კვარაცხელია: მქონდა მინუსი, თუმცა თამაში გავაუმჯობესე - ვიპოვე ის თვითრწმენა, რაც ძალიან დამეხმარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სფფ-ის პრესსამსახურთან ინტერვიუში ბათუმის "დინამოში" გატარებულ პერიოდზე, საკუთარ თავზე, "ნაპოლისა" და გულშემატკივრებზე ისაუბრა:

"ბათუმში თავდაჯერება დამიბრუნეს. ყოველ მატჩზე სავსე სტადიონი იყო. თავი ისე ვიგრძენი, როგორც ევროპის დიდ გუნდში. სტადიონი ყოველთვის სავსე იყო. ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ამ გუნდმა "ნაპოლიში" შემდგომ წასვლაში დიდი როლი ითამაშა. რაც შეეხება გულშემატკივრებს, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, რადგან მუდამ გვერდში მიდგანან.

ნაკრებისთვის ამხანაგური მატჩი არ არსებობს, ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია - როგორც მონღოლეთთან, ასევე ნორვეგიასთან. კარგი იქნება, თუ სავსე სტადიონზე
ვითამაშებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ხალხი სახლში ბედნიერი დაბრუნდეს. ვეცდებით, ორივე მატჩში გამარჯვება მოვიპოვოთ.

საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა, ალბათ, თამაში გავაუმჯობესე, უფრო გუნდურად ვმოქმედებ. მქონდა ის მინუსი, რომ ბალანსს ვერ ვპოულობდი, თამაშს უფრო საკუთარ თავზე ვიღებდი. გუნდსა და ნაკრებში თამაშმა შედეგი გამოიღო. ორივე გუნდს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მათ გარეშე ასეთი ფეხბურთელი ვერ ვიქნებოდი.

როდესაც ნეაპოლში პირველად ჩავედი, ზოგი კარგს ამბობდა, ზოგი კი ცუდს და როგორც კი თამაში დავიწყე, პირველი გოლი გავიტანე. ჩემში თავდაჯერებულობა ამაღლდა, რომ მეც შემეძლო კარგი, ბრწყინვალე ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მათ დონეზე ვყოფილიყავი, როგორი ფეხბურთელებიც სერია A-ში არიან. ჩემს თავში ვიპოვე ის თვითრწმენა, რაც ძალიან დამეხმარა.

წაგება არც ფეხბურთში და არც ცხოვრებაში არ შემიძლია, მაგრამ თუ მოედანზე ვარ და ვაგებთ, ყველაფერს ვაკეთებ, უფრო აგრესიული ვხდები, მინდა აუცილებლად შემოვაბრუნო თამაში, გავამწვავო შეტევა და, ნაკრებს იქნება თუ გუნდს, დავეხმარო და წარმატება მოვუტანო.

ყველაზე დიდ როლს, რა თქმა უნდა, მშობლები თამაშობენ, ვინაიდან მათგან ყველაფერს სწავლობ. მეც ვცდილობდი და ვცდილობ, ჩემს მშობლებს დავმსგავსებოდი, რაც ვფიქრობ, გამომივიდა. გარემოცვამ, მეგობრებმა, ახლო ადამიანებმა, ნათესავებმაც დიდი როლი ითამაშეს.

შეიძლება ყველა ადამიანს რაღაც მინუსი ჰქონდეს, ალბათ, მეც მაქვს რაღაც მინუსი. როდესაც საკუთარ თავთან ვრჩები, ვფიქრობ, რა შეიძლება გამოვასწორო. მაგალითად, არის ხოლმე მომენტები, როცა შეიძლება გულშემატკივართან ვერ გადავიღო ფოტო. თუმცა, ჩემი აზრით, ხანდახან უნდა გამიგონ. მეც მეშლება ხოლმე მერე ამის გამო ნერვები, რომ მათთან რატომ არ გავჩერდი. ვეცდები, ყველა ადამიანი ჩემგან გახარებული იყოს".

მკითხველის კომენტარები / 18 /
როგორი საყვარელია, ბათუმით დაიწყო თავის კარიერაზე საუბარი და არა რუსეთით.
იცის მის გულშემატკივრებს როგორ გაუხარდებოდა ბათუმის სხენება.
ჩვეულებრივი ფანი გავხდი ამ ბიჭის.
საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის მასზე.
ვიცი, ძალიან ბევრი აგრესიული კომენტარი იწერება. სულ თვალში რომ გვეჩხირება ეს კვარაცხელია, სხვა რამეზეც ილაპარაკეთო მაგრამ უკაცრავად, გაგვიძელით. დაბლოკეთ მისი სახელი და რაც მოგწონთ იმით დაკავდით.
მე ვინც მაღიზიანებდა იმას ვბლოკავდი, კი არ ვლანძღავდი.
!!
23 მარტი 2023 22:25
4
გამარჯვებები და ყველაფერი კარგი ჩემო კარგო და გადასარევო ხვიჩა, ძალიან ვაფასებ ამ საოცარ კაცს
კაპიტან გარდენბურგი
24 მარტი 2023 00:42
2
კარგი შვილი ხარ, შემოგევლოს მთელი საქართველო, ხვიჩა!♥️
დუდუ
24 მარტი 2023 02:55
2
არცერთი მატჩი არ გამიცდენია ხვიჩასი რუბინშიც კი ყველა მატჩი მანახი მაქვს, ასეთი შთაბეჭდილება ჩემზე ყენიამ, ოქრიმ და ჩაკვემ მოახდინეს. ნაპოლიში გადასვლისას ვფიქრობდი ნეტავ არ გაანათხოვრონ, შანსი მიცენ 15-16 მატჩი შეცვლაზე მაინც რომ ათამაშონ და სეზონში 4-5 გოლი რომ გაიტანოს იქნებ მომავალი სეზონიდან სასტარტოში მოხვდესთქო. კვარა კიდე წავიდა და პირველივე სეზონში სერია ა -ს საუკეთესო ფეხბურთელი შეიძლება გახდეს. ეს ოცნებაზე მეტიცაა.
Semi
23 მარტი 2023 23:07
4
შენ გენაცვალე ხვიჩა, კარგო კაცო. ამიტომაც არის შენი გზა წარმატებული, რომ მშრომელი ხარ და მარწმუნე. შენ რწმენა გაქვს უფლის, შენი თავის და ყველა შენიანის. ბევრი მშრომელი ყოფილა, მაგრამ ბოლომდე არ უმართლებთ ხოლმე. ამიტომა არის საჭირო რწმენა, რწმენა უფლის, სიკეთის. შენ, ჩვენო კარგო კაცო, ჯერ ეხლა დაიწყე კარიერა, წინ კიდევ უამრავი წარმატებები გექნება, ასეთი რომ ხარ, სწორედ ამიტომ. უფალი გფარავდეს!
დიდება საქართველოს!
ლევანი
23 მარტი 2023 22:16
1
ხვიჩას პიროვნული თვისებებიც ისეთივე კაშკაშაა როგორიც მისი თამაში მწვანე მინდორზე. უბრალოება ყველაზე დიდი თვისებაა ადამიანში რომელიც ყველაზე დიდ შდაბეჭდილებას ახდენს სხვა ადამიანებზე.
Charley
23 მარტი 2023 22:12
1
თვითონ სიტყვა ხვიჩა კაშკაშას ნიშნავს მეგრულ ენაზე
MARGALONA
24 მარტი 2023 03:26
1
დიდებული ფეხბურთელი და ასევე ძალიან კარგი ადამიანი! უდიდესი წარმატებები ხვიჩას მომავალში!
ვახო...
23 მარტი 2023 21:41
1
უდიდესი და უმაგრესი ადამიანი ხარ ხვიჩა. დარჩი იმათ რაც ხარ. ღმერთმა გაგიმართლოს ცხოვრებაში.
roma bejanidze
23 მარტი 2023 21:55
1
რა უნდა თქვას კაცმა,უბრალოდ შეუფასებლად უსაყვარლესი ადამიანია. დღეს საქართველო ნამდვილად არის ხვიჩა და ხვიჩა არის საქართველო!
ალექს
23 მარტი 2023 22:04
1
მართლა მიკვირს ასე ახალგაზრდა უკვე ამ დონეზე წარმატებული ქართველი როგორ არის ასე თავმდაბალი, სრულად საქმეზე კონცენტრირებული და პროფესიონალიზმის ნამდვილი მაგალითი.
ღმერთო ამრავლე ქართულ გენში და ჯიშში ასეთი ბიჭები და გოგოები, სპორტშიც და ნებისმიერ სხვა პროფესიაც.

გენაცვალე ხვიჩა! ერის სიამაყე კაცო!
ჩეტო
24 მარტი 2023 10:51
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული