0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
რამდენს გაგახსენდათ 2 წლის წინანდელი ნაკრები :(:(:( არადა...
ბექა
18 ნოემბერი 2022 08:30
1
kashia rom gekoleba dazvashi gagitaneben aba ra zentridan!
qomagi
17 ნოემბერი 2022 23:22
15
დღევანდელი წაგებით არაფერი არ იცვლება მაგრამ რამოდენიმე პრობლემა უნდა მოაგვაროს სანიოლმა..ნაკრებში არ უნდა გამოიძახოს ვინც ძლივს დადის წონის გამო,კონკრეტულად დავითაშვილი,2.უთამაშებელი ფეხბურთელები ნაკრებში არ უნდა იღებდნენ სათამაშო პრაქტიკას,ქვილითაია,ვოლკოვი..და ყველაზე მთავარი დისციპლინა და გულშემატკივრების პატივისცემა,თამაშის დაწყებამდე ლაივი არ უნდა ქონდეთ ფეხბურთელებს ჩართული..
ანდრო
17 ნოემბერი 2022 22:56
2
ჩრ. მაკედონიასთან ბოლო თამაშში გამოჩნდა სერიოზული პრობლემები.. მე მგონი ჩვენი გუნდის მწვრთნელები (სანიოლო და ხიზანა) მაინც არ არიან მაღალი დონის..
Zviads
17 ნოემბერი 2022 22:55
3
ვაიმეეეე...უკომენტაროდ
Dato
17 ნოემბერი 2022 22:51
2
ცდებით, სულაც არ წაგვიგია უშანსოდ. ჩვენმა ფედერაციამ სარჩელი შეიტანა ფიფასა და აფრიკის ერთა ლიგაში - ჩვენ ჯერ სალამი არ გვქონდა ნათქვამი, ისე გვეტაკნენ ეგ შაითნებიო. დიდი შანსია, რომ ტექნიკური მოგება ჩაგვითვალონ 3:0 ან უკიდურეს შემთცვევაში, 30 აქლემი და 60 ჯორცხენა გადმოგვცენ საკომპენსაციოდ...
კოზმანაშვილი
17 ნოემბერი 2022 22:43
7
ექსპერიმენტებმა არ გაამართლა. ძირითადის ფეხბურთელებს თამაში არ უნდოდათ, მაგრამ არაფერი ტრაგიკული. ნოემბრის თამაში ვერანაირად ვერ გამოდგება მარტის მოსამზადებელ თამაშად.

საქართველომ ცუდად ითამაშა, თუმცა მე არ მეგონა თუ ასეთი კარგი გუნდი იქნებოდა მაროკო.
დააT
17 ნოემბერი 2022 22:34
3
ნაკრები კიდევ რაღაცას ცდილობდა თამაშში დაბრუნებას და ეს კომენტატორები რა გახდნენ სულ აცდენაში რომ არიან!
გიორგი
18 ნოემბერი 2022 00:39
4
თვითკრიტიკა არ გაწყენთ ფეხბურთელებო,თან მიწაზეც დაეშვებით!!!!
ირაკლი
18 ნოემბერი 2022 00:33
0
Ise gulze xeli davidot da simartle vtqvat:seqtembershi gagvimartla makedoniastan budum da kvaram gvishvela torem arc is matchi vargoda xarisxit da mashinac kvekve-abus dueti centrshi iko sashineli...mere iko gibraltari da dzlivs mogeba...mashinve rom gaketebuliko swori daskvnebi dges minimum sxva sakrdenebs vixilavdit magram...
Givi
17 ნოემბერი 2022 23:30
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული