საქართველოს ნაკრები - მწვრთნელის სწორი გადაწყვეტილებები, ხარვეზები სუსტ მეტოქესთან და რისკი ნორვეგიასთან...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სუსტი მეტოქე, მონღოლეთის ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით (6:1) დაამარცხა. როცა წინ უმნიშველოვანესი დაპირისპირება გელის, ამ რანგის შეხვედრას კონკრეტული მიზნები აქვს. რა მიიღო ვილი სანიოლმა და ექნება თუ არა ყოველივეს ეფექტი სამიოდ დღეში ჩასატარებელ მატჩში, ამას ერთად ვნახავთ, მანამდე კი ის განვიხილოთ, თუ რა ვნახეთ და რა ვერ ბათუმში...

Sportall.Ge

შემადგენლობის გამოკვეთა

სასტარტო თერთმეტეულის შესახებ ბევრი ვიმსჯელეთ, სხვადასხვა ლოგიკა განვავითარეთ, საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა იმ შემადგენლობის ფაქტობრივად, მთლიანად დასვენება გადაწყვიტა, ვისი თამაშიც ნორვეგიასთან თავიდანვე
უფრო მოსალოდნელი იყო (მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, კვარაცხელია, მიქაუტაძე და სხვები). რა თქმა უნდა, დაკვირვება მონღოლთა წინააღმდეგაც გაგრძელდებოდა, თუმცა მეტოქის ძალიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების რადიკალურად შეცვლა მაინც ნაკლებად მოსალოდნელია.

პირველ ტაიმში როგორც შედეგი, ასევე თამაშის მთელი რიგი კომპონენტები გამოსწორებას საჭიროებდნენ, თუმცა სანიოლმა ბევრი ცვლილების გაკეთება მაინც არ იჩქარა, მცირე ტაქტიკური გადაადგილებებიც მოახდინა და საკუთარ ფეხბურთელებს ტემპის გაზრდა დაავალა. მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს გვერდს კიდევ ერთხელ ვერ ავუვლით, თუმცა მეორე 45 წუთში საქართველოს ნაკრებმა ყველა ამოცანა ზედმიწევნით შეასრულა.

Sportall.Ge

როცა მწვრთნელი სწორად მოქმედებს

მატჩებამდე ვილი სანიოლმა თქვა რომ მას დასაკარგი რესურსი არ აქვს და მოიწვევს მათაც, ვინც თუნდაც, რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს. მოგეხსენებათ, ამ საკითხზე ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. ლუკა გაგნიძის შესახებ რასაც ვწერდით, იმ სიტყვების გვჯეროდა და ყველამ ნახა, როგორაც გამართლდა. 20 წლის ნახევარმცველი დებიუტანტობის მიუხედავად, დამაჯერებელი იყო. გაგნიძე მოძრაობს, ართმევაც კარგად ეხერხება და მოედანს მშვენივრად ხედავს, სიტუაციას აკონტროლებს. ლუკას სისწრაფეც არ აკლია და როცა ბურთთან ერთადაა, არც მუდმივად საკუთარი კარისკენ იხედება და ცდილობს, თამაში გაამწვავოს. გასაგებია, ძლიერ მეტოქესთან, რომელთანაც
პრესინგის მეტად დაძლევა, ბურთის ჩაჭრა და პარტნიორის შემჩნევა უფრო რთულია, მეტს გავიგებთ, მაგრამ დასაწყისი მშვენიერია და საინტერესოა, პოლონეთის ჩემპიონატში მას ასე ცოტა დრო რატომ ეძლეოდა? გუნდის უკეთესად შერჩევაა საჭირო.

აქვე, საბა საზონოვზეც ვთქვათ. როცა მოწინააღმდეგე ფაქტობრივად, არ გიტევს, მცველების შეფასება რთულია, თუმცა მას არასასურველი დაკარგვები ჰქონდა. რაც შეეხება შეტევით ნაწილს. კარგია, რომ საზონოვს პასის კულტურა, რაც ჩვენს უკანახაზელებს ნაკლებად გამოარჩევს, განვითარებული აქვს, თუმცა მისი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, საბა შეტევაში გაცილებით მეტ სარგებელს უნდა გვაძლევდეს, თუნდაც სტანდარტული მდგომარეობების დროს.

Sportall.Ge

ჩაკვეტაძე!

ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ყველაზე შემოქმედებითი მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძე უნდა ყოფილიყო. მის დრიბლინგებთან გამკლავება მონღოლეთის ნაკრების ფეხბურთელებს ძალიან უჭირდათ. ჩვენ გვახსოვს "ჩაკვეს" საუკეთესო სანაკრებო მატჩები და ახლა ბევრს ვერაფერს ვიტყვით, უბრალოდ გვინდა ამ დუბლმა, რომელიც უიღბლო პირველი ტაიმის შემდეგ იყო, ის მომღიმარი და უკეთეს ხასიათზე ამყოფოს, გიორგის ეს ძალიან სჭირდება!..

რაც შეეხება ჩაკვეტაძის იდეალურ სათამაშო ადგილს. არსებული ტაქტიკის პირობებში, მას მაქსიმალურად ჰქონდა საშუალება, მინდვრის შუა ნაწილიდან შეეტია, სადაც ის თავის შემოქმედებითობას კარგად ავლენს. სანიოლს ისევ ბევრი ფიქრი დაუტრიალდება იმაზე, მისი და კვარაცხელიას ერთად თამაში რამდენად იქნება შესაძლებელი. საქართველოს ნაკრები 3-მცველიან ტაქტიკას უნარიანად იყენებს, ამ დროს ფლანგებიდან მაქსიმალური რესურსის ათვისება ხდება და უკანა ხაზშიც საკმარისი რაოდენობის მოთამაშები გვყავს. ამის შეცვლა ცენტრის გაძლიერების ხარჯზე თუ მოხდება, ნორვეგიასთან მკვეთრად შემტევი ჩაკვეტაძის შემადგელობაში დამატება მაინც რთულად წარმოსადგენია. თუმცა, გიორგი საჭიროებას ყველასგან ხედავს - მთავრი მწვრთნელი, ფეხბურთელები, გულშემატკივრები და ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს...

Sportall.Ge

კიდევ ერთი ვარიანტი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალტერნატივების მაქსიმალურად ეძებს და ეს მისგან დასაფასებელია. მხოლოდ მარცხენა ფლანგი რომ განვიხილოთ. მისი წინამორბედი ვაისი აქ სხვადასხვა ამპლუის მოთამაშეებს ეყრდნობოდა. სანიოლმა ნდობა ჯერ გურამ გიორბელიძეს თამამად გამოუცხადა. ამის შემდეგ მასთან კონკურენციაში ირაკლი აზაროვი შევიდა, ამის მიუხედავად სანიოლს კიდევ უფრო მეტი სურდა და გიორგი წიტაიშვილს პოზიცია შეუცვალა. ახლა მისთვის უჩველო ფრთაზე გიორგი გოჩოლეიშვილმა ითამაშა და კარგი შეხვედრაც გამოუვიდა (მარჯვნივ ლობჟანიძეც აქტიური და სასარგებლო იყო). არსებული რესურსები მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული და ეს რომ ასეც ხდება, მნიშვნელოვანია. ფრანგი სპეციალისტისგან კიდევ უფრო მეტ სითამამეს ველით! 17 წლის გაბრიელ სიგუას თამაში სწორედ ამას მიგვანიშნებს.

Sportall.Ge

პრობლემები

საქართველოს ნაკრებს ყველა რგოლში გარკვეული სირთულეები მაინც შეექმნა. ამხანაგური მატჩები სწორედ ამის გამოსააშკარავებლად და შემდეგ გამოსასწორებლად იმართება. დაცვაში ამ დონის მოწინააღმდეგესთან ჩავარდნა ნორვეგიის წინ გვაფრთხობს, თუმცა ვიცით, რომ ოპტიმალური დაცვის ხაზით არ ვიყავით. ამასობაში, დროა, გურამ კაშიას მონაცემებითა და თვისებებით სხვა უკანახაზელი გვყავდეს - თამაშის წაკითხვა, თანაგუნდელების მოტივირებისა და სიტუაციის მართვის უნარი.

ექვსმა გოლმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, მეტად გვჭირდება რეალიზება, მითიმეტეს თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ნორვეგიასთან ამის ბევრი შანსი ფიზიკურად არ უნდა მოგვეცეს. სასიამოვნო იყო, რომ სანაკრებო გოლის გემო ყველა შემტევმა გაიგო.

კარგი იყო გაგნიძე, დამაჯერებელად შევიდა კვეკვესკირი, თუმცა მარტინ ოდეგორისა და სხვათა წინააღდმდეგ შუა ხაზშიც უფრო მეტი დაგვჭირდება. საინტერესოა, სანიოლი ერთგავრ რისკზე თუ წავა და გაგნიძეს პირველ ოფიციალურ სანაკრებო მატჩში ასეთი მეტოქის წინააღდმეგ დაეყრდნობა. ნახევარდაცვაში ზურიკო დავითაშვილის ასეთი მუშაობა და ბურთის ამიტანა ძალიან დაგვჭირდება, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ის სხვანაირი გვახსოვს და იმედია, ნორვეგიასთან უფრო შედეგიანს ვნახავთ. გიორგი წიტაიშვილი ისეთი გვჭირდება, როგორიც მხოლოდ მატჩის დასაწყისში ვნახეთ...

კარგი განწყობით და ბევრი ფიქრით ევროშესარჩევის პირველი შეხევდრისკენ - წარმატებით უნდა დავიწყოთ!

altჩაკვეტაძის გამოუყენებელი პენალტი და დუბლი - საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა [VIDEO]

altსანიოლმა ნამატჩევს გაამხილა, რა დაავალა შესვენებაზე ჩაკვეტაძეს

მკითხველის კომენტარები / 25 /
ხვიჩა და კომპანია ნორვეგიას ჯოჯოხეთის მოუწყობენ!
ლაშა
14:09 26-03-2023
9
თანამედროვე ფეხბურთში ამდენი მობრუნდი მიბრუნდის ვინ დაგაცდის! ჩაკვეტაძეს რეალიზაციის პრობლემა, რომ აქვს აშკარაა! ნუ როგორც თქვა სანიოლმა შეუთამაშებელი გუნდი ათამაშა! გუნდი უნდა იყოს შეკრული და მოთამაშეები ერთმანეთს უნდა უგებდენ, რაც კარგად გამოიკვეთა ბოლო ორ გოლში! ასეთი გაგებით უნდა შევხდეთ ნორვეგიას სხვანაირად არ გამოვა!
მწრთვნელი
14:23 26-03-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული