რა სურს სანიოლს? - მონღოლთა ისტორია, დღევანდელობა და 0:14 იაპონიასთან

AutoSharing Option
გარკვეული მოლოდინის შემდეგ ორი რამ გავიგეთ: პირველი, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე, ამხანაგურ მატჩში მონღოლეთს (25 მარტი) დავუპირისპირდებით და მეორე, როგორც Sportall.ge-სთან ალექსანდრე იაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს დროს ცხადი გახდა, ნორვეგიასთან შეხვედრა (28 მარტს) ბათუმში შედგება. ოფიციალურად ეს კვლავ არ ვიცით, თუმცა გენერალური რეპეტიცია სწორედ იმავე არენაზე იქნება, სადაც ოფიციალური მატჩი უნდა გაიმართოს.

ცოტა რამ მონღოლეთზე

ისტორიულ ამბებში ძალიან არ გადავიჭრებით, თუმცა მონღოლთა ბატონობა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და დროში განგრძობადი იყო. ამიტომ მას მაინც შევეხებით.

შუა საუკუნეებში მონღოლებმა შექმნეს
მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე დიდი იმპერია, რომელმაც ორი საუკუნე იარსება და უდიდესი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიის განვითარებაზე. მათში განსაკუთრებით ფასობდა ცხენი - მისით გადაადგილდებოდნენ, ცხენის რძეს სვამდნენ, ხორცს ჭამდნენ, ცხენზე ეძინათ... მე-12-მე-13 საუკუნეების მიჯნიდან თემუჩინმა, ანუ ჩინგის ყაენმა, მონღოლური ტომები გააერთიანა, უძლიერესი არმია და იმპერია შექმნა.

Sportall.Ge

მონღოლებმა საქართველო უმეფობის ხანაში 8 დუმნად დაჰყვეს... მონღოლთა ბატონობისგან გათავიუფლება გიორგი V ბრწყინვალეს მეშვეობით შევძელით - გარკვეული ჩავარდნის შემდეგ ისევ გამოჩნდა ძლიერი და წარმატებული მეფე...

საფეხბურთო მონღოლეთი

მონღოლეთის ნაკრები ფიფას რეიტინგში 183-ე ადგილს იკავებს. განსაკუთრებული შედეგებით ვერ დაიკვეხნის და თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველო იქნება პირველი არააზიური ქვეყანა, რომელსაც ისინი დაუპირისპირდებიან.

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ ეტაპზე მონღოლეთის ნაკრები იაპონიასთან კატასტროფული ანგარიშით დამარცხდა - 0:14. სტუმრად წაგება გაცილებით საპატიო იყო - 0:6.  მათ სულ 6 ქულა დააგროვეს, მიანმარსა და ყირგიზეთს აჯობეს. 

მონღოლეთის ნაკრებს 2021 წლიდან იაპონელი იჩირო ოსუკა ავარჯიშებს. ეროვნული გუნდის მთავარი მეგოლე 22 წლის განბაიარ განბოლდია, რომელიც კარიერას უნგრეთში, "პუშკაშ აკადემიაში" იწყებდა, სადაც ერთ დროს ბაჩანა არაბულიც გამოდიოდა. ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს, 29 წლის ოიუნბაატარ ოტგონბაიარს, სავარაუდოდ, რთული მისია დაეკისრება, ხვიჩა კვარაცხელიას ნეიტრალიზება. ის, ისევე, როგორც მონღოლეთის ნაკრების უმეტესობა, ადგილობრივ "ულსანბაატარ სიტიში" გამოდის.

Sportall.Ge

რა გვსურს ჩვენ?

როცა ამა თუ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ამხანაგური მატჩი იგეგმება, ხშირად ამბობენ, რომ მეტოქე მისი დონისა და სტილის მიხედვით შეარჩიეს. არსებობს მეორე ვარიანტი, როცა მოწინააღმდეგეს გუნდის ხასიათზე მოსაყვანად, გოლების გასატანად თუ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის იოლად დასანერგად ირჩევენ. საქართველოს ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი, როგორც ჩანს, სწორედ მეორე გზით წავიდა და სურს, მოთამაშეებში ამაღლებული განწყობა შეიტანოს. უკანასკნელად გამართულ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონის მომავალ აღმოჩენასთან, მაროკოს ნაკრებთან, მართალია, გადახალისებული შემადგენლობით, თუმცა უშანსოდ (0:3) დავმარცხდით. შესაძლოა, თვითრწმენის ამაღლება მნიშვნელოვანი იყოს, მანამდე ხომ ხანგრძლივი წაუგებელი სერია გვქონდა. რამდენად გაამართლებს ფრანგი მთავარი მწვრთნელის ჩანაფიქრი, ამას ნორვეგიასთან დაპირისპირება გამოაჩენს.

თუკი ცოტა ხნის წინ აფრიკულ ქვეყანას ვეთამაშეთ, დიდი დრო არც აზიელებთან ამხანაგურის შემდეგ გასულა, როცა უზბეკეთის ნაკრებს კიდევ ერთხელ დავუპირისპირდით და გორში დავამარცხეთ (1:0).

ახლა მთავარია, მონღოლეთის ნაკრები უხეში გუნდი არ გამოდგეს, რათა ამ ურთულესი მატჩის წინ პრობლემები არ შეგვიქმნას და ასევე, დამაჯერებელ და იოლ გამარჯვებას მივაღწიოთ, რათა მთავარი მიზანი მიუღწეველი არ დარჩეს და ნეგატიური ემოციური განწყობა არ მივიღოთ.

Sportall.Ge

უფრო ძლიერი ტაილანდი

თუკი მონღოლეთთან დაპირისპირებას განწყობის კუთხით განვიხილავთ, ტაილანდელებთან ოქტომბერში მატჩი რატომ გადაწყდა, მაგას უკვე ვერ გეტყვით. იმედია, ამ დროს ევროპირველობაზე მოხვედრის შანსი ისევ გვექნება. მართალია, ჯერ ამ შეხვედრის გამართვის ადგილი ცნობილი არაა, მაგრამ რადგან 12 ოქტომბრიდან 3 დღეში თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებს უნდა ვუმასპინძლოთ, მაინც ვივარაუდოთ, რომ ეს დაპირისპირებაც საშინაო იქნება. ამ დროს ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორი მატჩი დაგვრჩება ჩასატარებელი - შოტლანდიასთან თბილისში და ესპანეთთან სტუმრად. ისე კი ტაილანდი მონღოლეთზე ძლიერი გუნდია და უკეთესი შედეგები აქვს, ფიფას რეიტინგში 111-ე ადგილზეა. აქვე საქართველოს ნაკრების პოზიციასაც შეგახსენებთ - 78-ე.

დაველოდოთ მარტის ბოლოს. ბათუმის ულამაზესი და წმინდა საფეხბურთო სტადიონი მართლაც მშვენიერია, თუმცა აბსოლუტურად გვესმის იმ ადამიანების, რომლებიც ნორვეგიასთან მატჩის "დინამო არენაზე" არგამართვის გამო უკმაყოფილონი იქნებიან, რადგან აქ მატჩზე დასწრების შესაძლებლობა გაცილებით მეტ (56 ათასი) გულშემატკივარს ექნებოდა; თუმცა, მოგეხსენებათ, მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, რომლებიც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამო რამდენიმე სტადიონზე უნდა ჩატარდეს.

alt"საქართველოს ნაკრებს "ნაპოლის" სუპერვარსკვლავი და "ვალენსიას" მეკარე ჰყავს" - მონღოლეთის ფეხბურთის ფედერაციის გამოხმაურება

altსაქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

altჩაკვეტაძე ფორმაშია - რამდენად მოხერხდება მისი კვარაცხელიასთან ერთად თამაში ნაკრებში?

altმიქაუტაძემ ნაკრებშიც უნდა გაიტანოს - როგორი იქნება კვარაცხელიასთან ურთიერთქმედება?

altკვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩინგიზ ხანი და ჩობან ნოინი იქით რომ გავწიოთ, მონგოლები ჭიდაობაში არიან კარგები - განსაკუთრებით სუმოში; აი მათი ფეხბურთისა და კამერული მუსიკის შესახებ კი არაფერი გამიგია :)
ალიმახოდ
10:20 14-02-2023
0
სუსტი გუნდის შერჩევა გასაგებია რატომაც ხდება. მინდა გითხრათ იგივე მოლოდოვა მონღოლეთზე ოდნავ წინ არის რეიტინგში 180 და ლატვიაც დასუსტებულია ძალიან 134 რეიტინგში. სან-მარინო საერთოდ 200 ბოლოზეა. ჩვენი ფედერაციიდან სირცხვილით უკვე ვეღარ უკავშირდებიან ან უარს იღებენ იგივე მოლდოვიდან ან ლატვიდან, იმ პოლიტიკური მიზეზთა გამო რაშიც დღეს მოვექეცით ქოცების უგუნური პოლიტიკის გამო და ესაა საგანგაშო ძალიან. ასე ნელ ნელ მოვექცევით იმ წყვდიადში საიდანაც გამოსვლა ძალიან ძნელი იქნება. აგერ გუშინ ხელოვნებს ალბათ ნაცობა დააბრალეს ისეთი უნამუსობა მოუწყო მთავრობამ. საით მივდივართ, რა გვინდა საერთოდ ვინმემ იცით? სპორტია ყველაზე დიდი პოლიტიკა და ეს ყველას გვეხება. აქედან ჩანს უკვე რომ ევროპიდან ამზერვით გვიყურებენ უკვე და ამხანაგური თამაშიც ეთაკილებათ. იგივე ლიტვაც ძალიან სუსტია ამ ბოლო დროს, მარა არც კი უპასუხებენ ამ რუსელ მთავრობას გამო, რაც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან ცუდის მანიშნებელია. არა ქოცების კასტას, რომელიც მოინადირებენ ამ ქავეყანას.
G.LA
12:50 14-02-2023
35

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული