0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
ნეტა ღარიბაშვილი არ შეხვდება ნაკრების ფეხბურთელებს?!
*
18 ნოემბერი 2022 00:44
10
ორივეს გყავთ მაგარი წარმეტებული ტიპი--ხაბეიშვილი DDD
zura222
19 ნოემბერი 2022 08:26
0
რომელი ნაკრების ფეხბურთელებს?მაროკოსი? მაგას მარტო წარმატებული ხალხი უყვარს.ეგაა ოღონდ თვითონ ვერ გახდა წარმატებული
დავით 67
18 ნოემბერი 2022 02:29
10
ნაკრები კიდევ რაღაცას ცდილობდა თამაშში დაბრუნებას და ეს კომენტატორები რა გახდნენ სულ აცდენაში რომ არიან!
გიორგი
18 ნოემბერი 2022 00:39
4
თვითკრიტიკა არ გაწყენთ ფეხბურთელებო,თან მიწაზეც დაეშვებით!!!!
ირაკლი
18 ნოემბერი 2022 00:33
0
გოჩოლეიშვილი მომეწონა. ძარღვი აქვს ბიჭს. ბერიძე და საზონოვი შეცვალაზე კარგი იყვნენ.
გიორგი
18 ნოემბერი 2022 00:26
2
რამდენჯერ დავწერე,რომ ჩვენი ნაკრები არის ძალიან არაორგანიზებული! გავაღმერთეთ ნაკრები,ვახ ეს რა მაგრები არიან ჩვენი ფეხბურთელები,ყველას მოუგესო! ერთა ლიგაზე რა გუნდებს მოვუგეთ ხალხნო არ გახსოვთ? და ისეთი დაბალი დონის გუნდებთანაც რა თამაშები აჩვენა ნაკრებმა! მწვრთნელის ხელი ხომ საერთოდ არ ეტყობა გუნდს არცერთ ასპექტში! ფეხბურთელებზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი "კალხოზ" !!!
ერთადერთი ნათელი წერტილი არის ჩვენს ნაკრებში კვარაცხელია. რომ არა კვარა მაგ უბანძეს ერთა ლიგაზეც ვერ მოიგებდნენ ესენი ვერცერთ თამაშს!!!
gulshematkivari0703
18 ნოემბერი 2022 00:13
4
პირველივე წაგება და 11 მერე და ეგრევე ლანძღვა.რაუბედურება პირველი ვე ფეხი დაცდენაზე ასეთი კომენტარები ხომ შევთახმდით რომწავაგოტ არ დავიწყით ლანძღვა გინებათქო.რავი ამ კომენტარს ბევრინლაიქი ქონდადა:(ისე ცნობისთვი მაროკოს 15 ფეხბურტელი ტობ 5ში პოვრად კიარ მუშაობენ ესეიკი აკმაყოფილებენ დონეს
მოსეხონელი
18 ნოემბერი 2022 05:36
3
ამ უინტელექტო ნაკრებში მეცოდა კვარაცხელია და მამარდაშვილი, ჩაკვეტაძეც ფორმას თუ დაიბრუნებს. დღეს ნული იყო კიტეიშვილი, კაშიაზე ადრეც დავწერე, შეუცვლელია ნაკრებისთვის, მაგრამ თავადაც მოეხსენება რატომაც ვერ მოხვდა კარგ გუნდებში, გოჩალეიშვილის და საზონოვის შეფასებისგან თავს შევიკავებ, პირველ ნაბიჯებს დგამენ და იმიტომ, აბა დანარჩენების შეფასებაც არ ღირს, ზოგიერთებმა კი აჯობებს სხვა პროფესიაში ცადონ ბედი...საცოდავი სანახავი იყო ნაკრები მაროკოს ფონზე, თუ წინსვლა გვინდა ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ, შევაფასოდ ...ბევრი ვიშრომოთ და ვისწავლოთ, მაგრამ ამის სურვილი სამწუხაროდ ქვეყანაში ცოტას აქვს..
გუსანი
18 ნოემბერი 2022 00:13
0
გაშვებულ მეორე ბურთზე, ჩემს დროს იტყოდნენ: "გაგრის პლიაჟიდან დაურტყეს და გაუტანესო"... ეს ტერმინი დაიბადა ქალაქ გაგრაში. გაგრის ცენტრალური სტადიონი, ზღვის ნაპირის მიჯნაზე იყო. ჰოდა ამ სტადიონზე მოსკოვის "დინამოელს", ლეგენდარულ ლევ იაშინს(მაშინ ახალგაზრდა იყო) მოწინააღმდეგე გუნდის მეკარემ, თავისი საჯარიმო მოედნიდან, გოლი გაუტანა. სწორედ მაშინ იხუმრა მიხეილ იაკუშინმა(მოსკოვის "დინამო"ს მწვრთნელი): "ფუ ბლიად, ს გაგრისკოვა პლიაჟა პროპუსტილ გოლ".
პეტკა დემენტიევი
18 ნოემბერი 2022 00:13
1
ქაოსი. საზონოვი და ბერიძე დასამატებელია.
ლევან მაღლაკელიძე
18 ნოემბერი 2022 00:11
0
მაროკო არც ბულგარეთი იყო და არც მაკედონია, როგორც აღმოჩნდა არც ჩვენ, ბევრს ეწყინება კიდევაც მაგრამ სიმართლეს ვერსად გავექცევით ვართ ერთ ბიჭის კრეატივზე ძალიან დამოკიდებული საშუალოსთან მიახლოებული ნაკრები მის გარეშე კი ტიპიური უფანტაზიო მესამე ეშელონის გუნდი. დღეს რა მოხდა ჩვენზე გაცილებით ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა მაგრამ არა ტოპ გუნდმა მაგრად მიგვაპრესინგა, თამაში სწრაფ დინამიკაში შემოგვთავაზა და ჩვენი გუნდი მოედნიდან გაქრა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში მეორეში მეტოქე ფეხებსაც გაუფრთხილდა ბურთიც დაგვითმო მაგრამ ჩვენი გუნდის კრეატივი შეტევაში იგივე ნიშნულზე იყო რაც პირველში. ეს მატჩი საგანგაშო სიგნალის ზარს გავდა კარსმომდგარ ევროსაკვალიფიკაციოს წინ, ჯგუფში ამ მაროკოს დონის 2 ნაკრები ხოლო მასზე უკეთესი ერთი გვყავს, პრესინგით თუ ასე დაგვანგრიეს და ბურთი ცენტრიდან ვერ ამოვიტანეთ. ვეჭვობ კვარამდე ასეთი დონის ნაკრებებმა ბურთი საერთოდ მიგვატანიოს მაქსიმუმ კონტრზე ერთი ორჯერ. ამ გუნდს ჰაერივით სჭირდება კვარას დონის თუ არა მისი ნახევარი ლეველის მაინც 2-3 ფეხბურთელი განსაკუთრებით. ცენტრ: დაცვა , ცენტრ: ნახევარდაცვაში. ფაქტია ნაკრები საშუალო ევროპული დონის კვალიფიციური ფეხბურთელების სერიოზულ დეფიციტს განიცდის. და მეორე ნომრად თამაშის მაშინ აქვს შედეგი როცა დაცვის ხაზი მოწესრიგებულია და იმ კრეატიულ მოთამაშემდე ვინმეს სწრაფად და ზუსტად პასის მიცემა შეუძლია ეს პერსპექტივაში ჩაკვეტაძე უნდა იყოს.
Charley
18 ნოემბერი 2022 00:05
5
ყველაზე მთავარი არის მწვრთნელი
სანიოლი არ არის მწვრთნელი
18 ნოემბერი 2022 00:04
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული