ნორვეგიელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების დამარცხება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ესპანეთის

AutoSharing Option
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 28 მარტს ბათუმში ნორვეგიასთან გამართავს. ნორდები იქამდე, 25 მარტს, მალაგაში ესპანეთს დაუპირისპირდებიან და მომავალი შეხვედრისთვის მარბელაში ემზადებიან.

ორშაბათს ნორვეგიის ეროვნულმა გუნდმა პირველი ვარჯიში ჩაატარა და მისმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სოლბაკენის თქმით, მიზნად ევროპირველობაზე გასვლა აქვთ დასახული, ზეწოლას განიცდიან, გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ "ფურია როხასთან" დომინანტები იქნებიან, ბურთს ერლინ ჰოლანი და მარტინ ედეგორი იმდენჯერ ვერ მიიღებენ, როგორც კლუბში და ამ ფუფუნებას მოკლებული იქნებიან.

"ჰოლანი და ედეგორი მსოფლიო ფეხბურთში გამორჩეულები
არიან. ადრე ასეთი ლიდერები ბევრი არ გვყავდა. თუმცა მხოლოდ მათი იმედი არ მაქვს, მთელი გუნდი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ერთდროულად ორ მატჩზე ვფიქრობთ. ბათუმში ჩასასვლელად ხანგრძლივი მგზავრობა მოგვიწევს და აღდგენისთვის ორიოდ დღე გვექნება. ორი მძიმე შეხვედრა გველის, მაგრამ საქართველოსთან სამი ქულის მოპოვება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ესპანეთთან. ეს ჩვენთვის საკვანძო თამაშია. ამოცანაა: ფრე მალაგაში და მოგება ბათუმში. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივესთან ვა-ბანკზე წავალთ.

ჰოლანი მაგარ სეზონს ატარებს, ნაკრებშიც მის მიმართ სასაყვედურო არაფერი გვაქვს, სოლიდური იყო, ბოლო 8 მატჩში 9 თუ 10 გოლი გაიტანა", - განაცხადა სოლბაკენმა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
და ვის გეპარებათ ეჭვი რომ ჩვენი ბიჭები თავს დადებენ რომ ქვეყანა გაახარონ?მე დარწმუნებით გეტყვით ეს ასე იქნება!სხვანაირათ ვერც მოიქცევიან,იმიტომ რომ ძალიან ჯიგრიანი და მოტივირებულები არიან უკლებლივ ყველანი!შეხედეთ სახეებზე მათ და მიხვდებით!!!
ზაზა
13:23 23-03-2023
0
ალბათ დედამიწაზე არ არსებობს ქართველზე გულმავიწყი და ტრაბახა ერი, ასევე ტრიპაჩობისკენ უსაშველოდ მიდრეკილი. სულ ცოტა 7-8 შესარჩევ ციკლს ჩაუვლია ჩემს წინ და ყოველთვის გადაჭარბებული და გაზვიადებული მოლოდინებით გაჟღენთილები ვიყავით, სადღაც ევროპის ჭ ლიგაში ქართველი გაიფაფხურებდა და მორჩა ჯიბეში გვედო საგზური. მადლობა ღმერთს ამ შესარჩევის წინ ზომიერი ოპტიმიზმის საბაბი გვაქვს კვარას და მამარდას წყალობით, ასევე კიდევ არის გუნდში ორი სამი ფეხბურთელი , რომელთაც მოედანზე განსხვავების შექმა შეუძლიათ, ამას პლიუს თავდადება და თავგანწირვა და შეიძლება ნანატრი შედეგიც დადგეს, მაგრამ წინასწარ ნუ ვიქმნით ამ წყალწყალა და ბრტყელ-ბრტყელ ილუზიებს , რომ თითქოს ჯგუფში ფავორიტები ვართ და მსგავსი ზღაპრები, თუ ბიჭები ყოველ თამაშს ისე მიუდგებიან , როგორც უკანასკნელს და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ აი მერე მოვა შედეგი. სხვა დანარჩენი საუბარი ბაქი-ბუქი და ნაცარქექიაობაა.
თორელი
09:50 22-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული