საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტში გასამართი მატჩებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტში გასამართი თამაშებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს ამხანაგურ მატჩს მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა ბათუმში გაიმართება.

მოახლოებული თამაშებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა. მონღოლეთთან და ნორვეგიასთან შეხვედრებისთვის ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელით მოემზადება. საწვრთნელი შეკრება თბილისში 20 მარტს დაიწყება და შემდეგ მატჩების მასპინძელ ქალაქში გაგრძელდება.

შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია - ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 20 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე
ეროვნულ ნაკრებთან ერთად მატჩებისთვის პირველად მოემზადება.

Sportall.Ge

მეკარე: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი ("ყარაბაღი", აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე ("კრაკოვია", კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა ("კოპენჰაგენი", დანია), სოლომონ კვირკველია ("ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი ("ცრვენა ზვეზდა", ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე ("დინამო", თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო", თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია ("ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე ("კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი ("ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე ("მეცი", საფრანგეთი), დავით ვოლკოვი ("საბაჰი", მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე ("კარლსრუე", გერმანია)

Nakrebi
მკითხველის კომენტარები / 44 /
კარგია გაგნიძეს, რო დაუძახეს
გოგა
14:37 16-03-2023
3
რუსები წერენ ( ჯერ სკანდალურების გარეშე მაგრამ მერე უეჭველი დაიშხამებიან …) რომ მარადიშვილი საქართველოს ნაკრებს ირჩევსო და პროცესი თითქმის დასრულუბისკენ მიდისო …ნუ დაიწყებთ ოღონდ როგორც გვჩვევიათ …ეგ ბიჭი ნაღდად კი არა ჰაირივით ჭირდება საქართველოს ნაკრებს ეგეთი სწრაფი თან 120 წუთი მორბენალი მაგარი ამრთმევი კარგი პასის მქონე გინდ შორი გინდ საშუალო პასი …ასევე კარგი შორეული დარტყმით ( გოლებიც აქვს გატანილი ნორმალური სტატისკაა წუთებთან შედარებით ) აქვს მხოლიდ ერთი მინუსი გვარი შვილზე უმთავრდება და ძაან არ წყალობენ რუსები მიუხედავად იმისა რომ სადღაც 6-7 მილიონი ევრო გადაიხედენ მის შეძენაში ( უბრალოდ მარადიშვილში და ტიკნიზიანში ლოკომოტივმა ცსკას გადაუხადა 15 მილიონი ევრო ორი წლის უკან ) თუ ეს ამბავი ფეიკი არ არის ჩვენს ნაკრებს სამომავლოდ საყრდენ ზონაში ( რაც დღესდღეობით ყველაზე პრობლემატური რგოლი არის)ეყოლება ორი ახალგაზრდა ძლიერი ნახევარმცველები გაგნიძე და მარადიშვილი ორივენი ართმევაში ძაან ხისტები არიან და ორთავეს კარგად ეხერხებად შეტევის წამოწყება …მომავალ სეზონში თუ ამ ბიჭებს ევროპაში გადასვლაში ვინმე დაეხმარება ხომ საერთოდ მაგარი იქნებააა…ამათ წინ კვარა ჩაკვე ზურიკო თუ კიტე ….მშვენიერი ნახევარდაცვა გვეყოლება ძან მობილური და ძაან კრეატიული თან მაღალ სისწრაფეებზე …:ცენტრმცველები გვყავს საკმაოდ ,მეკარეები ხომ საერთოდ )))) წინა ხაზზე მაქაუტაძე და ბუდუ ….რჩება განაპირა მცველები სადაც არიან კარგი ბიჭები უბრალოდ სტაბილურობა და სათამაშო პრაქტიკა ჭირდებათ თორემ არჩევანი აქაც დიდი გვაქვს აზარა,წიტა ( მაინც მანდ ათამაშებენ დაა ))) ..) კაკაბა გოჩოლეიშვილი…რავი აბააა მშვენიერი ნაკრები იქნებაა ….ისე კიდევ არის იიიიმ ……… რუსეთში კარგი ქართველი განაპირა მცველი გოგლიჩიძე არც ეს ბიჭი გვაწყენდა როტაციისთვის ….არ ყავს საქართველოს დასაკარგი შვილები ვინც მოინდომებს ყველას უნდა მიეცეს შანსი !!!!!ნაკრებს წარმატებაა ეგებ როგორმე შევაჩეროთ ის კიბორგი ( ჰოლანდი)…..
ვაუუუუ
16:36 16-03-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული