0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
ძალიან გაწბილებული დავრჩი დღევანდელი თამაშით.კაცს რომ ვერ გამოყოფ,გამოყოფილი, ეს გუნდია(მამარდა და წიტეიშვილი ჰა,ჰა)დანარჩენი ნული.კვირკველია რას თამაშობდა(თუ თამაში ქვია)თვითონაც არ იციდა.კაშოც ძალიან სუსტი იყო,კვეკვესკირი და აბურჯანიას დროა ზამენები უპოვოთ,დავითაშვილი ნული,ვოლკოვი,აბა რა გითხრათ,ერთი ახტომის გულისთვის(შვეციასთან თამაში მაქვს მხედველობაში)ნაკრებში არ უნდა იწვევდნენ.დანარჩენი,ბოდიში მასთან და თავდამსხმელის არაფერი არ გააჩნია(სანაკრებო მაქვს მხედვობაში)კიტემ გული დამწყვიტა,რომ ვიცი მისი შესაძლებელი იმიტომ.დანარჩენი რა,ვიცი მოკლედ სერიოზული სამუშაო აქვს სანიოლის,სანტოსის, რამეს გვინდა მივაღწიოთ.კარგი ადამიანი და კარგი ბიჭია,არ ნიშნავს რომ ნაკრებში აუცილებლად გამოსაძახებელი.აქ ყველაფერს,როგორ თანაშობ ის უნდა წყვეტდეს.წარმატებები ნაკრებს.პ.ს.ს მაინტერესებდა,რატომ გამოდიან მეკარეები ასე შორს კარიდან,რა არის ამის მიზეზი.ეს ისე,გამახსენდა უცბად....
კახა ქ.
18 ნოემბერი 2022 04:52
3
ამ უინტელექტო ნაკრებში მეცოდა კვარაცხელია და მამარდაშვილი, ჩაკვეტაძეც ფორმას თუ დაიბრუნებს. დღეს ნული იყო კიტეიშვილი, კაშიაზე ადრეც დავწერე, შეუცვლელია ნაკრებისთვის, მაგრამ თავადაც მოეხსენება რატომაც ვერ მოხვდა კარგ გუნდებში, გოჩალეიშვილის და საზონოვის შეფასებისგან თავს შევიკავებ, პირველ ნაბიჯებს დგამენ და იმიტომ, აბა დანარჩენების შეფასებაც არ ღირს, ზოგიერთებმა კი აჯობებს სხვა პროფესიაში ცადონ ბედი...საცოდავი სანახავი იყო ნაკრები მაროკოს ფონზე, თუ წინსვლა გვინდა ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ, შევაფასოდ ...ბევრი ვიშრომოთ და ვისწავლოთ, მაგრამ ამის სურვილი სამწუხაროდ ქვეყანაში ცოტას აქვს..
გუსანი
18 ნოემბერი 2022 00:13
0
მოკლედ მაგარი არაპროფესიონალი ქვეყანა ვართ და ფეხბურთშიც კარგად ჩანს. ერთი ფეხბურთელის იმედზე რო ვართ კი ეტყობა. კვარაცხელიას გარდა და მამარდა წიატაიშვილის გარდა აჰა კაშოც. ამ სამი ოთხი ფეხბურთელის გარდა, ყველა ეზოს ფეხბურთს თამაშობს. კაი რა ფეხბურთი კუანებივით დარბიან მოედანზე, ჯერ სირბილი ესწავლათ, არადა მეთქი აღმავლობის გზაზე მივდივართ. უცბად სარკეში ჩაგვახედეს.
გულშემატკივარი
17 ნოემბერი 2022 23:45
4
კვეკვე-აბურჯანია დუეტზე უკეთესია ვინმე მოსაძებნი თორე ნახევარდაცვაში დიდი პრობლემები გვაქვს, ეროვნული ლიგიდან ბიჭებს უნდა მიეცეთ შანსი ვინც ფორმაში იქნება
nedved
17 ნოემბერი 2022 22:57
2
“სარკეში” ჩასახედად, ძალიან საჭირო მატჩი იყო… იმედია, ასეთი უსისხლო და უჯიგრო თამაშსს, მეტჯერ ვეღარ იხილავს ქართველი გულშემატკივარი
ირაკლი
17 ნოემბერი 2022 22:10
1
რამდენჯერ დავწერე,რომ ჩვენი ნაკრები არის ძალიან არაორგანიზებული! გავაღმერთეთ ნაკრები,ვახ ეს რა მაგრები არიან ჩვენი ფეხბურთელები,ყველას მოუგესო! ერთა ლიგაზე რა გუნდებს მოვუგეთ ხალხნო არ გახსოვთ? და ისეთი დაბალი დონის გუნდებთანაც რა თამაშები აჩვენა ნაკრებმა! მწვრთნელის ხელი ხომ საერთოდ არ ეტყობა გუნდს არცერთ ასპექტში! ფეხბურთელებზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი "კალხოზ" !!!
ერთადერთი ნათელი წერტილი არის ჩვენს ნაკრებში კვარაცხელია. რომ არა კვარა მაგ უბანძეს ერთა ლიგაზეც ვერ მოიგებდნენ ესენი ვერცერთ თამაშს!!!
gulshematkivari0703
18 ნოემბერი 2022 00:13
4
პირველივე წაგება და 11 მერე და ეგრევე ლანძღვა.რაუბედურება პირველი ვე ფეხი დაცდენაზე ასეთი კომენტარები ხომ შევთახმდით რომწავაგოტ არ დავიწყით ლანძღვა გინებათქო.რავი ამ კომენტარს ბევრინლაიქი ქონდადა:(ისე ცნობისთვი მაროკოს 15 ფეხბურტელი ტობ 5ში პოვრად კიარ მუშაობენ ესეიკი აკმაყოფილებენ დონეს
მოსეხონელი
18 ნოემბერი 2022 05:36
3

განმეორებითში მოვიგებთ...
მაროკო გავახარეთ და მოვაგებინეთ..
მაყურებლები გვიშლიდნენ და ხმაურობდნენ..

სერიოზულად კი, შავად არის საქმე. ბრძოლა არ უნდათ, ძალიან სირცხვილია
ისევ ისეა
17 ნოემბერი 2022 22:32
2
ეს არის უპასუხისმგებლო კომენტარი მწვრთნელის მხრიდან. თამაში თუ არ გინდოდათ და დასასვენებლად იყავით განწყობილები რატომ ითამაშეთ საერთოდ? გუშინ რა პრობლემებიც გამოჩნდა (ბევრი) გიბრალტართანაც იგივე ჩანდა. უბრალოდ გიბრალტარი იყო და ვერ გამოიყენა. რამის გამოსწორება სცადე, ახალი მოსინჯე რამე? არა. ისევ ყველაფერი იგივე. გუნდური თამაში როგორც არ ქონდა გუნდს ისევ არ აქვს. თითქოს პირველად ხედავენ ერთმანეთს. ინდივიდუალურად თუ გააკეთებს ვინმე რამეს ეგაა. წინა თამაშებშიც ასე იყო- სიმართლეს შევხედოთ თვალებში. ინდივიდუალურად - კვარას, ზივზივაძის ხარჯზე. სანიოლმს ერთადერთი რაც კარგი აქვს ისაა რომ განწყობის შექმნა შეუძლია გუნდში , მაგრამ როგორც მწვრთნელი სხვა მხრივ სუსტია. უფრო სწორედ მწვრთნელობას ახლა სწავლობს- ჩვენს გუნდზე . რაღაცას ალბათ ისწავლის. კარგი თაიბა მოვიდა ფეხბურთში როგორც იქნა და გვაწყობს პრაქტიკანტი მწვრთნელი? და კიდევ. არაფერი გადასაგდები შემადგენლობა არ ყავს საქართველოს ნაკრებს. ყოველ შემთხვევაში გაცილებით უკეთესი თამაშის ჩვენება შეიძლება ამ შემადგელობითაც.
არტ
18 ნოემბერი 2022 10:16
2
როგორი მეარე შეგრძნებაა,როდესაც წარუმატებელ წარსულში გამოგზაურებენ ძალდატანებით.ეს ქნა სწორედ მოროკომ
ხიზანიოლი
18 ნოემბერი 2022 00:48
2
ქაოსი. საზონოვი და ბერიძე დასამატებელია.
ლევან მაღლაკელიძე
18 ნოემბერი 2022 00:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული