საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტში გასამართი მატჩებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტში გასამართი თამაშებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს ამხანაგურ მატჩს მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა ბათუმში გაიმართება.

მოახლოებული თამაშებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა. მონღოლეთთან და ნორვეგიასთან შეხვედრებისთვის ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელით მოემზადება. საწვრთნელი შეკრება თბილისში 20 მარტს დაიწყება და შემდეგ მატჩების მასპინძელ ქალაქში გაგრძელდება.

შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია - ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 20 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე
ეროვნულ ნაკრებთან ერთად მატჩებისთვის პირველად მოემზადება.

Sportall.Ge

მეკარე: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი ("ყარაბაღი", აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე ("კრაკოვია", კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა ("კოპენჰაგენი", დანია), სოლომონ კვირკველია ("ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი ("ცრვენა ზვეზდა", ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე ("დინამო", თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო", თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია ("ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე ("კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი ("ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე ("მეცი", საფრანგეთი), დავით ვოლკოვი ("საბაჰი", მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე ("კარლსრუე", გერმანია)

Nakrebi
მკითხველის კომენტარები / 44 /
სადღეგრძელოეები (კარგი გაგებით) კარგია, მოტივაცია კიდევ უკვეთესი, მაგრამ ჩვენი დაცვითა და განსაკუთრებით საყრდენი ნახევარდაცვით იმედი ნაკლებათ მაქვს. ერთად- ერთი კვარა შეიძლება იყოს.....ოღონდ უნდა მოხთეს კიდევ ერთი სასწაული,როგორც შვედებმა ნორვეგიელებმაც ვერ უნდა გამოიყენონ თავისი 100-იანი შანსები და ხვიჩამ მორიგი შედევრი შექმნას....რაც უფრო მეიმედება.....
ასეაა!!!!
09:46 17-03-2023
1
აქ ყველანი ჰოლანზე წერთ, მაგას ვერ გაანეიტრალებ. მსოფლიოს საუკეთესო მცველები ვერ ახერხებენ და ხოჭოლავამ და კვირკველიამ რა უნდა ქბან..გასანეიტრალებელი ედეგორია პირველ რიგში..ჩვენი ნახევარდაცვა თუ მოიგებს ამ თამაშს, თუ ედეგორს გავანეიტრალებთ და ბურთს არ გავაგორებინებთ ჰოლანის პრობლება მოგვარდება( ნაწილობრივ რა თქმა უნდა). სიტის სულ აქ ბურთი და აქედან მოდის ჰოლანის სუპერშედეგიანობა. უნდა დავუმალოთ ბურთი ნორვეგიას - ესაა ერთადერთი გამოსავალი ჰოლანის გასანეიტრალებლად.
Gambler
04:35 17-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული