ჩაკვეტაძე: ნავსი გატყდა და გავიტანე - იმედია, ნორვეგიასთან გავიმარჯვებთ

AutoSharing Option
მონღოლეთთან ბათუმში მოგებულ ამხანაგურ მატჩში (6:1) საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა დუბლი შეასრულა და შეხვედრის დასრულების შემდეგ სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:

"პირველ რიგში ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. კარგად ვითამაშეთ. რაც შეეხება ჩემს გოლებს, დიდი ხანი არ მქონდა გატანილი და კარგია, რომ ეს მოვახერხე. ნავსი გატყდა და იმედია, მომავალში უფრო მეტს და მეტს გავიტან.

წინ ნორვეგიასთან უფრო მნიშვნელოვანი თამაში გველის და იმედი მაქვს, რომ გამარჯვების მოპოვებას გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ, რომლებიც მუდამ გვერდში გვიდგანან და გვეხმარებიან".

მკითხველის კომენტარები / 14 /
"ნავსის" გატეხვას და გოლ - ე - ბ - ი - ს გატანის დაწყებას გილოცავ გიო! ასე გააგრძელე, თორემ მარტო კვარას გაუჭირდება ქართული საქმის კეთება!
ვაჟა მასწავლებელი
25 მარტი 2023 21:57
1
Მიდი ჩაკვე არ დანებდე,გილოცავ.ყველაფერი წინაა.
Რერო
25 მარტი 2023 21:57
1
გილოცავ ჩაკვე. ჩვენ შენ გვჭირდები. საქართველოს ისეთი ჭირდები როგორიც ადრე. მინდა რომ მეტოქეებმა კიდევ ბევრი იფიქრონ როგორ გააჩერონ ჩაკვე და კვარა ერთად. ჩაკვეტაძე გოლი მინდა გოლი(ები).
roma bejanidze
25 მარტი 2023 22:11
1
როგორ მიხარია ჩაკვეს გოლები!!!
ლიზა
25 მარტი 2023 22:27
2
დიდი მადლობა ვლადიმერ ვაისს რომ ეს ბიჭი დაუბრუნა დიდ ფეხბურთს.
შახრუდინი
26 მარტი 2023 02:55
0
ჩაკვე, ალბათ გრძნობ და ხვდები როგორ გიდგას მხარში ყველა და როგორ გელოდებიან კვლავ კიდევ უფრო უკეთესს. არ დაიზარო არაფერი, იმუშავე საკუთარ თავზე - ქვეყანას სჭირდები ძალიან............
სიმართლე
25 მარტი 2023 23:11
1
ძალიან გაგვიხარდა ყველას, წარმატებები
გია
25 მარტი 2023 22:51
1
ვგიჟდები ამ უზომოთ თავმდაბალ ბიჭზე!!!
ანი
25 მარტი 2023 23:50
2
ერთ ეპოზოდში კომენტატორმა თქვა მცველს ვერ აჯობაო, არადა იმენა ერთი 4-5 მეტრიდან გაასწრო კინაღამ... მშვენიერ ფორმაში შედის ჩაკვე, ცოტა მეტო თავდაჯერება რაც რიგ ეპიზოდებში ჩანდა, სტაბილურად რო ექნება, ძველი ჩაკვე ბრუნდება... ფეხზეც მყარად და თამამად იდგა, არ ეშინოდა კონტაქტის და ტენქიკა კიდე ველოსიპედის ტარებასავითაა, არსად მიდის
რა მაფიაა?
25 მარტი 2023 23:47
2
მატჩის MVP!!❤️
გიორგი
25 მარტი 2023 22:59
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული