სანიოლი: ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მზად უნდა ვიყოთ!

AutoSharing Option
28 მარტს ნორვეგიის ნაკრებთან ჩასატარებელი მატჩის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

"რა თქმა უნდა, ესპანეთი-ნორვეგიის მატჩს ვუყურეთ. პირველი დასკვნა, რაც გამოვიტანეთ, ისინი ამხელა ანგარიშით მარცხს არ იმსახურებდნენ. ჩვენმა ნაკრებმა კარგად იცის, რამდენად რთულ მეტოქესთან ექნებათ ურთიერთობა.

ყველაზე მეტად გუნდური ასპარეზობა მაინტერესებს და ცალკეულ მოწინააღმდეგეებს მნიშვნელობა არ აქვს.

დიდი პატივისცემა "ერთა ლიგის" მეტოქეებთან, მაგრამ ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მათთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველით.

როგორც ფეხბურთის მოყვარულს, ყოველთვის მსურს, საუკეთესოებმა ითამაშონ. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. ჰოლანის
დანაკლისი დიდია, მეტოქე ამის გამო სხვანაირად ითამაშებს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ჩვენ და "ნაპოლი" სხვადასხვა ფილოსოფიით ვთამაშობთ. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში განსხვავდება, თუმცა ის ორივეგან ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მივიწვიე. ისინი ბევრს მუშაობენ, რათა ნაკრებს დაეხმარონ."

altსაუკეთესო ჩაკვეტაძე და სანიოლის გამართლებული იმედები - საქართველოს ნაკრები ქულებში

მკითხველის კომენტარები / 49 /
რათქმაუნდა რთული მეტოქეა მაგრამ ყველაფერი ხდება მონდომებითა და გააზრებული თამაშით
წარმატებები
HK
27 მარტი 2023 18:23
0
ნორვეგიის ფაშისტური მთავრობის გამოხდომას პასუხი, ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა გასცონ.
ჟორა გაბრიჭიძე
27 მარტი 2023 18:16
16
Mesmis norvegia chvenze dzlieria,mtavaria bi henma irwmunon dzala da daumarcxebeli metoqe rom ar arsebobs es garkveulia!!!!warmateba da egreve sheteva bichebo!!!!
L.J .
27 მარტი 2023 18:07
0
რა იმედის მომცემი კომენტარებია, პირდაპირ გემრიელი. მაგრამ რატომღაც მგონია თამაშის შემდეგ 360გრადუსით შეიცვლება. უფრო მკაცრი, ზოგიც შეურაცხმყოფელი კომენტარები იქნება. ვერ მოვუგებთ ნორვეგიას! ხვიჩას გარდა, ყველა ერთია. ასე რომ შემადგენლობის დაყენებაზე თავს ტყუილად იწუხებთ. ამას მაინც სანიოლი თუ ხიზანა გააკეთებს. ყველა მაღალი ბურთი მათი იქნება, ფიზიკური მომზადება ხომ საერთოდ... ესპანეთთან უამრავი მომენტები შექმნეს. ანგარიში 3-0 არ იყო ადეკვატური. პენალტი რომ დაენიშნა მსაჯს,რაც 100% იანი იყო, შეიძლება სულ სხვანაირად განვითარებულიყო მოვლენები. ანგარიში 1-3 მგონია.
დავით 67
27 მარტი 2023 17:51
29
ფეხბურთის გაგებაში არ ხარ, ნუ ექსპერტობ თუ კაცი ხარ. დღეს ბევრია ისეთი გუნდი, ვისაც არ ჰყავს ხვიჩას დონის ფეხბურთელი და ზოგადად ტოპ ფეხბურთელები, მაგრამ იგებენ თამაშებს. მაგალოთად ყაზახეთიც გამოდგება, რომელმაც ერთა ლიგაზე სლოვაკეთს ორივე თამაში მოუგო, ახლა კი დანიის ვარსკვლავურ გუნდს ტაიმბოლი ეთამაშა და 0-2 დან 3-2 მოუგო.
სიმართლე
27 მარტი 2023 21:23
3
მართლები ხართ 180 უნდა დამეწერა, მაგრამ ხომ ყველამ იცით რომ ვერ მოვიგებთ! ღმერთმა ქნას მოიგებდნენ, მეც ეგ მინდა. უბრალოდ რეალობას ყოველთვის თვალი უნდა გავუსწოროთ! აი რაგბი რომ იყოს 100% მოვიგებდით, მაგრამ ეგაა ოღონდ ნორვეგიას რაგბის გუნდი არა ჰყავს საერთოდ )
დავით 67
27 მარტი 2023 19:30
16
ყველა გამოხმაურება
ხვალ მოვიგებთ, არამარტო ნორვეგიის მხრიდან მიშას დაჯილდოების გამო ადამიანის უფლებების კუთხით!
რაღა მაინცდამაინც ეხლა დაჯილდოვდა მიშა?!
ლაშა
27 მარტი 2023 17:37
11
Lasha arvicodi da ar mainteresebda,gavige sheni natqvami magram pegbutze vilaparakot 18 saatia tamashamde ra misha??bichebs warmateba !!!
L.J .
28 მარტი 2023 00:47
1
Arvicodi arc mainteresebs mishas ra da rodis mienicha sportuli saitia politika mkidia tan magrad!!!!
L.J .
28 მარტი 2023 00:43
1
ყველა გამოხმაურება
ნაპოლისნაირად იტალიის ნაკრები ვერ თამაშობს და ჩვენ როგორ ვითამაშებთ. მთავარია შეტევაში მრალფეროვანი თამაში დავუპირისპიროთ და არ ვიყოთ ერთი კაცის იმედზე, რომელსაც მოტივაცია ისედაც არ ჭირდება.
zaza
27 მარტი 2023 17:07
0
სხვა დონისაა კი:)) ეს თუ მონღოლეთს ადარებს ნორვეგიას კარგად ყოფილა საქმე
toti
27 მარტი 2023 17:05
10
როგორ გიყვართ ეგ ინტრიგანობა. ერთა ლიგაზე მიღწეული წარმატება და მოწინააღმდეგეები, რომლებიც დავჩაგრეთ. სად შენ და სად სანიოლი, ამაზეც იფიქრე ხოლმე როცა ექსპერტობ!!!
სიმართლე
27 მარტი 2023 21:18
0
სხვა დონისაა, თუ არ არის სხვა დონის ნაკრებმა თავისი თამაში უნდა აჩვენოს სახლში მაინც! სანიოლი ხვდება, რომ დაცვაში ჩაჯდომა ამ თამაში არ ივარგებს, მაგრამ 90 წუთი პრესინგიც ვერ იქნება, ესეც იცის! აქედან გამომდინარე შეარჩევს მოთამაშეებს! არ უნდა შეგვეშინდეს გოლის გაშვების და ორთაბძოლები უნდა შევეცადოთ,რომ მოვიგოთ! სხვანაირად რავი ბრაზილია არავართ,რომ 4 ბურთი გავუშვათ და 5 გავიტანოთ!
მწვრთნელი
27 მარტი 2023 16:50
0
1000%it getabxmebi,maxsovs vaisis dros avstriastan chajnen 2 gaushves mere daiwyes tamashi,tavidanve unda sheutio egaa mtavari anu "susti var da ar shemidzlia "agar unda iyos itamashet mogebistvis da ara sheidzleba movigot!!!!
L.J .
27 მარტი 2023 18:05
0
მოვიგებთ
ლევან მაღლაკელიძე
27 მარტი 2023 16:40
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული