"გამაყუჩებლით ვითამაშე და ხვალ ოპერაციის გასაკეთებლად ბარსელონაში მივფრინავ" - განუცხადა ხოჭოლავამ Geo Team-ს

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ხოჭოლავა მუხლის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს მარტის მატჩებში ვერ დაეხმარება, დღეს კი მან "კოპენჰაგენის" რიგებში დანიის ჩემპიონატზე "ვიბორგთან" მოგებულ მატჩში (2:1) შეუცვლელად ითამაშა.

ამ თემაზე ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს: "რამდენიმე დღის წინ დავით ხოჭოლავას და ვილი სანიოლს შორის კომუნიკაცია შედგა, ქართველ მცველს მუხლი აწუხებს და სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ გადაწყდა, რომ ფეხბურთელის თამაშის შანსი ეროვნულ ნაკრებში 0% იყო.

Geo Team-ის ინფორმაციით, ხოჭოლავას დღევანდელი თამაშის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ ნაკრებში არ ჰქონიათ.

ჩვენივე ინფორმაციით, "კოპენჰაგენის" მატჩის დასრულების შემდეგ
იგეგმება სატელეფონი ზარი ფეხბურთელსა და ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს შორის".

ხოჭოლავამ გამოცემას განუცხადა, რომ მისთვის საქართველოს ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველდღე 1 ნემს სითხეს უღებენ მუხლიდან, ფეხზე ძლივს დგას, ეროვნულ გუნდში ფიზიკურად ვერ ჩამოვიდოდა, დღეს იძულებული იყო გამაყუჩებლით ეთამაშა, ხვალ ოპერაციის გასაკეთებლად ბარსელონაში მიფრინავს და 4-5 კვირა ვერ ივარჯიშებს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
Ar aris es kargi ambavi tundac fsiqologiurad biwebistvis,imedia kvelaferi kargad iqneba,magram ragac saocrebebtan rom gvaqvs saqme faqtia, kitem 15 wuti itamasha gushin da nutu ar sheidzleboda gamodzaxeba? ver mivxvdi mrcheba shtabechdileba rom ar icodnen rom momjobinda ukve...
Givi
20 მარტი 2023 11:15
1
კაი სასიძო და ცუდი ფეხბურთელი...
უვიცი
20 მარტი 2023 12:52
10
Daaxloebit masetive gaurkvevlobaa witaishviltan dakavshirebit,klubshi ganacxadshic ar aris 2 tamashia travmis gamo(kovelshemtxvevashi oficialurad) da tan sanakrebo siashia,vinmem xom unda gaaketos komentari da gagvarkvios mainc mis mdgomareobaze?
Givi
19 მარტი 2023 23:57
4
სწორია, რომ არ ჩამოდის და არ თამაშობს რუსეთუმე ფედერაციის ეგიდით
გივი
20 მარტი 2023 10:20
30
ბევრი წერა მეზარება თორე გაგცემდი საკადრის პასუხს მაგ რუსეთუმეობასთან დაკავშირებით,,ეხლა კიდე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს ქართველმა გულშემატკივარმა რა ვქნათ უბალელშიკოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თუ არა??
გივის
20 მარტი 2023 10:27
4
რად უნდა ბევრი პასუხის გაცემა მოუკითხე კეთილები )))
H
20 მარტი 2023 14:36
0
არავითარი
თგკს
19 მარტი 2023 22:35
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული