ჰაკიმ ზიეშმა საქართველოს ნაკრებს მოედნის ცენტრიდან გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროს ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში მაროკოს უპირისპირდება და პირველი ნახევრის შემდეგ 0:2 მარცხდება.

პირველი გოლი მე-5 წუთზე "სევილიას" ფორვარდმა იუსუფ ელ ნესირიმ გაიტანა. რაც შეეხება მეორე გოლს, 35-ე წუთზე "ჩელსის" ნახევარმცველმა ჰაკიმ ზიეჩმა მოედნის ცენტრიდან ულამაზესი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა და გიორგი მამარდაშვილს შანსი არ დაუტოვა.

altსაშინელი პირველი ტაიმი - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან მარცხდება

მკითხველის კომენტარები / 17 /
რაღა დაგიმალოთ და სასარგებლო გოლი გაუშვა მამარდაშვილმა და სასარგებლო ორი რამითაა: 1) გველის ნაკბენივით დაამახსოვრდება ეს ბავშვური შეცდომა და მეტს აღარ იზავს ასეთ სისულელეს და 2) კიდევ კარგი რომ ესეთი გოლი ამხანაგურ შეხვედრაში გაუშვა და არა სერიოზულ გადამწყვეტ თამაშში. იდეაში ამხანაგური შეხვედრები ესეთი ლაფსუსების ახმოფხვრისთვისაა
z
17 ნოემბერი 2022 21:40
3
კაშია 25 წელია ფეხბურთს თამაშობს ხომ ხოდა შემდეგი 25 წელი უნდა დასვა და ყოველდღე აყურებინო ის მომენტი რა დროსაც პასს აკეთებს, ეგ გოლი უფრო კაშიას სინდისზეა ვიდრე მამარდაშვილის, ზოგადად როცა შენი გუნდი ბურთს ფლობს და შეტევას იწყებს მეკარეები ასეთ დროს წინ არიან ხოლმე გამოსულები.
მამუკა
18 ნოემბერი 2022 01:05
1
კაშიას შეცდომაა მეტად ვიდრე მამარდასი
კაშია. კვირკველია.კვეკვესკირი.აბურჯანია კარებისკენ . ეგენი არიან მუხრუჭები
rembo
17 ნოემბერი 2022 22:23
3
ამ არაბებს როგორ უნდა მოაგებინო უბრალოდ. შუბლის ძარღვი არ გააჩნიათ ამ დებილებს?!
ბიჭო, ერთი რამე ვერ გავიგე. მიდი რა მოინდომე, თავს გადაახტი. ესე უგულოდ როგორ უნდა ითამაშო. თან ტიპებს (ჩვენებს) არ ეშინოდათ აშკარად, მაგრამ არც თამაშობდნენ!... რახან მსოფლიოზე გასულ გუნდს ვეთამაშებით კი არ უნდა დავუწვეთ!
იმის დედა ვატირე, ამ თამაშმა გამახსენა ჩრდ. მაკედონიასთან ევროპაზე გასასვლელი ვერმოგებული ფინალი, ზუსტად მსგავსად უნიათოდ და უგულოდ თამაში!
ლაშა
17 ნოემბერი 2022 22:52
8
ეხლა მეორე ტაიმში დადგებიან ჩვენები დაცვაში და მერე იტყვიან მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთო)
გიუშა
17 ნოემბერი 2022 21:20
1
რაოო ვისი მეკარეო …?! ერთი კუთხურიდან უშვებს მეორე ცენტრიდან !!!’ დააბრუნეთ ლორია და მაკარიძე და ეგ ბავშვთა ბაღი შეინახეთ სადმე შორს …თუნდაც 130 მილიონი გაუხდეს ფასი !!!
რაოოო
17 ნოემბერი 2022 21:21
28
თუ ძმა ხარ ნუ გადააყოლებ ეხლა ამ შეცდომას, იმედი მაქვს ისწავლის თავის შეცდომებზე. მეორეჯერ თუ დაუშვებს იგივე შეცდომას მერე იძახე რაც გინდა და მეც დაგეთანხმები რომ ე.ი. ვერ სწავლობს და ვერ ვითარდება, მაგრამ ამ ბიჭს არაფერი ეტყობა რომ უტვინო მოთამაშე იყოს, ასე რომ წარმატებები და განვითარება გიორგის!!!
ზურა
17 ნოემბერი 2022 21:43
6
მე არ გადავაყოლებ …ზოგიერთებივით ორი ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოს ერთერთ მაგარ გუნდში იმდენი სტაბილური სეზონი ორ ავტოგოლს რომ აძახებენ …უბრალოდ იმდენად ახალგაზრდები და გამოუცდელები არიან რომ ავიწყდებათ სად არის კარები და რომ
თვითონ არიან მეკარეები …ბოლოსდაბოლოს მეკარე არის კონიაკივით რაც უფრო ძველია და გამოცდილი მით უკეთესია …და მთავარი სანამ კარგად თამაშობს ლორია იქნება თუ მაკარიძე ითამაშოს ვაა…დონე დაუვარდებათ ან გავლენ პენსიაზე ე მერე ბატონო გინდ მამარდა გინდ კუპატაძე ვინც იქნება უკეთეს ფორმაში და დონეზე…უბრალოდ ტეხავს ეს 22 წლის არის გაუმართლა ვალენსიაში და პერსპექტივის გამო 30 მილიონი გახდა მაგის გამო ლორია ამოაგდო არც ლამაზია მერე ყველამ ვიცით და ჩანს კიდეც რომ ლორიაც და მაკარიძეც ( ეგ ვერაა ცოტა ფორმაში კი ბატონო ) უკეთესი მეკარეები არიან რაა !!!!
ზურას
17 ნოემბერი 2022 22:15
5
ასეთი საცოდაობა დიდი ხნის ნანახი არ მქონდა! ყველა რგოლში ჩაჳარდნა, კარებში დარტყმის დროს მეკარეს უმიზნებდნენ, შემთხვევით ბურთი რომ არ გაეტანათ. მაგარი სირცხვილი!
მერაბი
17 ნოემბერი 2022 22:27
1
კარგით შეეშვით თავის შეცდომაც ეყოფა
papa
17 ნოემბერი 2022 22:04
3
არასდროს, არაფერი გეშველებათ! დორბლიანები ხართ და მასე გაგრძელდება თაობებზე!
ბაქარ
17 ნოემბერი 2022 22:45
8
გუნდმა დღეს ისე ითამაშა კაშია კაშიაშვილი გეგონება,კვეკვესკირი კვეკვესური,აბურჯანია აბურჯანიანი, შენგელია შენგელიძე და ასე.შ,ვერც დავითაშვილს შევატყე დავითაიობა და არც მამარდაშვილს მამარდასკუობა
სოსო
17 ნოემბერი 2022 22:55
17
ჩვეულებრივი აგენტი ხარ რომელიც ქართველებში შუღლის ჩამოგდებას ცდილობს
კრაზანა
18 ნოემბერი 2022 09:39
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული