი 2022 22:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული