საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2023 წელს ორ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

პირველ ამხანაგურ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, მონღოლეთის ნაკრებთან ითამაშებს. 12 ოქტომბერს ჩვენი გუნდი აზიის ზონის კიდევ ერთ წარმომადგენელს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მეტოქე ტაილანდი იქნება.

საქართველო - მონღოლეთის მატჩი 25 მარტს, "ბათუმი არენაზე" შედგება. საქართველო - ტაილანდის მატჩის მასპინძელი სტადიონი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წყარო: Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 93 /
დიდი ხანია მონღოლები არ ყოფილან საქართველოში და აბა ვუმასპინძლოთ თამაშის შემდეგ.
Juve
14:33 13-02-2023
1
მონღოლეთის და ტაილანდის მეტ სპარინგს რომ ვერ ვიშოვით, როგორ უნდა განვვითარდეთ.... აი მათთვის კი მშვენიერი სპარინგია
ზურა
14:33 13-02-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული