ჩაკვეტაძის გამოუყენებელი პენალტი და დუბლი - საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგური მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მონღოლეთს 6:1 სძლია.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელმაც თავიდანვე შეუტია და კობახიძის თავით დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება, მაგრამ დამატებაზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და ჩვენი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ვოლკოვმა ბურთი ძელს გაარტყა, ჩაკვეტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქემ კონტრიერიშისას მეკარისა და ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მე-40 წუთზე გოჩოლეიშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი
დანიშნა, თუმცა ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე სანიოლმა ტრავმირებული ლორია გუგეშაშვილით, ხოლო აბურჯანია კვეკვესკირით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და ორ წუთში ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერა, შეცვლაზე შესულმა დავითაშვილმა ლობჟანიძე მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მონღოლთა კარი დალაშქრა. ბოლოს ბერიძემ და ზივზივაზემ გაიტანეს და საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ძნელია ვიზავის კლასის გათვალისწინებით რაიმე დასკვნების გამოტანა, მაგრამ, ალბათ, სანიოლმა ხარვეზები დაინახა და ისიც, ვინ როგორ ფორმაშია და ვისი იმედი შეიძლება ჰქონდეს.

28 მარტს ამავე სტადიონზე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიას უმასპინძლებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - მონღოლეთი 6:1
გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბალჯინიამი (31), 2:1 ჩაკვეტაძე (56), 3:1 ჩაკვეტაძე (57), 4:1 ლობჟანიძე (70), 5:1 ბერიძე (88), 6:1 ზივზივაძე (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (40)

საქართველო: ლორია (გუგეშაშვილი 46), კობახიძე, დვალი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია (კვეკვესკირი 46), გაგნიძე (ზივზივაძე 64), წიტაიშვილი (სიგუა 64), ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 64), ვოლკოვი (ბერიძე 71)

მკითხველის კომენტარები / 86 /
რაც არ უნდა იყოს, რაღაცეები გამოჩნდა. ყოჩაღ გაგნიძე, არ მეგონა და გამიხარდა. ამ ბიჭს, შრომა თუ უყვარს, ნამდვილად ითამაშებს მაღალ დონეზე. აგრეთვე საზონოვი, კობახიძე საქ. ჩემპიონატის დონეა. ჩაკვე ძმაო, ვინისიუსს 14 მასწავლებელი ჰყავსო, სირცხვილი კი არაა, ერთი ფსიქოლოგი რა გახდა, საწყენად კი არ ვამბობ, პირიქით, ვაფანატებდი ჩაკვეზე, მაგრამ პრობლემებს პირდაპირ თვალებში უნდა ჩახედავა. დანარჩენი თეთრი შავი, აბანოში გამოჩნდება...
დიდება საქართველოს!
ლევანი
25 მარტი 2023 23:34
0
ჩემი აზრით წინ
კვარა ჟორჟი ზურიკო
ჩაკვე
გაგნიძე კვეკვე
წიტატა საზონ კაშია კაკაბაძე

ზურიკო (საბა)
წიტა (გოჩო)
3 მცველინი კაი, მარა რაღაცა ესეთი ტაქტიკა მესიმპატიურება
რა მაფიაა?
25 მარტი 2023 23:27
1
მოგება კარგია ყველა ვარიანტში, მაგრამ მე პირადად ასეთი სუსტი გუნდი არ მინახავს ზაირის მერე, 0-9 რომ წააგო მსოფლიოზე მგონი იუგოსლავიასთან
П
25 მარტი 2023 23:15
6
იყო პერიოდები , როცა საქართველოს ნაკრებს საუკეთესო მწვრთნელები ყავდა, მაგრამ თაობა არ იყო მოწოდების სიმაღლეზე.

დღეს საქართველოს ნაკრებს, ძალიან საინტერესო და მრავაფეროვანი თაობა ყავს, მაგრამ მწვრთნელი არ ყავს ოპტიმალური და მაღალი კვალიფიკაციის.
ფეხბურთი
25 მარტი 2023 23:12
15
პირველ რიგში ვულოცავ ბიჭებს ხასიათისთვის წაადგებათ , ვისთანაც არ უნდა მოიგო დიდი ანგარიშით მაინც სასიხარულოა . რაც შეეხება თამაშს , წიტაიშვილი კარგი იყო , გვჭირდება ესეთი უნივერსალი ფეხბურთელი . გაგნიძემ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა , ზაფხულში ეს ბიჭი მოაცილეთ რუსეთის , იდეალური იქნება მისთვის ბენფიკა , სევილია , ვილიარეალის დონის გუნდი , დიდი ფეხბურთი უნდა ი თამაშოს კოჭებში ეტყობა . მომეწონა საზონოვიც , ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგო და რაც მთავარია კარგი პირველი პასი აქვს , უაზროდ არ იშორება ბურთებს . ჩაკვესთან დაკავშირებით მეც ვუერთდები მთელი საქართველოს მილოცვაას , შენთვის გიო ეგ გოლები ფსკერიდან ზღვის ზედაპირზე გამოცურვად უნდა იქცეს , ამოისუნთქეეე და მაგ ამოსუნთქვას ამოაყოლე იმ მწლების მთელი უარყოფითი ენერგია და გაზაფხულის სუფთა ჰაერით გაავსე ფილტვები და ფერიცვალებაც მოხდება შენში. რისი უნდა გეშინოდეს და გადარდებდეს , შენი გულშემატკივრების არმია შენთან ვართ და არ მოგცემთ დაცემის საშუალებას ... სულ ზევით ზევით , ხომ გახსოვს ? 28 ში ბათუმი დიდი ისტორიის დასაწყისი გახდება , რადგან მე მჯერა რომ ამ შესარჩევში სასწაული მოხდება , რომელსაც ათწლეულებია მოუთმენლად ველოდებით . ღმერთი არს ჩვენთან !!!
ATP 16
25 მარტი 2023 23:05
1
კარგია.
მიშა
26 მარტი 2023 14:41
0
Udonoebis jogi
Lasha
25 მარტი 2023 22:40
23
თქვენი ჩათვლით
დონე
26 მარტი 2023 00:35
2
პირველი 2 გოლი მსაჯმა გვაჩუქა, ორივეჯერ აშკარა თამაშგარე მდგომარეობა იყო.
gio
25 მარტი 2023 22:34
2
კარგით რა ხალხო რა აღტყინებულები ხართ, ნუთუ ამ სამარცხვინო ნაკრების იმედი გაქვთ გაახილეთ რა დვალები, მინიმუმ 2-0 ს მაინც მოგვიგებს ნორვეგია, ჰალანდი, რომ იყოს 0-4 გვეჭირა ხელში.
ეეე
25 მარტი 2023 22:18
36
ნუ პესიმისტობ
მაინც მოვიგებთ
25 მარტი 2023 22:42
1
გაგნიძე კედელივით იყო, ცენტრის აქეთ არავინ გამოუშვა, ორივე ფეხზეც რა კარგია,, იფ იფ .. უმაღლესი კლასია. რა უნდა რუსეთში ამ ბიჭს, წაიყვანეთ ტოპ კლუბში !!
ilar10N YouTube
25 მარტი 2023 22:14
1
თემურ ლენგის აბაროტი ავიღეთ
:)))
25 მარტი 2023 21:55
2
ესენი ის მონღოლები არ არიან. ის მონღოლები ლილიპუტინის ბანდაა. ასე რომ აბაროტი არ ჩაითვალა. იმედია ნაღდი აბაროტი მალე იქნება.
ელიასი
26 მარტი 2023 12:29
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული