0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
მამარდა, საზონოვი, წიტაიშვილი, ლობჟანიძე, კვარა, ჩაკვე, ზურიკო, ჟორჟი. დანარჩენებს დავემშვიდოებოდი მწვრთნელებიანად. სწრაფი და რაც მთავარია სხარტად მოაზროვნე ფეხბურთელებია საჭირო. ამ ფორმაციის გუნდს, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ხვიჩაც ვერ უშველიდა. ან ევროპა-მსოფლიოზე რა გვესაქმება ასეთი ნაკრებით.
ბონდო
17 ნოემბერი 2022 23:11
8
ამათ საერთოდ ერთად ივარჯიშეს? რას აკეთებს გუნდი ვარჯიშებზე ძალიან მაინტერესებს. გუნდური თამაში არ არის საერთოდ არანაირი. დაიწყება ახლა ფეხბურთელები არ გვყავს ეს არ გვყავდა ის არ გვყავდა. ვინც გვყავდა სწორად გამოვიყენეთ? საერთოდ არ მოძრაობს გუნდი. პასები მარტო უკან, წინ თუ წავიდნენ უკან არ ჩამოდიან , ტაქტიკა არანაირი. რა დავალება მისცა მწვრთნელმა არ ჩანს. ან არ ასრულებენ ან ვერ ასრულებენ. ორივე შემთხვევაში მწვრთნელის ბრალია. მოკლედ საშველი არ ჩანს . წაგება არაა ტრაგედია, ტრაგედიაა ასეთი მდარე ხარისხის თამაში.
ტტტ
17 ნოემბერი 2022 23:08
1
არ იყო გასაკვირი სამარცხვინო თამაში: არ არსებობს ქართული ფეხბურთი, მოკლეს, დიდი ხანია, უცოდინარმა და ამბიციურმა ფეხბურთელ-პოლიტიკოსებმა. კვარაცხელია ერთადერთი იმედია.
ტაბუ
17 ნოემბერი 2022 23:07
8
ამათ საერთოდ ერთად ივარჯიშეს? რას აკეთებს გუნდი ვარჯიშებზე ძალიან მაინტერესებს. გუნდური თამაში არ არის საერთოდ არანაირი. დაიწყება ახლა ფეხბურთელები არ გვყავს ეს არ გვყავდა ის არ გვყავდა. ვინც გვყავდა სწორად გამოვიყენეთ? საერთოდ არ მოძრაობს გუნდი. პასები მარტო უკან, წინ თუ წავიდნენ უკან არ ჩამოდიან , ტაქტიკა არანაირი. რა დავალება მისცა მწვრთნელმა არ ჩანს. ან არ ასრულებენ ან ვერ ასრულებენ. ორივე შემთხვევაში მწვრთნელის ბრალია. მოკლედ საშველი არ ჩანს . წაგება არაა ტრაგედია, ტრაგედიაა ასეთი მდარე ხარისხის თამაში.
ტტტ
17 ნოემბერი 2022 23:06
1
სისწრაფე რო ჭირდებათ კი იცოდნენ და დღესაც მაგიტო დაიჩაგრენ მარა არ შეუძლიათ ეს სწრაფად თამაში და რაღაც სხვა ტაქტიკა უნდა მოიფიქროს ხიზავამ ასე რო არ შერცხვენ
1.2.3.4.5.6.
17 ნოემბერი 2022 23:05
5
მაროკო მშვენიერი გუნდია. ნუ.. 3 წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა და შედეგიც სახეზეა..
ilar10N YouTube
17 ნოემბერი 2022 23:04
9
კვეკვესკირი-აბურჯანიას წყვილი უნდა დაიშალოს ცენტრში, საბოლოოდ. ცენტრალური ნახევარმცველი არ მოძრაობდე ბურთის გარეშე, ეგეთ რამეს იშვიათად თუ ნახავ.თან ისიც მიკვირს, სექტემბრის თვეში ამ წყვილმა დიდი კრიტიკა მიიღო და ამათ დღეს კიდევ უარესად ითამაშეს. კვარაცხელიას იმედი რო გვაქვს, სახიფათო ზონაში უნდა მიიღოს ბურთი და მაგისთვის ნორმალური ნახევარმცველებია საჭირო. ან კიტეიშვილი ჩამოწიონ უკან, ან გაგნიძე რომ ჩადგება ფორმაში დააყენონ ნაკრებში, ან ალთუნაშვილი ათამაშონ, ამათზე უარესი რატომ იქნება. სხვა პოზიციების კრიტიკაც საჭიროა, მაგრამ იმათ მეტნაკლებად ეშველება, ხოლო აქ ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.
იო-იო
17 ნოემბერი 2022 23:03
0
სულ ეს მახსენდება ტვენტეს მწვრთნელის გმონათქვამი ,,ვინ ოხერია ეს აბურჯანია:) და მოქისტა გუნდიდან. სამაგიეროდ ნაკრებში ყავს ალბათ მფარველი.
ირაკლკ
18 ნოემბერი 2022 00:34
1
ადრე ,,იუთუბიზე,, ვნახე ვიდეო, რომელსაც ეწერა, ,,ცაცაცილო,, ვიდეოები. თვითონ ვიდეოები არ მახსოვს.
დღეს ჩვენ ყველა ვიყავით, ,ცაცაცილოები,,.
100%
17 ნოემბერი 2022 23:01
2
ამ თამაშის შემყურე ან მაროკოა უძლიერესი და წესით ამ მსოფლიოზე მინიმუმ მეოთხედფინალში უნდა გავიდეს ან ჩვენ ვართ სოფლის ბანდა(უფრო მეორეა) აი რატომ არ შეიძლება ერთ კაცზე მთელი გუნდის აწყობა ! ვაი და იმ ერთმა ტრავმა მიიღო (და ასეც მოხდა) მერე გუნდი გადაიქცევა იმად რაც დღეს ვნახეთ @ ეს იყო ყანა და არა გუნდი @ მამარდას რომ არ ეყოჩაღა მინიმუმ 6-0 წავაგებდით @ სამი მცველით თამაშმა აშკარად არ გაამართლა ჩვენი ფლანგები ვერ ასწრებდნენ დაცვაში ჩასვლას და რამდენჯერ გაიქცნენ მაროკოელები ფლანგებზე თვლა ამერია საშინლად გამოიყურებოდნენ კვირკველია-კაშიას და კვეკვესკირი-აბურჯანიას დუეტები @ კვირველიამ რეები ქნა თვითონაც ვერ იტყვის @ არც კაშია წყვეტდა ვარსკვლავებს სამივე გოლი მაგათ კისერზეა ! დღეს მოთამაშეებზე ვერცერთზე ვერ იტყვის კაცი რომ კარგად ითამაშა ! ვოლკოვი დავითაშვილი კიტეიშვილი საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებდნენ და შენგელია რატომ გამოიყვანა მარცხენა ფლანგზე როცა მარჯვნივ თამაშობდა სულ @ რატომ არ გამიყვანა დროზე ბერიძე ? ერთადერთი ეგ ჩაერთო კარგად თამაში და ცოტა გამოაცოცხლა უფრო მეტი გააკეთა 12 წუთში ვიდრე მთელმა ჩვენმა შეტევამ მთელ თამაშში ! რატომ არ ათამაშებენ მაგ კაცს არ მესმის რაა @ არადა მშვენივრად თამაშობდა ჯერ უნგრეთში ეხლა თურქეთშიც მაგრა თამაშობს და მაგარ ფორმაშია ! ვიღაცამ თქვა რომ ნაცების მხარდამჭეერია და იმიტომ არ ათამაშებენო !!! ნაცები ვინც არიან ვიცით და რასაც მაგათ აგინებს ქართველი ხალხი ერთი არ ასცდეთ ! მაგრამ თუ მართლა ამიტომ არ ათამაშებენ ბერიძეს (და მიქელთაძესაც) მაშინ მართლა არ ვიცი რა ვთქვაააა ეს საერთოდ ნონსენსია @ პოლიტიკური მრწამსის გამო მარტო ჩრდილო კორეაში და ირანში არ თამაშებენ სპორტსმენებს !
zura222
17 ნოემბერი 2022 22:59
3
კვეკვე-აბურჯანია დუეტზე უკეთესია ვინმე მოსაძებნი თორე ნახევარდაცვაში დიდი პრობლემები გვაქვს, ეროვნული ლიგიდან ბიჭებს უნდა მიეცეთ შანსი ვინც ფორმაში იქნება
nedved
17 ნოემბერი 2022 22:57
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული