ჩაკვეტაძის გამოუყენებელი პენალტი და დუბლი - საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგური მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მონღოლეთს 6:1 სძლია.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელმაც თავიდანვე შეუტია და კობახიძის თავით დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება, მაგრამ დამატებაზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და ჩვენი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ვოლკოვმა ბურთი ძელს გაარტყა, ჩაკვეტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქემ კონტრიერიშისას მეკარისა და ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მე-40 წუთზე გოჩოლეიშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი
დანიშნა, თუმცა ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე სანიოლმა ტრავმირებული ლორია გუგეშაშვილით, ხოლო აბურჯანია კვეკვესკირით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და ორ წუთში ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერა, შეცვლაზე შესულმა დავითაშვილმა ლობჟანიძე მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მონღოლთა კარი დალაშქრა. ბოლოს ბერიძემ და ზივზივაზემ გაიტანეს და საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ძნელია ვიზავის კლასის გათვალისწინებით რაიმე დასკვნების გამოტანა, მაგრამ, ალბათ, სანიოლმა ხარვეზები დაინახა და ისიც, ვინ როგორ ფორმაშია და ვისი იმედი შეიძლება ჰქონდეს.

28 მარტს ამავე სტადიონზე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიას უმასპინძლებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - მონღოლეთი 6:1
გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბალჯინიამი (31), 2:1 ჩაკვეტაძე (56), 3:1 ჩაკვეტაძე (57), 4:1 ლობჟანიძე (70), 5:1 ბერიძე (88), 6:1 ზივზივაძე (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (40)

საქართველო: ლორია (გუგეშაშვილი 46), კობახიძე, დვალი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია (კვეკვესკირი 46), გაგნიძე (ზივზივაძე 64), წიტაიშვილი (სიგუა 64), ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 64), ვოლკოვი (ბერიძე 71)

მკითხველის კომენტარები / 86 /
რაც მთავარია გახსნის თამაში იყო წელს და თამაშმა თავის სიტყვა თქვა! ვულოცავ ყველა გულშემატკივარს და ყველა ქომაგს გულითადა სულულით კარგიც იყო ის რომ პირველი ტაიმი ვერ მოვიგეთ და ეს გაკვეთილი უნდა იყოს ეს დაუწერელი კანონია ფეხბურთში თუ 100% არ დაიხარჯები შედეგს ვერ დადებ. მინდა მივულოცო ჩაკვეს დუბლი პირველ რიგში დარწმუნებული ვარ გაიხსნება და ნეკრებს ძალიან გამოადგება...ყველა დებუნტანტს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ დაიმახსოვრეთ თქვენ საქართველოს და ქართულ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენთ პაიჭაძეს,მესხს, დარსელიას, ქინქლაძეს და ა.შ ახლა თქვენ გაქვთ ის შანსი და თქვენ უნდა დაწეროთ ისტორია წარმატებები და უფალი გფარავდეთ ბიჟ
Zhilina
25 მარტი 2023 20:33
3
ნაკლები საუკეთესო კონდიციებშია და ეს ამხანაგური თამაში სუსტი მეტოქის შერჩევის კუთხით მოსწრებული და საჭირო იყო. ნორვეგიასთან წარმატების მოლოდინშია სრულიად საქართველო!
ლაშა
25 მარტი 2023 20:32
2
ვფიქრობ,არც საზეიმოა არაფერი და არც ნაცარი თავზე წასაყრელი.ნორმალურად ითამაშეს,ივარჯიშეს ბიჭებმა.რეალურ ძალას გუნდისას სამ დღეში ვნახავთ.იმედია,გაგვახარებენ.ასემც ყოფილიყოს.ყველა ოპტიმისტსა და ქართული ფეხბურთის გულით მოყვარეს გაუმარჯოს.ძირს ნაძირალა ჩასაფრებულები!!!
კოტე
25 მარტი 2023 20:31
0
გაგნიძემ ლობოტკას ტიპაჟად წარმოვიდგენდი, ბევრს თუ იმუშავებს - შეძლებს. მომეწონა დღეს, მთავარია მონდომება და ვარჯიში, მაგალითი მანდ ჰყავთ ნაკრებში, სახელი არც არის საჭიროოოოოოოოოოოოოო
გიო
25 მარტი 2023 20:30
1
ჩვენ ბრილიანტ ხვიჩას ჩავეხუტოდ კიდევ ის ჯობია!!!
ნუთუ ამათ ქართული სისხლი არააქვთ???
ითამაშეთ ლაღათ და თავისუფლად ...
მშიერი ხალხი გიყურებთ და თქვენ ამ მაისურის ფასი არ იცით
ჯონი
25 მარტი 2023 20:30
25
მაგ ბრილიანტ ხვიჩას ერთი ფეხი რომ დაუცდეს, ზუსტად ისე გადაუვლი როგორც დანარჩენებს. თქვენ გულშემატკივარი არ ხართ. თქვენ არც ხვიჩას ღირსი ხართ და არც სხვა მაღალი დონის სპორტსმენების.
რა მოტივაციას იძლევით მაგ ლანძღვით არ გიტყდებათ?
პატარა ბავშვები, ვინც დღეს ბურთს აგორებს და ფეხბურთელობაზე ოცნებობს რა მაგალითს აიღებს თქვენგან?
მოგების მერეც ლანძღავ ნაკრებს, წაგების მერეც ლანძღავ, ანუ რა გაიგოს ბავშვმა? რისთვის, ვისთვის ითამაშოს თუ მაინც შენნაირების გინების ობიექტი იქნება?
კულტურა არ გაქვთ ელემენტარული და არც მხარდაჭერა იცით.
ხვიჩას როცა მოგინდებათ მაშინ გადაუვლით, ვითომ ჯერ არ გიქნიათ.
!!
26 მარტი 2023 02:45
0
სტადიონი რატომ იყო ნახევრად ცარიელი?
ვიცოდი ყველა ბილეთი გაყიდული იყო
75*
25 მარტი 2023 20:28
3
რისთვის იყო ეს მატჩი საერთოდ? რა დავამუშავეთ? არაფრისმომცემი ამხანაგური.. გული მწყდება ჩაკვეტაძეზე.. ძალიან უღიმღამო გახდა იმ ტრავმის მერე და ემჩნევა ხვიჩას ჟილკის 5%იც არააქ.. აშკარაა დავითაშვილის სტაგნაციაც.. ლობჟანიძე საერთოდ კატასტროფაა.. ნორვეგიასთან სხვა ნაკრები იქნება და შეფასებები ძირითადად მანდ უნდა გაკეთდეს.. მიყვარხართ ქართველებო და ღმერთი ჩვენსკენ!
ქართველი
25 მარტი 2023 20:27
29
ე ბიჭო აგერ გვყოლიხარ და რად გვინდოდა უცხოელი მწვრთნელი?
დაიწყე ხელმოწერების შეგროვება და დაგნიშნონ :)
ადამიანი
25 მარტი 2023 21:02
2
რას ემსახურებოდა ბატონო და თავდაჯერების მომატებას, უკეთესი განწყობის შექმნას და გენერალური რეპეტიციის გავლას პრინციპული მატჩის წინ.
თომა
25 მარტი 2023 20:39
1
ყველა გამოხმაურება
მონღოლეთი იყო საუკეთესო პარტნიორი ამხანაგური მატჩისთვის, სადაც გამოიცადნენ ბიჭები. ბიჭებმა კი თავის მხრივ საუკეთესოდ წამოა ვინმეს თავი, კვარას, მიქაუტაძის და მამარდას გარეშე. ეს ნაკლები მოსაწონია, რომელსაც ვინები ლი რეზერვი აქვს!
ლაშა
25 მარტი 2023 20:27
16
ტაში
.
25 მარტი 2023 20:38
0
ტყუილი. უბნის გუნდი უკეთესი სპარინგი იქნებოდა ესენი ვინ იყვნენ
0.
25 მარტი 2023 20:32
8
რა გინდათ 4:1 მშვენიერი ანგარიშია ( უბრალოდ 2 თამაშგარე იყო პენალტიც საეჭვო ) ე მიდით ახლა დაიწყეთ ნორვეგიას გავარღვევთ და ასე შემდეგ ….მაგრად გაგვიმართლა ის ანტილოპა რომ არ ეყოლებათ
მდააა
25 მარტი 2023 20:26
17
ექპერიმენტები ჩატარდა და გამოჩნდა ვის შეიძლება ენდოს ამ შემადგენლობიდან 28-ში. თითქმის Მეორე შემადგენლობა დააყენა და ზოგიერთმა გაამართლა, ზოგიერთმა ვერა...
ლევან88
25 მარტი 2023 20:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული