საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

21 მარტს ვილი სანიოლის გუნდი "დინამო თბილისის" საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ფეხბურთელებმა, რომლებიც გუნდს დღეს შეუერთდნენ, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს.

მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი გუნდი 25 მარტს გამართავს, 28 მარტს კი საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი 24 მარტს გაემგზავრება.

ზურიკო დავითაშვილი (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი): "ეს საკვალიფიკაციო ეტაპი ბევრ რამეს დაგვანახებს. ჯგუფიდან გასვლა რთული იქნება, მაგრამ ამის გაკეთება შეგვიძლია.
ვეთამაშებით ერთ-ერთ კონკურენტს და უნდა დავანახოთ ყველას, რომ შეგვიძლია ასეთი გუნდების დამარცხება, რაც აქამდეც გაგვიკეთებია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ და სამ ქულას ჩავიწერთ".

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
წარმატებები!!
ლევანი
21 მარტი 2023 23:32
1
როცა გუნდში ასეთი ლიდერია, დანარჩენებსაც ეძლევათ დამატებითი მოტივაცია და თავდაჯერებულობა, რაც შედეგზე აისახება, ასე იყო არგენტინინა და ნაპოლი მარადონას დროს და ბოლო მსოფლიოზე მესის დროს. 28 ში შეიძლება გაიბრწყინოს არა მარტო კვარამ, არამედ ნებისმიერმა, დავითაშვილმა, ჩაკვეტაძემ, მიქაუტაძემ... და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს!!!
მინდია
22 მარტი 2023 09:53
0
ნორვეგია, ჰალანდის გარეშეც ჩვენზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი იქნებ გავაკეთოდ.
ბექა
22 მარტი 2023 11:15
0
დღეს თამაშის მოგება, თუ გინდა მაქსიმუმი უნდა გააკეთო. არ უნდა ამას ექსპერტობა.
გიზოგ
22 მარტი 2023 11:51
1
მამარდაშვილი
კაკაბაძე - კაშია - საზანოვი
ლობჟანიძე - აბურჯანია - ჩაკვეტაძე - კვეკვესკირი - წიტაიშვილი
დავითაშვილი (ან მიქაუტაძე, ან ზივზივაძე) - კვარაცხელია
ქუთაისელი
22 მარტი 2023 10:37
1
მამარდაშვილი
კაკაბაძე კაშია კვირკველია აზაროვი
კვეკვესკირი აბურჯანია
ჩაკვენტაძე
დავითაშვილი მიქაუტაძე კვარაცხელია
კვარა
22 მარტი 2023 09:01
1
თქვენ გენაცვალეთ!! ჯვაროსნებო!!
ირაკლი
22 მარტი 2023 19:08
0
მამარდა-საზონოვი კაშია კვერკველია- წიტაიშვილი კვეკვე აბუ ლობჟანიძე ჩაკვე კვარა მიქაუტაძე
რონი
22 მარტი 2023 12:27
1
მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოჩოლეიშვილი, დვალი, ტაბიძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, ლობჟანიძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე, კვარაცხელია (კაპიტანი)
სუპერ გუნდი
22 მარტი 2023 10:48
5
როცა გუნდში ასეთი დაბალი დონის მოთამაშეები არიან, ერთადერთი გამოსავალი გუნდური თამაშია.
კაირა
22 მარტი 2023 10:39
2
სავსეა ექსპერტებით საიტი.
გიზოგ
22 მარტი 2023 11:53
1
1.mamardashvili
2.kakabadze
3.sazonovi
4.kashia
5.kvirkvelia
6.azarovi
7.kvekveskiri
8.chakvetadze
9.davitashvili
10.kvaracxelia
11.miqautadze
Memgoni am etapze es aris optimalur formashi mkofi chveni nakrebi.tu kvelaferi kargad wavida risi didi imedic maqvs,meore taimshi erterti shemtevis magivrad aburjanias gamokvana sheidzleba...
Givi
22 მარტი 2023 12:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული