საუკეთესო ჩაკვეტაძე და სანიოლის გამართლებული იმედები - საქართველოს ნაკრები ქულებში

AutoSharing Option
საქართველო-მონღოლეთის (6:1) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი ლორია (4.5) - მეტოქიდან გამომდინარე, ბევრი საქმე არ ჰქონია. ფეხით თამაშისას შეცდა, რასაც საბოლოოდ ჩვენს კარში გატანილი გოლი მოჰყვა.

Sportall.Ge

საბა საზონოვი (5.5) - მოსკოვის "დინამოს" უკანახაზელს კარგად შეუძლია გუნდი შეტევაში ამოიყვანოს. რამდენჯერმე ბურთი დაკარგა, რასაც უფრო მაღალი კლასის მეტოქე არ გაპატიებს.

მამუკა კობახიძე (4.5) - მატჩის დასაწყისში გატანა შეეძლო. მეტოქის გოლის ეპიზოდში მნიშვნელოვნად შეცდა და სხვა დროსაც მეტი დამაჯერებლობა მოეთხოვებოდა.

ლაშა დვალი (5.0) - მისგან შეტევების უფრო მეტად წამოწყებას
ველით. გაშვებული გოლისას დაზღვევა ვერ მოახერხა, სხვა დროს კი განსაკუთრებული კლასის გამოვლენა არ დასჭირვებია.

Sportall.Ge

საბა ლობჟანიძე (6.5) - მეტოქიდან გამომდინარე, ჩვენს ფლანგელებს დაცვაში საქმე ნაკლებად ჰქონდათ და შეტევაზე ფიქრობდნენ. მარჯვენა ფრთიდან ლობჟანიძე ძალიან აქტიური იყო, შეტევები ხშირად მისი გავლით ვითარდებოდა. საბას გოლი და საგოლე პასი ჰქონდა, თუმცა მისი ქმედებებით გატანა სხვა დროსაც შეეძლოთ.

გიორგი აბურჯანია (5.5) - პორტუგალიის ჩემპიონატში ბოლო დროს მას კარგი სათამაშო პრაქტიკა აქვს, რის გამოც მეტს ველოდით. მხოლოდ საწყის 45 წუთში ითამაშა, რა დროშიც ჩვენს გუნდს სისწრაფე და შეტევების განვითარების მრავალფეროვნება აკლდა.

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძე (7.0) - 20 წლის შუახაზელს ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. ლუკამ კარგად იცის, ბურთს როგორ მოეპყრას, მოძრავია, შეტევებს მშვენივრად ახორციელებს და დაცვით ფაზაშიც გამორჩეულია.

გიორგი გოჩოლეიშვილი (7.0) - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "შახტარის" მოთამაშე პროდუქტიულია. მან მარცხენა ფლანგზეც მშვენივრად ითამაშა და სანიოლს დაანახა, რომ მისი იმედი ყველგან შეიძლება ჰქონდეს.

გიორგი წიტაიშვილი (6.0) - აქტიურად დაიწყო, მწვავე და შედეგიანი პასებიც გააკეთა, თუმცა შემდეგ პასიური გახდა. როგორც ჩანს, მასზე ცუდი საკლუბო პრაქტიკა მაინც ისახება, არადა, გიორგის დიდი რესურსი აქვს.

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძე (7.5) - ერთხელაც გვაჩვენა, თუ რამხელა რესურსი აქვს და რა კლასის მატარებელია. პირველ ტაიმში ძალიან არ უმართლებდა და მოწყენილი ჩანდა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა. "ჩაკვე" ჩვენს ნაკრებს რომ სჭირდება, ზუსტად ვიცით და იმედია, ის თავის შესაძლებლობებს ყველა ასპექტში და სრულად გამოავლენს.

დავით ვოლკოვი (7.0) - ბევრი იბრძოლა, საკუთარი დადებითი მხარეები სრულფასოვნად წარმოაჩინა, გაიტანა კიდეც და საგოლე პასის ავტორიც გახდა.

ლუკა გუგეშაშვილი (5.5) - დებიუტანტი დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა განსაკუთრებული საქმე არ ჰქონია.

Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირი (7.0) - მისი მოედანზე შემოსვლა ძალიან საგრძნობი გახდა, მინდვრის ცენტრში უპირატესობას დავეუფლეთ და უფრო მეტი შეტევის წარმართვა შევძელით.

ბუდუ ზივზივაძე (7.0) - თავისი საჭიროება კიდევ ერთხელ, მცირე დროშიც დაგვანახა. გატანაც შეუძლია და ძალიან კარგი პასების გაკეთებაც.

ზურიკო დავითაშვილი (6.5) - ბურთი რამდენჯერმე კარგად წამოიღო და საბა ლობჟანიძე მშვენიერი საგოლე პასით მოამარაგა, თუმცა შეტევის ბოლო ფაზაში მისგან მეტს ველით.

გაბრიელ სიგუა - თამამად შემოვიდა, უარი არც დრიბლინგებზე უთქვამს. მას დიდი მომავალი უნდა ჰქონდეს!..

გიორგი ბერიძე - სადებიუტო გოლი გაიტანა და მშვენიერ ხასიათზე მოვიდა. ის კარგად იხსნებოდა, ჯერ თამაშგარეში აღმოჩნდა, მეორე ცდაზე კი მეტოქის კარი აიღო.

Sportall.Ge

ვილი სანიოლი (7.5) - საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ძირითადი ბირთვის დასვენება გადაწყვიტა და ისინი საქმეში არც მაშინ ჩაურთავს, როცა პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ არ იყო. ამის მიუხედავად, მეორე 45 წუთში საქართველოს ნაკრებმა 5 უპასუხო გოლი გაიტანა. სანიოლი დებიუტანტებს თამამად ენდო და მათაც იმედები გაუმართლეს. 

altსაქართველოს ნაკრები - მწვრთნელის სწორი გადაწყვეტილებები, ხარვეზები სუსტ მეტოქესთან და რისკი ნორვეგიასთან...

altჩაკვეტაძის გამოუყენებელი პენალტი და დუბლი - საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
გაგნიძე გოჩოლეიშვილი და სიგუა, ესენი უნდა გახდნენ ნაკრების წევრები, ლობჟანიძე არა სანაკრებო კაცი, არაქვს მოედნის ხედვა საკმარისი და არც ტექნიკა, მარჯვენა ფლანგზე ზურიკო უნდა დადგეს,ძალიან გვაკლია კიტეიშვილი, მაგრამ მთლიანობაში არ იკვრება ცუდი გუნდი და მგონია, რო შეგვიძლია ნორვეგიას მოუგოთ.
გოგა
27 მარტი 2023 13:03
1
ბარსას ფანი არ ვარ მარა გაგნიძე რაღაცით ხავის მაგონებს
მიშა
27 მარტი 2023 12:58
2
ეს რა ქნა ყაზახეთმა?
განმეორებით თამაშში დანიელები გაანადგურებენ ყაზახებს, რა თქმა უნდა.
https://www.youtube.com/watch?v=mVajpknEKkE
ქ. გ.
27 მარტი 2023 12:56
0
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!!!!!!!!
tngh
27 მარტი 2023 12:47
0
ჩემი აზრით- ლორია, აბურჯანია, კობახიძე, დვალი და ა.შ. მხოლოდ რეზერვშია მათი ადგილი. საზონოვზე მეტი მოლოდინი მქონდა, იქნებ გაამართლოს?! გაგნიძე გოჩალეიშვილი მეტად მინდა დაიტვირთონ, მეტი მოლოდინი მაქვს ვიდრე წინამორბედებზე მქონდა, შეუცვლელებია მამარდა, ჩაკვე, ხვიჩა, მიქაუტაძე, ზივზივაძე, დანარჩენი კონკრეტული კონდიციების შესაბამისად, ცუდია რომ კაშიას შემცვლელი ჯერჯერობით არ ჩანს, ჩვენ დაცვას კი ეპიზოდებში არაპროფესინალური ჩავარდნები აქვს, წინ შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა ხვიჩას ხარჯზე, გვიჭირდა ნახევარდაცვაშიც, მიხარია რომ აქაც გამოჩნდნენ ბიჭები... ამ მოცემულობით ნორვეგია უნდა დავამარცხოდ...
გუსანი
27 მარტი 2023 12:40
4
იმედია კაშიას გამოუჩნდება შემცვლელი. მთავარია კონკურენცია გაიზარდა და შემცვლელიც გამოჩნდება აუცილებლად!
ლაშა
27 მარტი 2023 13:00
0
Chveni fexburtis aqilevsis qusli aris neli tempi,gegoneba 70 wlebis tamashs ukurebo,ara da ar eshvela am sakitxs,kazaxetis tamashi vnaxe daniastan da ras darbodnen?!...maset tempshi chvenebma rom itamashon erterti dzlieri nakrebi gvekoleba evropashi.
Givi
27 მარტი 2023 12:28
0
საგოლე მომენტების რეალიზაციაა ახლა მთავარი! ძლიერ ნაკრებთან ბევრს ვერ შექმნი და რასაც შექმნი იქიდან უნდა გამოადნო გოლი! გაგნიძე გოჩოლეიშვილი მართლაც კარგი შევსება მოდის!
მწვრთნელი
27 მარტი 2023 11:25
2
ჩაკვე მეორე ყიფიანი უნდა გახდეს ნაკრებისთვის. ვფიქრობ ის, ნახევარდაცვის ცენტრში უნდა გამწესდეს და ხშირად ცვალოს ადგილი ხვიჩასთან, რადგან ასე უფრო გაუჭირდებათ მცველებს მათი ყურისდევნება.
ჟორა
27 მარტი 2023 10:20
6
მონღოლეთთან მატჩში ლორია ნამდვილად არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. მის შეცდომას მოჰყვა გოლი. აი გუგეშაშვილი, რომელზეც დიდი ხანია მიკვირდა თუ რატომ ვერ ამჩნევდნენ, ჩინებული მატჩი ჩაატარა. მის მაგივრად შოვნაძის გამოძახება თავად განსაჯეთ რამდენად მართებული იყო?!
კარგია, რომ ბევრ რგოლში კონკურენცია გაიზარდა და გაცილებით დიდი სათადარიგო სკამი გვაქვს, თუმცა არიან ფეხბურთელები (წიტაიშვილი, აზაროვი), რომლებსაც მართებთ თავის მომავალზე დაფიქრება მართებთ. სხვა სიტუაციაა საზონოვთან და გაგნიძესთან მიმართებით. მათ აუცილებლად დაუძაზებს ძლიერი კლუბი ნაკრებში კარგი თამაშის შემთხვევაში. კვერნაძის კი გაგიკვირდება კაცს. ბათუმიდან გაგრაში გაანათხოვრეს თამაშის პრაქტიკის უქონლობის გამო, რომლითაც ნაპოლია დაინტერესებული... აქ, თბილისის დინამოში მამარდაშვილის უთამაშებლობა მახსენდება!
ლაშა
27 მარტი 2023 10:11
2
ამ ამხანაგურმა მატჩმა ბევრი რამ დაგვანახა. გამოიკვეთა ჩვენი ნაკრების ძირითადი ბირთვი, ამასთან წამყვანმა ფეხბურთელებმა დაისვენეს. მონღოლეთთან, როგორც სუსტ მეტოქესთან, თამაში აუცილებელი იყო. ხშირი შემთხვევაა, როდესაც თუნდაც კლუბები (მაგ. ნაპოლი) ან ნაკრებები (მაგ. მაროკო) მასზე სუსტ მეტოქეებთან ირჩევენ სპარინგს, თუმცა მაროკომ 3-0 მოგვიგო (გუშინ მაროკომ ბრაზილია 2-1 დაამარცხა), მაგრამ ჩვენ 5 ძირითადის ფეხბურთელი გვყავდა (კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, ხოჭოლავა, ზივზივაძე, მიქაუტაძე) და რომ არა დანაკლისი მოგებით თუ არა, ფრეს დიდი ალბათობით გავახერხებდით. ამჟამად კი ნაკრები გაცილებით ძლიერია და დასანახი უნდა დავინახოთ.
ჩვენი ნაკრების 25 კაციანი შემადგენლობა:
1. გიორგი ლორია (მეკარე, III ვიცე-კაპიტანი)
2. ოთარ კაკაბაძე (მარჯვენა მცველი, II ვიცე-კაპიტანი)
3. ჯიმი ტაბიძე (ცენტრალური/მარცხენა მცველი)
4. გურამ კაშია (ცენტრალური მცველი, კაპიტანი)
5. სოლომონ კვერკველია (მცველი)
6. გიორგი აბურჯანია (ნახევარმცველი)
7. ხვიჩა კვარაცხელია (მარცხენა ნახევარმცველი)
8. ბუდუ ზივზივაძე (თავდამსხმელი)
9. ზურიკო დავითაშვილი (ნახევარმცველი)
10. გიორგი ჩაკვეტაძე (ნახევარმცველი)
11. საბა ლობჟანიძე (მარჯვენა ნახევარმცველი)
12. გიორგი მამარდაშვილი (მეკარე)
13. მამუკა კობახიძე (მცველი)
14. ლუკა გაგნიძე (ცენტრალური ნახევარმცველი)
15. ირაკლი აზაროვი (მარცხენა მცველი)
16. ნიკა კვეკვესკირი (ცენტრალური ნახევარმცველი, I ვიცე-კაპიტანი)
17. ლუკა გუგეშაშვილი (მეკარე)
18. გიორგი გოჩოლეიშვილი (მარჯვენა ნახევარმცველი)
19. გიორგი წიტაიშვილი (მარჯვენა ნახევარმცველი)
20. დავით ვოლკოვი (თავდამსხმელი)
21. საბა საზანოვი (ცენტრალური მცველი)
22. გაბრიელ სიგუა (ნახევარმცველი)
23. ლაშა დვალი (ცენტრალური მცველი)
24. გიორგი ბერიძე (მარცხენა შემტევი ნახევარმცველი)
25. ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძე (თავდამსხმელი)
ლაშა
27 მარტი 2023 10:03
2
5 ძირითადის ფეხბურთელი გვყავდა კიარა გვაკლდა უნდა დამეწერა!
ლაშა
27 მარტი 2023 10:12
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული