ჩაკვეტაძის გამოუყენებელი პენალტი და დუბლი - საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგური მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მონღოლეთს 6:1 სძლია.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელმაც თავიდანვე შეუტია და კობახიძის თავით დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება, მაგრამ დამატებაზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და ჩვენი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ვოლკოვმა ბურთი ძელს გაარტყა, ჩაკვეტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქემ კონტრიერიშისას მეკარისა და ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მე-40 წუთზე გოჩოლეიშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი
დანიშნა, თუმცა ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე სანიოლმა ტრავმირებული ლორია გუგეშაშვილით, ხოლო აბურჯანია კვეკვესკირით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და ორ წუთში ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერა, შეცვლაზე შესულმა დავითაშვილმა ლობჟანიძე მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მონღოლთა კარი დალაშქრა. ბოლოს ბერიძემ და ზივზივაზემ გაიტანეს და საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ძნელია ვიზავის კლასის გათვალისწინებით რაიმე დასკვნების გამოტანა, მაგრამ, ალბათ, სანიოლმა ხარვეზები დაინახა და ისიც, ვინ როგორ ფორმაშია და ვისი იმედი შეიძლება ჰქონდეს.

28 მარტს ამავე სტადიონზე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიას უმასპინძლებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - მონღოლეთი 6:1
გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბალჯინიამი (31), 2:1 ჩაკვეტაძე (56), 3:1 ჩაკვეტაძე (57), 4:1 ლობჟანიძე (70), 5:1 ბერიძე (88), 6:1 ზივზივაძე (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (40)

საქართველო: ლორია (გუგეშაშვილი 46), კობახიძე, დვალი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია (კვეკვესკირი 46), გაგნიძე (ზივზივაძე 64), წიტაიშვილი (სიგუა 64), ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 64), ვოლკოვი (ბერიძე 71)

მკითხველის კომენტარები / 86 /
სამწუხაროდ ვერ ვიხილეთ ძველი ჩაკვე.მიუხედავად ორი გატანილი გოლისა ძალიან შორს არის სასურველი ფორმისგან.ღმერთმა ქნას რომ ძველებურად ათამაშდეს.
gio gio
25 მარტი 2023 20:21
4
გავუგოთ!
ზაზა
25 მარტი 2023 20:17
5
კარგია!!! დადებითი განწყობაა ნორვეგიასთან შესახვედრად!!! წარმატებები ჩვენებს!!! უფალი ფარავდეთ!!! მინდა ავღნიშნო რომ გაგნიძე ძალიან მომეწონა!!! უმრავლესობა ჩვენებურების მშვენიერ ფორმაში ჩანდნენ!!!
გულშემატკივარი
25 მარტი 2023 20:13
3
ეხლა სანიოლის დონე პრესკონფერენცია და ყველაფერი კარგად მიდის
Pressa.
25 მარტი 2023 20:11
7
ამ თამაშში რაც იყო მნიშვბელოვანი ჩაკვეტაძემ როგორც იქნა გაიტანა რაც თავდაჯერებას შემატებს ფსიქოლოგიურად მაგრად წაადგება მას ეს ძალიან ჭირდებოდა ასევე გოჩოლეიშვილის და გაგნიძის კარგი მატჩი აშკარად ეტყობათ რო ბევრი შეუძლიათ!!! რათქმაუნდა შემტევების გოლები ეს მათზეც კარგად იმოქმედებს ვთვლი რომ ამ თამაშმა თავის დანიშნულება შეასრულა წამატებები ბიჭებს!!!!
ნ.კ
25 მარტი 2023 20:08
1
სამი გოლი მსაჯმა გვაჩუქა და მონღოლებს პენალტი არ დაუნიშნა ჩვენს კარში.
sese
25 მარტი 2023 20:08
26
გაკვირვებული ვარ ზოგიერთის დაკვირვებითა, სუპერობიექტურობაც ასეთი უნდა.
გიზოგ
25 მარტი 2023 20:48
1
მართალი ხარ! ისე რომელ თამაშს უყურე, ჩვენში რომ დარჩეს? მადლობა!
გიორგი
25 მარტი 2023 20:47
0
ამაზე მეტ ,,მზეობას" ვერ იზავდა ფედერაცია ვიდრე სპარინგი მონღოლეთთან ნორვეგიასთან მოსამზადებლად .. რა მოგვცა ამ თამაშმა , საერთოდ არაფერი, 2 გოლი თამაშგარედან , არარსებული პენალტი ჯამში 5-1 , ვიცინოთ თუ ვიტიროთ
სიმართლე
25 მარტი 2023 20:06
31
მონღოლეთის ნაკრები რომ არ გამოდგება სასინჯ ქვად ეგ ვიცოდით, მარცხენა ფლანგზე დღეს ძალიან კარგი და აქტიური იყო გოჩოლეიშვილი, ძალიან საინტერესოა ვის დააყენებს ნორვეგიასთან ვილი. მოედნის ცენტრში გაგნიძე მომეწონა, ორთაბრძოლებშიც კარგი იყო და ტექნიკური მოძრაობები, ჰქონდა კარგი პასებიც არიგა, მგონი გაგნიძეს დააყენებს ნორვეგიასთან. საზანოვი პოტენციურად შეიძლება დააყენოს ვილიმ ნორვეგიასთან. ჩაკვეს რა ჭირს ვერ გავიგე ამდენი ხანია ნაკრებში გოლი არ გაგიტანია და გაიტანა და მაგაზე უფრო სხვებს გაუხარდათ, რაღაცნაირად უღონოდ არის ეს ბიჭი და დღეს რაც ითამაშა მისი შესაძლებლობის გათვალისწინებით არაა მისაღები, ბევრად მეტი შეუძლია გიოს. მეკარის საკითხი მგონი გადაწყდა უკვე, მამარდა უკონკურენციოა. მონღოლეთი ძალიან სუსტი ნაკრებია და ბოლოს დაიღალნენ ეგაც გასათვალისწინებელია. მოგება კი სასიხარულოა ყველა ვარიანტში უბრალოდ თამაშის ხარისხი დაბალი გვქონდა.
azri
25 მარტი 2023 20:05
1
ორნიშნა ანგარიშით უნდა უგებდე ამ ე.წ. საფეხბურთო ნაკრებს წესით.. მაინც კარგია რომ მეორე ტაიმში გამოფხიზლდნენ და რაღაცას დაემსგავსა ანგარიში. სასიხარულოა რომ ტრავმაც არავინ მიიღო. მამარდა,კაშია, კვარა - ამ სამეულთან ერთად ნაკრები დარწმუნებული ვარ სხვანაირი იქნება სამ დღეში.
ალექს
25 მარტი 2023 20:04
1
ამ თამაშმა ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენა,
ბრაზილია ეთამაშებიან ჯუჯების ნაკრებს და უტანენ გოლენს ხევენ ბრაზილიები მარა ჯუჯები იცინიან იცინიან კვდებიან სიცილით ვერ ჩერდებიან და, ბოლოს ბრაზილიელები მიდიან და ეკითხებიან რა გაცინებთ ხო გხევთო ხო თამაშში?? და ჯუჯები ეუბნებიან არაო აი რო დავრბივართო ბალახები ტ----ში გვეღუტუნება და ვიცინივართო რა ვქნათო
garrincha
25 მარტი 2023 20:03
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული